CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3393
ObjectID: 3393
ID: 3393
Name: წმ. მარინეს . ეკლესია
FullName: წმ. მარინეს . ეკლესია
ComplexName:
Description: წმ. მარინეს ეკლესია ავლაბარში, დუშეთის ქუჩა #12-ში მდებარეობს. ეკლესია დგას შიდა კვარტალურ განაშენიანებაში და მოქცეულია საცხოვრებელ სახლებს შორის. ეგნატე იოსელიანის გადმოცემით წმ. მარინეს თავდაპირველი ეკლესია აუშენებიათ ბერძენ ბერებს. 1821 წელს კი, ეგზარქოს იონას ეკლესიის სახელი გადაურქმევია მირქმის სახელობაზე. 1849 წელს ეგზარქოს ისიდორეს დროს ეკლესია ხელახლა უკურთხებიათ წმ. მარინეს სახელზე. 1856 წელს კი ძველი ნაგებობის ნაცვლად დეკანოზ პლატონ ელიევს (ელიაშვილს) ახალი ეკლესია აუგია. (ეს ირკვევა ეკლესიის სამხრეთი შესასვლელის არქიტრავზე მოთავსებული რუსული და ქართული წარწერიდან). გაუქმებულ ეკლესიაში საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ფოტოლაბორატორია იყო მოწყობილი. 1990-იანი წლების ბოლოს კი, ჩატარდა ეკლესიის სარესტავრაციო და საადაპტაციო სამუშაო. ეკლესიის სამშენებლო მასალად გამოყენებულია ქართული აგური. ეკლესიის შეკეთების დროს აგურის დაზიანებული კედლები გაილესა და ნალესობაზე გამოისახა აგურის წყობის იმიტაცია. რესტავრაციის შედეგად ტაძრის გეგმარებამაც განიცადა ცვლილება. იგი თავდაპირველად გეგმით წაგრძელებულ სწორკუთედს წარმოადგენდა, აღმოსავლეთით ბრტყელი საკურთხევლით. ამჟამად საკურთხეველს ნახევარწრიული აბსიდის ფორმა აქვს, თუმცა ის გეგმის სწორკუთხა ფორმაშია ჩაწერილი. აბსიდა მოიხატა ფერმწერ-რესტავრატორ ამირან გოგლიძის ხელმძღვანელობით. ეკლესიის დარბაზის კამარა 4 წყვილ პილასტრს ეყრდნობა. ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებზე პილასტრებს შორის სარკმლებია გაჭრილი. ერთი სარკმელი მოთავსებულია აღმოსავლეთით. ეკლესიას შესასვლელი სამხრეთი და ჩრდილოეთი მხრიდან აქვს. ერთი კარია გაჭრილია ასევე დასავლეთით, საიდანაც ორსართულიანი კარიბჭე-სამრეკლოა მიდგმული. სამრეკლოს ზედა სართულზე მოთავსებულია საკმაოდ დიდი ზომის თაღოვანი ღიობები. რაც შეეხება ფასადებს. აქ დეკორი აგურითაა შესრულებული. ფასადები პილასტრებითაა დანაწევრებული. ღიობების გარშემო შეისრული ფორმის თაღებია წარმოდგენილი. ყველა ფასადზე გამოსახულია აგურის წყობაში ჩაძირული საფეხუროვანი ჯვრები.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4274
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: დუშეთის ქ./12
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: 1856 წელი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: რელიგიური, რიტუალური;
CurrentFunction: რელიგიური, რიტუალური>>საეკლესიო ნაგებობა;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.81342123
Y: 41.69364646