{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3373?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3373?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3373?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3373",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3373,
    "ID" : 3373,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "ძეგლი გეგმარებით მართკუთხა ფორმისაა, მისი სართულების რაოდენობა კი ორით განისაზღვრება. ნაგებია ძველი აგურით. შენობას აქვს გრძელი და ძალზე, ვიწრო შიდა ეზო, რომელიც პრინციპში, ეზოს ფუნქციას ვერ ითავსებს და მხოლოდ, დერეფნის სახით წარმოგვიდგება. მისი მეშვეობით, შესაძლებელი ხდება პირველი სართულის სხვადასხვა საცხოვრებელ ნაწილში შესვლა. საფასადო ნაწილში ძეგლს მიშენებული აქვს სულ რამდენიმე წლის, ვრცელი აივანი. ის წითელი აგურითაა ამოყვანილი, რაც გარკვეულწილად, ფასადის კომპოზიციასაც და ნაგებობის საერთო სახესაც არღვევს. მინაშენმა ცენტრალურ ნაწილს დაუკარგა ის მხატვრული ღირებულება, რომელსაც ფასადზე არსებული დეკორაციული ელემენტები ქმნიდა.                                                                                   ნაგებობის მთავარ ნაწილს, მხატვრული და დეკორაციული თვალსაზრისით, ისევ მთავარი ფასადი წარმოადგენს. მიუხედავად ამ უხეში ჩარევისა, პირველი სართულის დონეზე შემორჩენილია სარკმლების რიგი, რომლებიც მოლესილი ზედაპირის ნაწილში ამოზრდილი დეკორაციული ელემენტებითაა გაფორმებული. პირველი სართულის დონეზე არსებული ორი შესასვლელიდან ერთით უშუალოდ, ვიწრო შიდა ეზოს ვუკავშირდებით, ხოლო, მეორეთი ძეგლის ერთ ნაწილში შეასასვლელია მოწყობილი. პირველი სართულის სიმაღლეზე შემორჩენილი სარკმლების ერთი ნაწილი თავსართებითაა გაფორმებული, ხოლო მეორე, მარჯვენა ნაწილი სრულებით სადა მდგომარეობაში გვხვდება. ეზოში შესასვლელი კარის თავზე წარმოდგენილია მასიური თავსართი, რომელიც სხვადასხვა მოტივითაა გაფორმებული. ფანჯარათა მოყვანილობა და ფორმები მართკუთხაა, მათ თავზე კი სხვადასხვა სახის თავსართია მოჭრილი. გვხვდება, როგორც ფრონტონალური დაბოლოების, ისე თარო და პროფილირებული სახის თავსართი ელემენტები. ფანჯრებს შემორჩენილი აქვს ძველი, რკინის გისოსები. ამას გარდა, ეზოში შემავალი კარის მეორე ნაწილში არსებული სარკმლების ქვეშ მოცემულია მცირე ღიობები, რომლებიც საფიქრებელია, სასინათლო უნდა იყოს სარდაფისათვის. მიშენებული აივნის უკან ძველი თაღებისა და სხვა დეკორაციული ელემენტების კვალი გაირჩევა. შიდა ეზოში შემორჩენილია ძველი ხის აივნებისა და შუშაბანდების სტრუქტურა, თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მათი ღირებულება მხატვრული თვალსაზრისით დიდი არაა. ეზოს ერთგვარად, შემორჩენული აქვს ავთენტურობა და იმ სახის გადაკეთებებსაც არ ვხვდებით, როგორიც აივნის სახით, საფასადო ნაწილში წარმოგვიდგება. შემორჩენილი აივნებისა და შუშაბანდების რიგიდან, რამდენიმეს დეკორაციული ელემენტები აქვს შემორჩენილი. ნაგებობის გადამხურავ ნაწილად მოცემულია კარნიზი, ხოლო, მთლიანი კორპუსი გადახურულია თუნუქით. ძეგლზე ვხვდებით 1 – 1,5 მეტრის სიმაღლის სარდაფს, რომლის სრულად ნახვა ვერ მოხერხდა.",
    "StatusName" : "ობიექტი სტატუსის გარეშე",
    "RegistryN" : "",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "დუშეთის ქ./4",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის შუახანი",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "CurrentFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.812532849999997,
    "Y" : 41.693624470000003
  }
}