CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3332
ObjectID: 3332
ID: 3332
Name: ბანკი "ინვესტი"
FullName: ბანკი "ინვესტი"
ComplexName:
Description: სახლი აგურითაა ნაგები და დეკორატიულად არის შელესილი. ნაგებობა საკმაოდ დიდი ზომისაა, თითოეულ სართულზე განლაგებული ცხრა-ცხრა ღიობით. სახლი ოთხსართულიანია, თუმცა მეოთხე სართული განცალკევებული და დეკორითაც განსხვავებულია, ის ლავგარდანს ზემოთ არის დაშენებული სახლზე. მეოთხე სართულის ფასადი საგრძნობლად არის შეზნექილი უკან. სართულს რვა, მართკუთხა სარკმელი აქვს, რომელთაც საპირეებად წინ გამოზრდილი, თაღოვანი კედლები შემოუყვება, მათზე გადაყვანილი ნახევარწრიული თაღებით. სარკმელთა ტიმპანებზე მცენარეული, რელიეფური ორნამენტებია განთავსებული. სარკმლებს შორის ცენტრში გერბია გამოსახული მათში ჩაწერილი, გერბის დეტალების მზიდავი ტიტანების გამოსახულებით. პირველი მეორე და მესამე სართულები პროფილირებული სარტყელებით არის ერთმანეთისგან გამიჯნული. მართკუთხა სარკმლებს პროფილირებული საპირეები შემოუყვება. მესამე სართულის სარკმლებს ზემოთ რელიეფური, მცენარეული ორნამენტები განამშვენებს, ოდნავ განსხვავებული რელიეფებია განთავსებული სარკმლებს ქვემოთაც. მეორე და მესამე სართულზე, განაპირა სარკმელთა ორსავ მხარეს შეწყვილებული, კანელურებიანი პილასტრები აუყვება ფასადს, პილასტრებს კორინთული სვეტისთავები აქვს. სამივე სართულის დონეზე, ცენტრალურ ნაწილში კედელი ოდნავ, წინ არის წამოწერული, და ზუსტად გერბის ჩაყოლებაზე ჰორიზონტალურ ღერძს ქმნის. აქვეა განთავსებული სახლში შემავალი ხის კარი, რომელსაც ქვის წყობის იმიტაციის ნალესლობა ამკობს, ზემოთ საჭექით. კარის ორსავ მხარეს სარკმელთა ნაცვლად, ვიტრინებია განთავსებული, ვიტრინებს შორის კედელი ჰორიზონტალური ხაზებითაა დაღარული. მეორე და მესამე სართულზე სახლს სამ-სამი, ლითონის ჭვირული აივანი აქვს, ცენტრში და კიდევ აქეთ-იქით, თითო სარკმლის გამოტოვებით. სახლი საშუალო მხატვრული ღირებულებისაა, განეკუთვნება XX საუკუნის დასაწყისს. ნაგებობა ძალზე მნიშვნელოვანი რგოლია არსებული ისტორიული განაშენიანების ჯაჭვში.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5005
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ქეთევან წამებულის გამზ./3
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: ადმინისტრაციული>>ბანკი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.81521577
Y: 41.69148494