ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3330
ObjectID: 3330
ID: 3330
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ძეგლი, რომელიც გეგმარებით მართკუთხა ფორმისაა და ორი სართულისაგან შედგება, ძალზე, მძიმე მდგომარეობაშია. მოშლილია მისი ორივე გვერდითი კედელი, მასზე მიშენებული, საერთო სახის თავდაპირველი ნაწილები, თუ შემადგენელი ელემენტები. ამჟამად, შემორჩენილია და მხატვრული თვალსაზრისით, ძალზე, მნიშვნელოვანია მისი ძირითადი კორპუსი, ყოველგვარი მინაშენ-დამატებითი ელემენტებისგან დამოუკიდებლად. დასაცავ ფასეულობადაც, უთუოდ, სწორედ ძეგლის ეს, დარჩენილი ნაწილი უნდა მოვიაზროთ, განსაკუთრებით კი, მისი ორი ფასადი. მათგან ერთი, პირდაპირ ცენტრალურ ქუჩაზე გამოდის, ხოლო, მეორე გვერდით ნაწილში. აქედან, მას სავარაუდოდ, უნდა ჰქონოდა კიდეც მინაშენები და ამჟამად, მხოლოდ მეორე სართულზე ასასვლელი კიბეღაა შემორჩენილი. მთავარი ფასადის გადაწყვეტაში ძველი თბილისისათვის დამახასიათებელ, კლასიკურ მიდგომას ვხვდებით. პირველი სართული უკავია სარკმელთა რიგს, რომლებიც გარკვეულწილად, გაფორმებულიცაა. მეორე კი ამ შემთხვევაში, დახურული ტიპის აივანს. პირველი სართულის აივნის ქვედა, ოთხი ფანჯრიდან, ორის თავზე მოცემულია დეკორაციული გაფორმების ელემენტები. სამშენებლო მასალად ნახმარი აგურის ამონაზარდები დეკორად გამოიყენება და იქმნება სარკმლისზედა თავსართი, რომელსაც ერთგვარი სოლისებრი ფორმა აქვს. პირველი სართულის დარჩენილი ორი სარკმელი კი ყოველგვარი, დეკორაციული და მხატვრული ელემენტების გარეშეა მოცემული. ყოველ სარკმელს მორჩენილი აქვს ძველი გისოსები. საფასადო კომპოზიციის ზედა ნაწილი მთლიანად აივანს ეთმობა, რომელიც შუშაბანდებითაა შემინული და შენობის მთელ სიგანეს დაუყვება. აივნის მთელი შვერილობა ძალზე მოცულობითია. მისი მოაჯირების ნაწილები დეკორაციული ელემენტებითაა გაფორმებული, მასზე ამოზრდილია კუთხოვანი მოყვანილობის სვეტები, რომელთა კაპიტელებთან ასევე ჭვირული ფრთებია გამოყვანილი. აივნის ერთიან ნაწილზე ადგილ-ადგილ გვხვდება შუშაბანდები. აივნების დაბოლოებად წარმოდგენილია კარნიზები, რომლებიც ასევე კოჭური შვერილებითაა გაფორმებული. ხოლო, ზედა ნაწილში ამავე კარნიზზე გადასულია თუნუქის გადახურვა. გვერდით არეში, სადაც შიდა ეზოს ნაწილი და მთავარ კორპუსზე მიშენებული ნაწილები უნდა ყოფილიყო, ამჟამად, შემორჩენილია ხის კიბის უჯრედი და პირველი-მეორე სართულების ხის კონსტრუქციებზე არსებული დეკორაციული ელემენტები. შიდა ეზოში გვხვდება პირველ სართულზე შესასვლელი ღიობებიც და დეკორაციული ელემენტებიც.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3792
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: არარატის ქ./6
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნია დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.81259683
Y: 41.69302631