{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3364?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3364?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3364?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3364",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3364,
    "ID" : 3364,
    "Name" : "მეტეხის ტაძარი",
    "FullName" : "მეტეხის ეკლესია",
    "Description" : "მეიდნისა და აბანოთუბნის პირდაპირ, მტკვრის მარცხენა ნაპირზე აღმართული მეტეხის კლდე და მის კონცხზე მდგარი წმ. ღმრთისმშობლის ეკლესია ძველი თბილისის სილუეტის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ეკლესია მეტეხის კლდეზე, როგორც ჩანს, უკვე ადრეულ შუა საუკუნეებში აშენდა. გადმოცემა მის აგებას მეფე ვახტანგ გორგასალს უკავშირებს. 1226 წელს ხვარაზმელთა მიერ თბილისის დარბევისა და 1235 წელს ქალაქის ციხისთავის მიერ ისნის გადაწვის შედეგად ეკლესია განადგურდა. 1278-1289 წლებს შორის ის ხელახლა ააგო მეფე დემეტრე II თავდადებულმა და აქ მონასტერიც დააარსა. 1660-იან წლებში ეკლესია მეხის დაცემისგან დაზიანდა. მეფე ვახტანგ V-მ (შაჰნავაზმა) შენობა შეაკეთა და დენთის საწყობად აქცია. 1690-იან წლებში მეფე ერეკლე I-მა (ნაზარალიხანმა) მეტეხის ციხესთან ერთად ეკლესიის შენობა გადასცა სპარსელებს, რომლებიც მას კვლავინდებურად დენთის საწყობად იყენებდნენ. სპარსელების თბილისიდან განდევნის შემდეგ 1748-1753 წლებს შორის მეტეხის ეკლესია მეფე ერეკლე II-მ აღადგინა. 1795 წელს ის კვლავ დაზიანდა აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის დროს. 1798-1800 წლებში ეკლესია შეაკეთა მეფე გიორგი XII-მ. უკანასკნელი დიდი რემონტი მას 1845 წელს ჩაუტარდა. საბჭოთა ხელისუფლების წლებში ეკლესიის შენობა გამოიყენებოდა კლუბად, მუზეუმის საცავად, ბოლოს თეატრად. 1988 წლიდან ეკლესიაში განახლდა ღმრთისმსახურება. 2010-2014 წლებში ჩატარდა სარესტავრაციო სამუშაოები. \r\nმეტეხის ეკლესია `ჩახაზული ჯვრის~ ტიპის გუმბათოვანი ნაგებობაა. დემეტრე თავდადებულმა ის ადრინდელი ნაგებობის ნაშთზე ააგო, რამაც განაპირობა შენობის არქიტექტურის ზოგიერთი თავისებურება, უჩვეულო XIII ს-ისათვის, კერძოდ ოთხი გუმბათქვეშა ბურჯი და სამი ნახევარწრიულად შვერილი აფსიდი აღმოსავლეთ ფასადზე. საკურთხევლის აფსიდის ორ მხარეს სამკვეთლო და სადიაკვნეა. მათ ზემოთ, მეორე სართულის დონეზე მოწყობილია იმავე ზომის სათავსები. საეკლესიო ტრადიცით სადიაკვნეში არის წმ. შუშანიკის საფლავი (გადმოასვენა დაბა ცურტავიდან ქართლის კათალიკოსმა კირიონმა VII ს-ის დასაწყისში). \r\nმთავარი შესასვლელი ეკლესიას ჩრდილოეთიდან აქვს. მასზე მიშენებულია თაღოვანი კარიბჭე. მეორე, უფრო მცირე კარი გაჭრილია დასავლეთ კედელში. მისკენ კლდეში გამოკვეთილი კიბით ავდივართ. დემეტრესდროინდელი ნაგებობისაგან შემორჩენილია ეკლესიის აღმოსავლეთი, დასავლეთი და ჩრდილოეთი კედლების დიდი ნაწილი და სამხრეთი კედლის ძირი, აგრეთვე ჩრდილოეთი კარიბჭის დიდი ნაწილი. ეს კედლები მოპირკეთებულია ქვიშაქვის თლილი კვადრებით, რომლებიც ბევრგან გამოქარულია. სამხრეთის კედლის დიდი ნაწილი 1748-1753 წლებშია განახლებული აგურით. \r\nშემკულობა შემოინახა აღმოსავლეთ ფასადზე, რომლის გაფორმებაც სამთავისის ცნობილი კომპოზიციით არის შთაგონებული. შუა აფსიდზე სამი სარკმელია, რომლებსაც მოჩუქურთმებული საპირეები შემოწერს. ცენტრალური სარკმლის ზემოთ ასევე მოჩუქურთმებული ჯვარია, ქვემოთ _ კუთხით დაყენებული და ორნამენტით დაფარული ორი კვადრატი. სხვა ფასადებზე დეკორატიული შემკულობა თითქმის არ არის. კამარები, გუმბათქვეშა ბურჯები და თვით გუმბათი აგურით არის აღდგენილი 1748-1753 წლებში. ბურჯები გეგმაში ირეგულარული ჯვრისებრი მოყვანილობისაა. გუმბათქვეშა კვადრატისაკენ მათ ნახევარწრიული გეგმის შვერილები აქვს, სხვა ორ მხარეს _ მართკუთხა. გადასვლა გუმბათის წრეზე ხორციელდება აფრების მეშვეობით. გარედან გუმბათის ყელი 12-წახნაგაა. წახნაგებში გაკეთებულია თაღოვანი შეღრმავებები, რომლებზეც გარედან დადებულია მსუბუქ ნახევარსვეტებზე გადაყვანილი დეკორატიული თაღები. ეს ნახევარსვეტებიც და თაღებიც ლეკალური აგურით არის გამოყვანილი. ძირითად კორპუსსაც და გუმბათის ყელსაც აგვირგვინებს აგურის ხერხულა კარნიზი. ეკლესიას აქვს სხვადასხვა ზომისა და ფორმის სარკმლები, რომლებიც სხვადასხვა დროსაა გაკეთებული. საკუთხევლის აფსიდისა და სამკვეთლოს სარკმლები ძალიან ვიწროა, სადიაკვნესი _ უფრო ფართო, მეორე სართულის სათავსებისა _ ძალიან დიდი. ასევე დიდია სამი სარკმელი სამხრეთ მკლავში და ერთი - სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხის მონაკვეთში. დასავლეთ კედელში ერთი ვიწრო სარკმელია, ჩრდილოეთისაში _ სამი.  გუმბათის ყელს 12 ძალიან ვიწრო და მაღალი სარკმელი ანათებს.",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4657",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "მეტეხის აღმ./1",
    "Period" : "შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს.\u003e\u003eგანვითარებული შუა საუკუნეები _ მე-10-მე-15 სს.",
    "ExactDate" : "მე-13 საუკუნის დასასრული",
    "InitialFunction" : "რელიგიური, რიტუალური\u003e\u003eსაეკლესიო ნაგებობა\u003e\u003eგუმბათიანი  ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები;",
    "CurrentFunction" : "რელიგიური, რიტუალური\u003e\u003eსაეკლესიო ნაგებობა\u003e\u003eგუმბათიანი  ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.81124801,
    "Y" : 41.690142489999999
  }
}