CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3339
ObjectID: 3339
ID: 3339
Name: დარეჯანის სასახლე "საჩინო"
FullName: დარეჯანის სასახლე "საჩინო"
Description: მე-18 საუკუნის 70-იან წლებში (1776 წელი) ერეკლე მეორის მეუღლეს დარეჯან დედოფალს ავლაბრის ტერიტორიაზე, ძველი ციხის ნანგრევებზე, სასახლე და წმინდა ირაკლისა და წმინდა დარიას სახელობის კარის ეკლესია აუგია. დარეჯან დედოფლის მიერ აგებული ეკლესია და სასახლე სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობებთან ერთად, ერთიან არქიტექტურულ კომპლექსს შეადგენს, რომელიც ქვის გალავნით არის შემოსაზღვრული. სასახლისა და მისი კომპლექსის ზუსტი დაგეგმარება ჩვენამდე შემორჩენილი არ არის. სასახლეს დარეჯან დედოფლის სასახლედ მოიხსენიებდნენ, ხოლო სასახლის ერთ-ერთ ნაწილს “საჩინოსაც” უწუდებენ. თბილისის არქიტექტურულ ძეგლებს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს “საჩინოს”, რომელიც აგვირგვინებს ძველი ავლაბრის გალავნის ერთ-ერთ ბურჯს. ბურჯზე, ხის მომრგვალებული, გადმოკიდებული აივანის კონსტრუქცია ქალაქის სხვადასხვა კუთხიდან მოჩანს და იმ ძეგლთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც ძველი ქალაქის საერთო ხედის სილუეტის წამყვან კომპონენტს წარმოადგენენ. ყურადღებას იქცევს აივნის ხის მოაჯირი და სამყურა თაღედის ჭვირული ორნამენტები. სასახლე აშენებულია ციხის ნანგრევებზე, რომელიც ქვაყორისა და კვადრატული აგურის ძველებური შერეული ტექნიკითაა ნაგები. დარეჯან დედოფლის პეტერბურგში გადასახლების შემდეგ, ეს სასახლე მისი ეკლესიითურთ შეიძინა ეგზარქოსმა თეოფილაქტემ და აქ სასულიერო სემინარია და სამრევლოს სკოლები გამართა. მიტროპოლიტმა იოანემ 1824 წლის 29 ოქტომბერს ტაძარი აკურთხა მაცხოვრის ფერისცვალების სახელზე.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4974
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ურბნისის ქ./7
Period: შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს.>>გვიანი შუა საუკუნეები _ მე-16-მე-18 სს.
ExactDate: მე-18 საუკუნის დასასრული, 1776
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: რელიგიური, რიტუალური>>მონასტერი/კლდეში ნაკვეთი მონასტერი;
Classification: არქიტექტურის,ქალაქთმშენებლობის (ურბანული)
Accuracy: სწორია
X: 44.81232928
Y: 41.69159691