ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3340
ObjectID: 3340
ID: 3340
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ნაგებობა გეგმარებაში მართკუთხა ფორმისაა და ორი სართულისაგან შედგება, რომელთაგან ერთი სრულია, ხოლო, მეორე ნახევრადსარდაფული. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს ქვედა სართული სიმაღლით გამორჩეულია და თითქმის, ერთ სართულს იჭერს. ძეგლი კუთხის ნაგებობას წარმოადგენს და ორ ქუჩას აერთიანებს, ამასთანავე, მისი კორპუსი დამრეც ზედაპირზეა აგებული და თუ ერთი ქუჩის მხრიდან, პირველი სართული მას სრულად აქვს წარმოდგენილი, მეორე მხარეს, რომელიც პირობითად, მთავარ ფასადს წარმოადგენს, ნახევრადსარდაფული სახით გვხვდება. აქვე აღსანიშნავია, რომ ძეგლის ძირითადი კორპუსი დანგრეულია, დარჩენილ ნაწილზე კი გვხვდება მოზრდილი ბზარები. ერთიანობაში შენობის ყველა ნაწილი ნგრევის პირასაა და ამდენად, მისი მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულება, თუ სახე რთულად წასაკითხია. მისი უკანა ნაწილი მთლიანად დანგრეულია და ძნელია მასზე რაიმეს თქმა. ასეთივე მდგომარეობაშია მისი კიდევ ერთი ფასადი, რომელიც ქუჩაზე გამოდის. ფასადი მორღვეულია, არც ნალესობა და არც მხატვრული დეტალები, თუ გაფორმება აქ უკვე, აღარ გვხვდება. შერჩენილია მხოლოდღა, სარკმლების რამდენიმე ნიშანი. ამ ფასადზე სარკმლების მეორე სართულის რიგი ძალზე დაზიანებულია, შედარებით, უკეთაა შემონახული პირველი სართულის ფანჯრების საერთო სახე და მათი მოყვანილობა. არსებულთა შორის, ყველაზე უკეთეს მდგომარეობაშია მესამე და ცენტრალური ფასადი, სადაც შემორჩენილია ნალესობაც და მასში გამოყვანილი დეკორაციული ელემენტებიც. ეს უკანასკნელი შემდგენაირადაა გადაწყვეტილი: პირველი, ქვესართულის დონეზე გაჭრილია ორი სასინათლო ფანჯარა და ამავე სართულის დონე უბრალო და სადა ნალესობითაა გაფორმებული. ფასადის მნიშვნელოვანი ელემენტები და საერთო, მხატვრული სახის გადაწყვეტა მეორე სართულზეა შემოთავაზებული. მეორე სართულის ნაწილს ორად ჰყოფს ხუთი ფანჯრიდან ერთი ცრუ სარკმელი, მის ორსავ მხარეს კი ორ-ორი ღიობია მოცემული. ფანჯარათა დაბოლოება რკალური ფორმისაა, მათ თავსა და ბოლოში მხატვრული გაფორმების მცდელობებია მოცემული. თავზე მოცემულია ორიგინალურად გადაწყვეტილი კარნიზი, რომელიც სამკუთხა შვერილობით სრულდება და გაფორმებულია მცირე, კიბისებრი მოტივებით. ხოლო, სარკმელთა ქვედა არეზე მართკუთხა ფორმის ჩანაკვეთები, მასში კი რომბის ფორმის, მცირე მოტივებია მოცემული. სარკმლების თავსართებს შორის, მოცემულია წრიული ფორმის დეკორაციული ელემენტები, რომლებიც შიგნით ვარსკვლავისებრი მოტივით სრულდება. ნაგებობას ასრულებს ხის, შვერილკოჭებიანი კარნიზი, რომელიც ასევე, გადახურვის ნაწილიცაა. ძეგლი გადახურულია თუნუქით.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4985
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ურბნისის ქ./6.ფერისცვალების შეს./2
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის შუახანი, 1860
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.81330026
Y: 41.69191353