{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3356?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3356?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3356?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3356",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3356,
    "ID" : 3356,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "ნაგებობა გეგმარებაში ინგლისური \"ლ\" – ის ფორმისაა და მისი სიმაღლე ორი სართულისაგან შედგება. ძეგლი კუთხის სახლადაა განთავსებული და უკანა მხარეს მთელ სიგრძეზე ვრცელი შიდა ეზო აქვს გამოყვანილი. გვერდითი ფასადის მხრიდან კი შენობას ერთი პატარა სართული ემატება, რომელიც აღარსად გრძელდება და მხოლოდღა ამ ნაწილშია წარმოდგენილი. ნაგებობის სამშენებლო მასალად გამოყენებულია ძველი აგური, გადახურულია თუნუქით. შენობის პირველი სართული თითქმის, ნახევრად სარდაფულია. ამავე სართულის დონეზე შემორჩენილია რამდენიმე დეკორაციული დეტალი, რომელთაგან აღსანიშნავია, მართკუთხა სიბრტყეები, ამავე ფორმის ჩანაკვეთებით, თუმცა, უნდა ითქვას, რომ შენობის ეს ნაწილები მეორე სართულის სარკმლების ქვედა ნაწილებს ეკუთვნის. პირველი სართულის ნახევრადსარდაფში კიბის უჯრედით რამდენიმე ჩასასველელია. რაც შეეხება მეორე სართულს, აქ მხატვრულ-დეკორაციული თვალსაზრისით, გაცილებით მაღალი დონეა. თუმცა, დაზიანებულია შენობის შუა წელი და ჩამოცვენილია ნალესობა, დარჩენილია მხოლოდღა აგურის წყობა. თუმცა მაინც, გვერდით ნაწილებში შემორჩენილია ნალესობაში გამოყვანილი დეკორაციული ელემენტები. ნაგებობის ამავე ფასადზე, რომელიც მთავარი ქუჩის მხრიდან გვხვდება, მოცემულია საფასადო კომპოზიციის მრავალი დეტალი. შემორჩენილია საერთო სახე, რომელშიც მხატვრულად გაფორმებული სარკმელთა საპირეები და თავსართები გვხვდება. ამას გარდა, საფასადო ნაწილზე, ერთგვარ გამყოფად, თუ დამანაწევრებლად წარმოდგენილია დეკორირებული კაპიტელებით დაბოლოვებული ლილვოვანი პილასტრები. ფასადის  მეორე სართულზე გადანაწილებულია ფანჯრები და მორთულია დეკორაციული ელემენტებით. საფასადო კომპოზიციას კი, ასრულებს მასიური, დეკორირებული, კარნიზი, რომლის თავზეც, მოცემულია ასევე მხატვრულად გაფორმებილი, საკმაოდ მაღალი პარაპეტი. პარაპეტის ორ ნაწილზე, ანუ შენობის კიდურა მხარეებში ამოზრდილია ნახევარწრიული თაღები, რომლებიც გაფორმებულია სხვადასხვა დეტალით. \nროგორც უკვე აღინიშნა, ნაგებობას უკანა მხრიდან, მთელ სიგრძეზე ვრცელი შიდა ეზო აქვს, რომლის შიდა სტრუქტურა და საერთო სახე ავთენტური სახითაა შემორჩენილი. პირველი სართული, როგორც შენობის საფასადო ნაწილიდან, აქაც ქვემოთ ჩადის რამდენიმე კიბის საშუალებით. რაც შეეხება მეორე სართულს, აქ წარმოდგენილია ხის აივნის სტრუქტურა, რომელიც ბოლომდე დაუყვება ნაგებობის გეგმარებას. ასევე შემორჩენილია ძველი კიბის უჯრედი, თუმცა, ისეთივე მძიმე მდგომარეობაში, როგორც თავად ავნები. აივნები გაფორმებულია დეკორაციული ელემენტებით. მოცემულია აივნის მოაჯირები, სვეტები და კაპიტელები, სვეტების ჭვირული აფრები და კარნიზი, თავისი დეკორაციულად გაფორმებული ელემენტებით. ნაგებობას შიდა ეზოს მხრიდან აქვს რამდენიმე, მცირე ზომის ახალი მინაშენი, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ისინი არაა რთულად ჩადგმული, თუ ჩაკერებული შენობის მთავარ ნაწილებში და სრულებით, მარტივი მოსაშორებელია. ",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4058",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "გონაშვილის ქ./1.ფაღავა ირაკლის ქ./2",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის დასასრული",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;",
    "CurrentFunction" : "\nსავაჭრო;ფუნქციის გარეშე;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.815050069999998,
    "Y" : 41.69336543
  }
}