ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3386
ObjectID: 3386
ID: 3386
Name: ეკლესია "შამქარეცი"
FullName: ეკლესია "შამქარეცი"
Description: ეკლესია დანგრეულია. შემორჩენილია მხოლოდ აღმოსავლეთ ფასადი, სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლების ნაწილი, ასევე ნაწილობრივ საკურთხეველი და მისი გადახურვა. ღმრთისმშობლის სახელობის გრიგორიანული ეკლესია (შამქორეცი) ავლაბარში, ფერიცვალების ქუჩა #21-ში მდებარეობს. საარქვივო მასალით და ჩანაწერებით ირკვევა, რომ თბილისში შამქორიდან ჩამოსახლებული სომხებს ამ ადგილას 1775 წელს უგუმბათო ხის მცირე ეკლესია აუშენებიათ, შემდგომ კი 1840-იან წლებში ტაძარი გადაუკეთებიათ. ეკლესია კვლავ გადაკეთებულა 1881 წელს. საბჭოთა პერიოდში ეკლესია დაიხურა. ამ დროს აქ სხვადასხვა დანიშნულების ორგანიზაცია იყო განთავსებული. 1989 წელს სპიტაკის მიწისძვრის დროს ჩამოინგრა ეკლესიის გუმბათი. ეკლესია ამაჟამადაც დანგრეულია. მისგან შემორჩენილია მხოლოდ აღმოსავლეთი ფასადი და სამხრეთი და ჩრდილოეთი კედლების ნაწილი. ასევე ნაწილობრივ არის შემორჩენილი საკურთხევლის კონქი. ეკლესია საკმაოდ დიდი ზომისაა. სამშენებლო მასალად გამოყენებულია აგური, ხოლო კარ-სარკმელთა მოჩარჩოებისათვის - თლილი ქვა. გეგმით ტაძარი სწორკუთხა ფორმისაა და დასრულებულია ნახევარწრიული ფორმის აფსიდით. ეკლესიაში დღემდე შემორჩენილია საკურთხევლისა და ბემის ნაწილი ქვის კაპიტელიანი პილასტრებით. ფასადები მდიდრულად არის მორთული. მორთულობის ძირითადი ელემენტები აგურითვეა გამოყვანილი და შექმნილია კედლების სიბრტყეში ჩაძირული აგურის წყობის გეომეტრიული ფორმები. ფასადებს მთელს სიმაღლეზე აუყვება თაროკაპიტელებიან პილასტრებზე გადაყვანილი თაღედი. თაღებში აგურითვე გამოყვანილი, საფეხურებზე შემომდგარი ჯვრის გამოსახულებებია. კაპიტელების დონეზე ლუნეტებია დატანილი, ქვედა რეგისტრში კი თლილი ქვით მოჩარჩოებული შეისრული ფორმის სარკმლები. კარები თარაზულია შეისრულ ტმპანებში ჩასმული და სარკმლების მსგავსად ქვის მოჩარჩოება აქვთ. ფასადები შეკრულია საფეხუროვანი ლავგარდანის სისტემით რომელიც ფრიზივით შემოუყვება ნაგებობის მთელ პერიმეტრს. ლავგარდანის სიბრტყე შევსებულია აგურის წყობის გეომეტრიული ფორმებით და მცირე ლუნეტებით. მორთულია ფრონტონებიც, აგურის წყობაში ჩაძირული ჯვრებით და მცირე ფრონტონების ფორმის სანდრიკებიანი სარკმლებით. მდიდრულად იყო მორთული ამჟამად ჩამონგრეული გუმბათიც - ლეკალო აგურის თაღედებიანი სარკმლებით, ლილვებით და მათ შორის ფიგურული რელიეფებით. ეკლესიაზე, ღიობებთან ჯერ კიდევ შემორჩენილია სომხური წარწრები. შემორჩენილი ეკლესიის კედლებიც დაზიანებულია. მასზე გამჭოლი ბზარებია განვითარებული. ყველაზე დიდი ბზარი აღმოსავლეთ ფასადზეა განვითრებული. ბზარი მთელს სიგრძეზე აუყვება ფასადის ცენტრალურ ნაწილს, რომელიც ზედა ნაწილში, ფრონტონთან უფრო ფართოვდება. სავალალო მდგომარეობაა ასევე საკურთხევლის ნაწილში, ინტერიერში. საკურთხევლის თაღებიც დეფორმირებულია და დაბზარულია. კონქი მთელს სიგრძეზეა გახსნილი. დაბზარულია სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლები. ბზარები ძირითადად განვითარებულია ღიობებთან. ინტერიერი ნანგრევებითაა სავსე. დასავლეთ ფასადი მთლიანად ჩამონგრეულია. ეკლესიის მდგომარეობიდან გამომდინარე მასზე განვითარებულია ბიოლოგიური საფარი, რაც ასევე დამაზიანებლად მოქმედებს მის არქიტექტურულ მდგრადობაზე.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4982
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ფერისცვალების ქ./21
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: 1845
InitialFunction: რელიგიური, რიტუალური>>საეკლესიო ნაგებობა;
CurrentFunction: რელიგიური, რიტუალური>>საეკლესიო ნაგებობა;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.81463545
Y: 41.69110263