CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3418
ObjectID: 3418
ID: 3418
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: შენობა ორსართულიანია და აგურითაა ნაშენი, მისი ძირითადი კორპუსი გეგმაში კუთხისებური ფორმისაა, რაც თავისთავად, მიუთითებს შიდა ეზოს არსებობაზე. გარე, ცენტრალური ფასადის არაერთგვაროვანი, სიმაღლისმიერი ზრდა, ცხადჰყოფს, რომ ნაგებობა აღმართის ლანდშაფტსაა მისადაგებული და მისი ცვლილების შესაბამისად იცვლება. პირველ სართულს კიდეებში ორი კარი, აქედან, ერთი ეზოში შესასვლელი დიდი, განიერი ღიობი, მეორე კი - სადარბაზოს კარი და მათ შორის განთავსებული, ოთხი ფანჯარა ანაწევრებს. ეზოში შესასვლელი ღიობის თავზე არსებულ არეში მცირე, კვადრატული ზომის ფანჯარაა განთავსებული. ანალოგიური პრინციპითაა დანაწევრებული მეორე სართულიც, თუმცა, აქ ძირითადად, მხოლოდ, სარკმლებია გადანაწილებული, მხოლოდ ერთი, შუა ღიობის გარდა, რომელიც აივანზე გამავალი კარია. ნაგებობის ცენტრალური ფასადის ზედაპირს, აგურის ფაქტურული მახასიათებლები და მათი წყობის სპეციფიკა განაპირობებს. სართულებშორის არეს კარნიზის ტიპის, შვერილი არშია მიუყვება, ანალოგიურია საკუთრივ შენობის კარნიზის ზოლი, რომლის ზედა მონაკვეთსაც პარაპეტი განასრულებს. მსგავსი ჰორიზონტალური დანაწევრების გარდა, შენობა ვერტიკალური, ზედაპირიდან ამოზიდული, პილასტრების ტიპის რიგებითაცაა დაყოფილი. ფანჯრებს შორის, ფასადის მთელ გაყოლებაზე რუსტიკისეული წყობისთვის ჩვეული, ერთრიგიანი დანაწევრება ჩნდება, აგურის ფენების არაერთგვაროვანი წყობის ხარჯზე მიღებული. ფანჯრების ზედა მონაკვეთებს კი, ასევე აგურის ვერტიკალური წყობით ამოყვანილი, ოდნავ, მორკალული არე შემოწერს, რასაც ფანჯრის ფორმაც იმეორებს. შიდა ეზოში შესასვლელ ღიობს, ზემოდან ხის, მასიური ძელებით შეკრული გადახურვა ფარავს, რომელიც ამჟამად, ძლიერაა დაზიანებული. საკუთრივ ეზო მცირე, მართკუთხა ფორმისაა. მეორე სართულზე შემორჩენილია თანადროული აივნის, ჭვირული, ორნამენტებიანი მოაჯირები და კარნიზის დეკორირებული არშია. პირველი სართული თითქმის, მთლიანად გვიანდელი გადაკეთებულია და ის ძირითადად, შემინული შუშაბანდის ტიპისაა. შენობას, ეზოს მხრიდან, აქვს გარედან მიდგმული ხის კიბე, რომელიც მეორე სართულზე ადის, თუმცა, ამასთან, გადის მეორე სართულის დონეზე არსებულ, მცირე ეზოშიც, რომლის გასწვრივაც, სახლის ეს ნაწილი მცირედით, კიდევ გრძელდება. მსგავს თავისებურებას ბუნებრივია, ნაგებობის ლანდშაფტზე მორგების საჭიროება განაპირობებს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4459
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: გრიშაშვილი იოსების ქ./63
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.82137193
Y: 41.68440716