CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3359
ObjectID: 3359
ID: 3359
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ნაგებობა გეგმარებაში მართკუთხა ფორმისაა და ორი სართულისაგან შედგება. წაგრძელებული მართკუთხა ფორმის ნაგებობა აგურითაა ნაგები და მთლიანად გალესილია. როგორც ჩანს, ძეგლი ახალი გარემონტებულია, რაც აისახა კიდეც, მისი ფასადის გადაწყვეტაზე. რემონტ-შეკეთების შემდგომ, ხის ვრცელი აივანი შეიცვალა მცირე, რკინის, დეკორირებული აივნით. ამას გარდა, ცვლილებათა შორის, უთუოდ, სახსენებელი და საგულისხმოა, რომ ნაგებობას დაემატა ახალი, მესამე მანსარდული ნაწილი, რომელიც გარედან ხის ფასადის სახითაა მოცემული. ფასადზე, რომელიც ცენტრალური ქუჩის მხრიდან იშლება, ღიობები ორ რიგადაა დაწყობილი. სართულებს შორის კი მოცემულია მცირე ზომის, ვიწრო სარტყელი, რომელიც ბოლომდე გაუყვება შენობის საფასადო ნაწილს. ცალკეული ღიობი ინდივიდუალური საპირე-მოჩარჩოების მატარებელია. პირველი სართულის ფანჯარათა გადამხურავი არე ნახევარწრიული ფორმისაა, თან ერთვის სარკმლის პროფილირებული, მართკუთხა სათაური. მეორე სართულის დონეზე სარკმლები ერთმანეთზეა გადაბმული, ერთი მხრივ, კარნიზის საშუალებით, რომელსაც სარკმლის ბოლოები უერთდება, ხოლო, მეორე მხრივ, სარკმელთა ნახევარწრიული დაბოლოების ჰორიზონტალის სიმაღლეზე. გადაბმა წყდება საფასადო კომპოზიციის ცენტრალურ ნაწილზე, სადაც მთავარ გამყოფ კარსა და მეორე სართულის აივანს ვხვდებით. ნაგებობა კუთხის შენობას წარმოადგენს და მისი მეორე მხარე მოედანზე გამოდის, სადაც სამი სართულის დონეზე მოცემულია აივნები და ჭვირული ელემენტებით დაფარული შუშაბანდები. შენობის ეს ნაწილიც ნარემოტები და განახლებულია, უხვადაა შემოსული მინის მასალა. მთელი ფასადი გაფორმებულია ორნამენტებითა და ჭვირული მოტივებით. ამას გარდა, გვხვდება ძეგლის უკანა ნაწილის აივნები და ღიობები, რომლებიც ასევე, გაფორმებულია მართკუთხა ფორმის საპირე-მოჩარჩოებით. აივნების ზომაცა და მასალაც ცენტრალურ ფასადზე არსებულის მსგავსია, აქ მცირე რკინის აივანია წარმოდგენილი. მოედნის მხრიდანაა მოწყობილი ნაგებობის ცენტრალური, მასიური, შესასვლელი. ძეგლის გადამხურავ მასალად გამოყენებულია თუნუქი. ამას გარდა, ძეგლის ერთიან კორპუსს თან ახლავს თანადროული, ვრცელი მინაშენი, ამჟამადაც და ალბათ თავის დროზეც, ისინი ერთიანი შენობის ნაწილი უნდა ყოფილიყო. რემონტის შემდგომ კი არ ეგების მათი განცალკევება. მინაშენის ფასადი მთავარი ნაგებობის ფასადის სტილშია გადაწყვეტილი და აგრძელებს კიდეც, მას. თუმცა, მინაშენს შესასვლელი სხვა მხრიდან აქვს მოწყობილი, რომლითაც ნაგებობის შიდა ეზოს ვუკავშირდებით. შიდა ეზოს მდგომარეობა განსხვავებულია. ამ ნაწილში ყველაფერი ძველი სახითაა შემორჩენილი. რემონტის ნაწილი შიდა ეზოს არ შეხებია და შემორჩენილია ძველი შუშაბანდები, რომლებიც ნაწილობრივ, გაფორმებულია დეკორაციული ელემენტებით. შიდა ეზოს სტრუქტურაც არაა იერცვლილი და მისი ზომა და მასშტაბი შენარჩუნებულია.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4978
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ჩეხოვის შეს./1
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის შუახანი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.81280168
Y: 41.69082421