{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3362?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3362?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3362?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3362",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3362,
    "ID" : 3362,
    "Name" : "ეკლესია \"ეჩმიაძინი\"",
    "FullName" : "ეკლესია \"ეჩმიაძინი\" (გრიგორიანული ეკლესია)",
    "Description" : "1806-1808 წწ-ში ისანში დასახლებულმა ეჩმიაძინიდან ლტოლვილმა სომხებმა აქ პატარა დარბაზული ეკლესია ააშენეს. აქედან წამოვიდა მისი სახელწოდება. 1846 წ. ის გაფართოვდა და \"ჩახაზული ჯვრის\" ტიპის გუმბათიან ეკლესიად გადაკეთდა. მიძღვნილია წმ. გიორგისადმი (სურბ გევორქი). \r\nშენობა აგურისაა. ის ძირითადად იმეორებს შუა საუკუნეების ქართული და სომხური ეკლესიების სტრუქტურას, თუმცა ფასადთა გაფორმებაში და ინტერიერის ცალკეული ფორმების დამუშავებაში ჩანს კლასიციზმის გავლენაც. გუმბათი ეყრდნობა ოთხ მრგვალ ბურჯს, რომლებიც მსხვილი კანელიურებით არის დაღარული. საკურთხევლის ორსავ მხარეს დამატებითი სათავსებია, რომელთა თავზეც, მეორე სართულის დონეზე, სამალავებია მოწყობილი. გუმბათქვეშა თაღები შეისრულია. გადასვლა გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის წრეზე ხორციელდება აფრებით, რომლებშიც დეკორატიული ტრომპებია ჩაწერილი. ეკლესიას სამი შესასვლელი აქვს - დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან. შიგნით შენობა მთლიანად შელესილია. მოხატულობა გუმბათის ნახევარსფეროში (მამაღმერთი ანგელოზებით) და აფრებში (მახარებლები) შესრულებულია 1846 წ. დანარჩენ  შელესილობაზე დახატულია ქვის წყობის იმიტაცია. \r\nგარედან ტაძარი სადაა. გრძივი ფასადები ბრტყელი პილასტრებით არის დანაწევრებული. აღმოსავლეთ ფასადს აფორმებს ორი ნახევრაწრიული გეგმის ნიშა. ოთხსავე ფრონტონზე აგურის წყობაში ჩაღრმავებული ჯვრებია გამოყვანილი. \r\n2010-2012 წლებში ეკლესიის შენობას ჩაუტარდა მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის დროსაც გუმბათის ყელი გარედან შელესეს და ღია ფერად შეღებეს.",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "3795",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "არმაზის ქ./3",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნე",
    "InitialFunction" : "რელიგიური, რიტუალური\u003e\u003eსაეკლესიო ნაგებობა\u003e\u003eგუმბათიანი  ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები\u003e\u003eჩახაზული ჯვრის ტიპი;",
    "CurrentFunction" : "რელიგიური, რიტუალური\u003e\u003eსაეკლესიო ნაგებობა\u003e\u003eგუმბათიანი  ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები\u003e\u003eჩახაზული ჯვრის ტიპი;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.813719579999997,
    "Y" : 41.692566020000001
  }
}