ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3397
ObjectID: 3397
ID: 3397
Name: გრიგორიანული ეკლესია
FullName: გრიგორიანული ეკლესია
ComplexName:
Description: ეგნატე იოსელიანის გადმოცემით თავდაპირველი ეკლესია აშენდა 1790 წელს ავლაბრის მრევლისაგან შეგროვებული ფულით. 1883 წელს მცირე ნაგებობა დიდი ეკლესიით შეიცვალა. დარბაზული ეკლესია დგას ქუჩის პერიმეტრზე. ვრცელი დარბაზი გადახურული იყო ხის კამარით რომელზეც მოწყობილი იყო ორქანობიანი თუნუქის სახურავი. სიგრძივ ღერძზე სახურავი ოდნავ აწეული ჰქონდა, ერთგვარი მანსარდის ტიპის სხვენით. ამჟამად ხის გადახურვა მთლიანად ჩამოქცეულია. აღმოსავლეთის და დასავლეთის ფასადები უფრონტონოა და მთელი შენობა უფრო საერო ნაგებობას მოგვაგონებს. ეკლესიის შიდა სივრცე საკმაოდ დიდია. აღმოსავლეთიდან აქვს ნახევარწრიული აბსიდა, რომლის გვერდებზე თითო ორსართულიანი პასტოფორიუმია მოწყობილი. დარბაზი სხვა მხრივ არაფრით არის გამორჩეული. ეკლესიაში შესასვლელი 3 მხრიდან იყო მოწყობილი (აღმოსავლეთის გარდა), რომელთა გვერდებზე თითო თაღოვანი სარკმელია გაჭრილი (დასავლეთის სარკმელი მცირე ზომისაა). შესასვლელები საკმაოდ ფართოა და მაღალი. ასევე დიდი ზომისაა სარკმლებიც. ფასადები მკაცრად სიმეტრიულია. მორთულია აგურის წყობით გამოყვანილი წრიული სარკმლებით (აღმოსავლეთი ფასადი) და ასევე ფსევდოკლასიცისტური სარკმლებითა და აგურის კედლის წყობაში ჩაძირული თაღედებით (სამხრ. და ჩრდ. ფასადები). კარ-სარკმელთა მოჩარჩოება XIX ს. არქიტექტურისთვის არის დამახასიათებელი: მონაცრისფრო ქვაში გამოთლილი ჩარჩო, თარაზული ზედანით და გლუვი თაღოვანი ლილვებით, რომელიც შემინულ ტიმპანს შემოფარგლავენ. აღმოსავლეთის მხრიდან ეკლესიაზე ამჟამად მიშენებულია გრძელი სათავსი (თვით ეკლესია სამკერვალო ფაბრიკად იყო გადაკეთებული), რომელიც ფარავს აღმოსავლეთ სარკმლებს. მინაშენის ზემოთ შეინიშნება სარკმლის თაღის საწყისი. საწყობი იყო მიშენებული დასავლეთ ფასადზეც.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4034
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: გელათის ქ./13.იორის ქ./30
Period: შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს.>>გვიანი შუა საუკუნეები _ მე-16-მე-18 სს.
ExactDate: მე-18 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: რელიგიური, რიტუალური;
CurrentFunction: რელიგიური, რიტუალური;საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.81205759
Y: 41.69359265