CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3419
ObjectID: 3419
ID: 3419
Name: ახუნდოვის სასაფლაო
FullName: აზერბაიჯანელ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი
ComplexName: ბოტანიკური ბაღი
Description: პანთეონი მუსლიმთა ძველი სასაფლაოს ადგილზე, ბოტანიკური ბაღის იმ ნაწილში მდებარეობს, რომელიც წავკისის წყლის მარჯვენა ნაპირზე მდებარე გორებზეა გაშლილი. ის იასამნების ნაკვეთის სიახლოვესაა მოწყობილი და უშუალოდ ემიჯნება როზარიუმის უკანა მხარეს.
პანთეონის სწორკუთხა მოხაზულობის, მომცრო ნაკვეთი შავად დაფერილი ლითონის დაბალი, ფიგურული ღობითაა მოზღუდული. სასაფლაოს რეგულარული გეგმარება აქვს, ის ურთიერთგადამკვეთი ბილიკებით ოთხ მცირე სექტორად არის დაყოფილი; საფლავები ორ მწკრივადაა განლაგებული. ზედა მწკრივში 6, ხოლო ქვედაში 5 საფლავია განთავსებული. დაბალი, მარადმწვანე დეკორატიული ბუჩქებით მოსაზაღვრული სამარხები სხვადასხვა სახეობის მცენარეებითაა გაფორმებული.
პანთეონში მდებარე 11 საფლავიდან მხოლოდ ერთი არ არის იდენტიფიცირებული. აქ დაკრძალულნი არიან: ”განჯელი ბრძენის” სახელით ცნობილი, დიდი პოეტი, მოაზროვნე და პედაგოგი მირზა შაფი ვაზეჰი (1794-1852), რომელსაც თბილისში ”სიბრძნის სკოლად” წოდებული, ლიტერატურულ-ფილოსოფიური წრე ჰქონდა გახსნილი. მისი საფლავი ზედა მწკრივის დასავლეთ კიდეშია განთავსებული. ამავე მხარის ქვედა მწკრივში ვაზეჰის მოწაფის, ცნობილი მწერლისა და განმანათლებლის, ფილოსოფოსისა და აზერბაიჯანული დრამატურგიის ფუძემდებლის, ახალი აზერბაიჯანული დამწერლობის შემქმნელის მირზა ფათალი ახუნდზადეს (ახუნდოვი, 1812-1878) საფლავია განლაგებული. ცნობილია, რომ ისლამის დოგმების კრიტიკის გამო, ტფილისის მუსლიმური თემის იმჟამინდელ სასულიერო წინამძღოლებს არ სურდათ ახუნდზადეს დაკრძალვა მუსლიმთა სასაფლაოზე. ეს მხოლოდ მისი მეგობრის, გავლენიანი ქართველი გენერლისა და პოეტის გრიგოლ ორბელიანის ძალისხმევით გამხდარა შესაძლებელი. მირზა ფათალი ახინდოვთან ერთად პანთეონში განისვენებენ მისი მეუღლე თუბუ ახუნდზადე, მათი ოჯახის წევრები და უახლოესი ნათესავები. სასაფლაოს ქვედა მწკრივის აღმოსავლეთ კიდეში აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი პრემიერ-მინისტრის ფათალი ხან ხოისკის (1875- 1920) და დემოკრატიული რესპუბლიკის მილი მეჯლისის (პარლამენტი) თავმჯდომარის მოადგილის, ცნობილი საზოგადო მოღვაწისა და პუბლიცისტის ჰასან ბეი აღაევის (1875- 1920) საფლავებია განთავსებული. ორივე მათგანი სომხური პოლიტიკური ორგანიზაციის დაშნაკცუტიუნის წევრებმა მოკლეს თბილისში.
ძველი საფლავის ქვები, რომლებზეც განმარტებითი წარწერები არაბული დამწერლობით არის შესრულებული, რამდენიმე საფლავს აქვს შერჩენილი. თანამედროვე მონუმენტებით შემკულია მხოლოდ განსაკუთრებულად მნიშვნელოვან მოღვაწეთა - მირზა შაფი ვაზეჰის, მირზა ფათალი ახუნდზადეს, ფათალი ხან ხოისკისა და ჰასან ბეი აღაევის საფლავები. მოღვაწეთა ფოტოდოკუმენტური სიზუსტით გამორჩეული, მსხვილ ფორმებად დამუშავებული, მონუმენტური ბიუსტები საფლავის ქვის თავში, მაღალ რუხ ბაზისებზე მდგომ, ღვინისფერი მარმარილოს ვერტიკალურ კვარცხლბეკებზეა აღმართული. ძეგლების ტიპის, მათი ზომების, მასალის, განმარტებითი წარწერების შრიფტის, ქანდაკებათა შესრულების სტილის იდენტურობა ცხადჰყოფს, რომ ყველა მათგანი ერთ ავტორს უნდა ეკუთვნოდეს და ხოისკის მონუმენტის ოფიციალური გახსნის თარიღით (1996) თუ ვიმსჯელებთ, 1990-იანი წლების შუა ხანებში უნდა იყოს შესრულებული. გამონაკლისია მირზა ფათალი ახუნდზადეს მონუმენტის ბიუსტი, რომელიც 1985 წელს ცნობილი ქართველი მოქანდაკის, კონსტანტინე მერაბიშვილის მიერაა შექმნილი და შესრულების მაღალი ოსტატობით გამოირჩევა (არქიტექტორი კ. ნახუცრიშვილი). დეტალურად დამუშავებული ფორმები, ახუნდზადეს საქმიანობაზე მიმანიშნებელი ნარატიული ელემენტები (დაფნის რტოები, თაღების მწკრივით გახსნილი ნაგებობის ფრაგმენტი, რომელიც მედრესეს მოგვაგონებს და ა. შ.) პორტრეტულ მსგავსებასთან ერთად, დიდი აზერბაიჯანელი დრამატურგისა და მოღვაწის განზოგადოებულ სახეს წარმოგვიდგენს. სტრუქტურულად და დეკორატიულად პანთეონი 1990-იან წლებში გაიმართა, თუმცა დღევანდელი სახე მან 2010-იან წლებში მიიღო, საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს ძალისხმევითა და ფინანსური მხარდაჭერით.
StatusName: ობიექტი სტატუსის გარეშე
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ბოტანიკურის ქ./1
Period: შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს.>>გვიანი შუა საუკუნეები _ მე-16-მე-18 სს.; ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: XVII საუკუნე; XX საუკუნის ბოლო; 2010-იანი წლები
InitialFunction: რელიგიური, რიტუალური>>სამაროვანი/პანთეონი/სასაფლაო;
CurrentFunction: რელიგიური, რიტუალური>>სამაროვანი/პანთეონი/სასაფლაო;
Classification: მემორიალური
Accuracy: სწორია
X: 44.80601233
Y: 41.6847932