ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3382
ObjectID: 3382
ID: 3382
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ე. წ. ქართული აგურით ნაგები ორსართულიანი სახლი გემაში რუსულ “პ” იმეორებს, სამი მხრიდან შემოწერს კვადრატული ფორმის ეზოს და ორი ვიწრო ნახევარფასადით სულთიშნის ქუჩაზე გადის. ფასადებს შორის არე ეზოს შემომსაზღვრელ აგურის გალავანს უკავია, რომლის თავზეც ხის ღია აივანი გამოდის. სახლის ფასადები იდენტურად არის გადაწყვეტილი. პირველი სართულის მონაკვეთები შელესილი და ვარდისფრად დაფერილია. გლუვ კედლებს სამ-სამი ვიწრო და მაღალი სწორკუთხა ფანჯრის ღიობები ანაწევრებს, ძველი ფოტოზე ვხედავთ, რომ ღიობებს თავდაპირველად თაღოვანი მოხაზულობა ჰქონდა და თაღოვანივე თავსართი შემოუყვებოდა. ფასადის მეორე სართულის მონაკვეთები შეულესავი აგურისაა. უნდა აღინიშნოს, რომ ორივე ფასადის ეს ნაწილი გარემონტებულია და კედლის თავდაპირველი წყობა მოგვიანებით არის შეცვლილი, თუმცა სამშენებლო მასალად კვლავ ძველი აგური გამოუყენებიათ. საფასადე კედლებს სამ-სამი სწორკუთხა ფანჯარა ანაწევრებს (უწინ მათაც თაღოვანი ფორმა ჰქონდათ). შუა ღიობის წინ ლითონის თითო აივანია გადმოკიდებული, რომელიც ასევე გვიანმდელი უნდა იყოს. ფასადებს პროფილირებული კარნიზი და ცალფერდა გადახურვა არულებს. ამ უკანსაკნელის ქვეშ სხვენია მოწყობილი. აგურის გალავანში ორი ხის ყრუდ შეფიცრული კარია გაჭრილი. აქედან მარცხენას სახლის ეზოში შევყევართ. სახლის ეზოს მხარეს მიმართული მონაკვეთი შემდეგ სახეს ატარებს: პირველი სართულის მონაკვეთი შელესილია და თეთრად არის დაფერილი. კედლები სწორკუთხა კარ-ფანჯრის რიგით ნაწევრდება. სახლის მარჯვენა ფრთის პირველ სართულზე კარის თაღოვანი ღიობებია განთავსებული. ხის ცისფრად დაფერილი კარი მხატვრულად არის დამუშავებული და სახლის თანადროული უნდა იყოს. პირველი სართულის წინ მიწაზე დაყრდნობილი ყრუდ შეფიცრული აივანია მოწყობილი. სახლის მეორე სართულს ჭვირული დეკორატიული ელემნტებით შემკული ხის ღია აივანი შემოუყვება, აივნის ჭვირულს სვეტების “ფარდების” და არქიტრავის მოხარატება ეპასუხება. აივნისაკენ ხის კიბე მიმეართება, რომელი მოაჯირიც რიკულებით არის შემკული. სახლის კომპაქტური სივრცულ-გეგმარებითი სტრუქტურა ურბანული ღირებულების მატარებელია. სახლის მხატვრულ ღირებულებას კარგი ოსტატობით შესრულებული ხის არქიტექტურული ელემნტები განსაზღვრავს,
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3743
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: სულთნიშნის შეს./13
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.8048693
Y: 41.69486009