CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3341
ObjectID: 3341
ID: 3341
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: დასაწყისშივე უნდა აღინიშნოს, რომ მოცემულ მისამართზე რამდენიმე შენობაა აღრიცხული, კერძოდ, უშუალოდ გამზირის მხარეს გამავალი, ერთმანეთის გვერდით განთავსებული სამი ნაგებობა და ეზოს სიღრმეში მდგარი, კიდევ რამდენიმე შენობა. რეალურად, ეს რვა-ცხრა ნაგებობისაგან შემდგარ, საკმაოდ მოზრდილ კომპლექსს წარმოადგენს. მოცემული შენობა ძველი ყაზარმის კომპლექსის შემადგენელი, ერთ-ერთი ნაწილი უნდა იყოს. შენობა ე.წ. რუსული სტილის ნიმუშს გვთავაზობს (თუმცა, ფასადთა სტილისტიკაში თავს იჩენს გარკვეული, ეკლექტიკური მიდრეკილებებიც). ძველი ქართული აგურით ნაგები, გეგმით წაგრძელებული სწორკუთხედის ფორმის მქონე, ორსართულიანი შენობა ქუჩის პარალელურადაა გაწელილი. მის გვერდით მდგომი, სამსართულიანი შენობის ფასადთან შედარებით, ჩვენი კვლევის ობიექტის საფასადო შემკულობა უფრო თავშეკავებულია. საფიქრებელია, რომ კომპლექსის სამსართულიანი ნაწილი ადმინისტრაციულ კორპისს წარმოადგენდა, რითიც აიხსნება კიდეც, მისი, დანარჩენ ნაგებობებთან შედარებით, თვალშისაცემი შემკულობა. ფასადი რიტმულად ნაწევრდება აგურით გამოყვანილი, ნალესობით დაფარული, ფართოსიბრტყიანი რუსტირებული პილასტრებითა და მათ შორის მოქცეული, სამ-სამად შეწყვილებული, დაგრძელებული პროპორციის მქონე სარკმლებით. სარკმელთა ერთიანობას ხაზს უსვამს მათი თავსართიც; პირველი სართულის სარკმლებს მარტივი ფორმის, კუთხეებგადაკეცილი, სადად პროფილირებული თავსართი გასდევს, მეორისას კი _ საჭექი ქვით აქცენტირებული, დეკორატიული თავსამკაული ამშვენებს. პირველ და მეორე სართულს შორის მკვეთრ საზღვარს დებს პროფილირებული ლავგარდანი, რომელიც ვერტიკალური დანაწევრების გამანეიტრალებელ, მკვეთრ ჰორიზონტალურ აქცენტს სვამს ფასადზე. მასვე ეპასუხება შენობის ქვედა ნაწილში ფასადის მთელ სიგრძეს გაყოლილი რუსტი. შენობას აგვირგვინებს კრონშტაინებს დაყრდნობილი, მცირედშვერილი კარნიზი. შენობას ყაზარმის ფუნქციის მქონე ნაგებობისთვის დამახასიათებელი, დიდი შიდა ეზო აქვს. მაგარამ როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, შენობის ეზოს მხარეს გამავალმა ფასადმა ძლიერ გადაკეთებული და დამახინჯებული სახით მოაღწია ჩვენამდე. ეზოს ფასადის ქართული აგურით ნაგები კედლის სადა სიბრტყეს თავდაპირველად, მხოლოდ კარ-სარკმლების ღიობთა რიტმი ანაწევრებდა; ამჟამად, კედლის ნაწილს მთელ სიგრძეზე მოწყობილი, გვიანდელი მინაშენი ფარავს, ნაწილს კი, საბჭოთა პერიოდში შეკიდული, ლითონის აივნები. ერთადერთი, დღემდე შემორჩენილი, ავთენტური ელემენტი სამ-სამად შეწყვილებული სარკმლებია, ისიც, რიგ შემთხვევაში, ნაწილობრივ გაგანიერებული, ან პირიქით - ამოშენებული.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5004
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ქეთევან წამებულის გამზ./25
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური;სავაჭრო;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.81887042
Y: 41.6898117