CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3406
ObjectID: 3406
ID: 3406
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ნაგებობა გეგმარებაში ისრის ფორმისაა, რაც მისი განთავსების ადგილით განისაზღვრება. კუთხის სახლი მთავარ და ნახევრად დაფერდებულ ქუჩებს კრავს, რაც საბოლოოდ, ნაგებობის გეგმარებით თუ საფასადე გადაწყვეტის თავისებურებებს განაპირობებს. არსებული ქუჩის განაშენიანებაში ძეგლი ყველაზე მაღალი და თავისი მასშტაბითაც გამორჩეულია. აგურით ნაგები შენობა, სამი სრული და ერთი, ნახევრადსარდაფული სართულით, უკანა მხარეს კი, მცირე ეზოთი აშკარა დომინანტის როლს ასრულებს ქუჩის სტრუქტურაში. ნაგებობის სამი სართული ერთმანეთისაგან იმიჯნება ჰორიზონტალური სარტყლებით, რომლებიც საფეხურებიანი კარნიზის სახეს ატარებს. შენობას ორ თანაბარ ნაწილად ჰყოფს სადარბაზოში შემავალი ცენტრალური ღიობი, რომელსაც შემორჩენილი აქვს რკინით დამუშავებული, ძველი ხის კარი. სადარბაზოს თავზე კი, მეორე და მესამე სართულების სიმაღლეზე გამოსულია რკინის აივნები, რომლებიც ასევე გამყოფ ღერძს წარმოგვიდგენს. ასეთსავე აივნებს ვხვდებით ამავე სართულებზე ნაგებობის მარჯვენა და მარცხენა კიდეებში. ცენტრალურ ფასადზე სარკმლები ჰორიზონტალურ რიგებად ლაგდება, ხოლო მათი მორთულობა და დეკორი, ისევე როგორც, მთელი შენობის საერთო იერსახე სადაა. აგურის წყობაში გამოყვანილი დეკორაციული მოტივები მთელ ფასადზეა გადათამაშებული. პირველი სართულის სარკმლების რიგი არაა მოპირკეთებულ-გაფორმებული, ხოლო მეორე და მესამე სართულების სარკმლების გადაწყვეტა სხვაგვარია. მეორე სართულის სარკმლებს ასრულებს ბოლოებგადანაკეცი წარბი, შუა საუკუნეების ხელოვნების წანაბაძი, ხოლო ფანჯრებს ქვემოთ დამუშავებული მცირე სიბრტყეებია მოცემული. რაც შეეხება მესამე სართულს, აქაც სადა დამუშავებასთან გვაქვს საქმე და გვხვდება მხოლოდღა, სარკმლის თავზე წარმოდგენილი მცირე სოლისებრი შვერილი. საფასადე ნაწილის რკინის აივნები დეკორირებული მოაჯირებითაა წარმოდგენილი. რაც შეეხება ფასადის მეორე, ქუჩის ნაწილს, სადაც ნაგებობის სიმაღლე დაფერდების გამო ძალზე კლებულობს, აქ სარკმლების მეტად მცირე რიგია წარმოდგენილი. დაფერდებისდა მიხედვით, ასევე კლებულობს სართულების რაოდენობა. ცენტრალური ფასადის ორ, უკიდურეს მხარეს, მოცემულია ნახევრადსარდაფულ სართულზე ჩასასვლელი კიბეები. ამავდროულად, მთელ ფასადს ძირზე დაუყვება ამავე სართულის სასინათლო სარკმლები. ნაგებობის მარცხენა მხარეს მოცემულია ეზოში შესასვლელი ვრცელი "დერეფანი". ამავე ნაწილის ფასადი სრულებით სადაა და მასში მხოლოდ რამდენიმე ფანჯარაა გაჭრილი. მცირე ზომის შიდა ეზოში შემორჩენილია აივნებისა და შუშაბანდების სტრუქტურა, რომელთაგან ეს უკანასკნელი გალესილი სახით წარმოგვიდგება, ხოლო აივნები, თავისი მოაჯირებითა და კარნიზებით, გაფორმებულია დეკორაციული ელემენტებით. შენობის ეზოშივე შემორჩენილია ძველი ქვის კიბე, თავისი რკინის მოაჯირებით. შენობა გადამხურავ მასალად გამოყენებულია თუნუქი.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4656
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: მესხიშვილი ლადოს ქ./41.ერევნის ქ./1
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.81396628
Y: 41.69658661