ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3327
ObjectID: 3327
ID: 3327
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
Description: ორსართულიანი, სამოქალაქო დანიშნულების ნაგებობა აღმართის ფორმასაა მისადაგებული და შესაბამისად, თვითონაც უცნაურად, ოდნავ მორკალული მოხაზულობისაა გეგმარებაში. პირველი სართული, ლანდშაფტური მახასიათებლების გამო, არაერთგვაროვანი ხასიათისაა. გარედან კარგად ჩანს და მეტიც, ამ არქიტექტურის ერთ-ერთი ყველაზე სახასიათო დეტალია, ნაგებობის კედელში ძლიერ შეჭრილი, კლდის მასივი. მის გაგრძელებაზე კედელი რამდენიმე მცირე ზომის ფანჯრისა და სამი სხვადასხვა ზომის კარის ღიობითაა დანაწევრებული. სამივე მათგანის წინ 1-2 საფეხურიანი ქვის კიბეა. აქ დაზიანებულია ნალესობის ფენა. აღნიშნულ არეზე ფასადის დეკორატიულ შემკულობას ქმნის სარკმლების თავზე ვერტიკალურად, მარაოსებურად განშლადი აგურის რიგით მიღებული, ოდნავ, რკალისებური მოჩარჩოება. იგივე მეორდება კარის ჭრილების თავზეც (შუა ორი კარი). ნაგებობის მთავარ მხატვრულ ღირებულებას მეორე სართულის ღია აივნებისა და შუშაბანდების რიგი ქმნის. შენობა გარკვეულწილად, ე.წ. თბილისური აივნების სტილისტიკის მქონეცაა, რის გამოც, ამ ქუჩის საერთო განაშენიანებაში ის მნიშვნელობის მატარებელია. ხის სადა, წახნაგოვანი სვეტების რიგი, ასევე, ხის ჭვირული ორნამენტის მქონე მოაჯირები, სადად დეკორირებული კარნიზის ზოლი და სვეტის თავის ორ მხარეს მარაოსებურად გაშლილი, მაქმანისებური ხის სამშვენისები მეტ-ნაკლები დაზიანებებითაა შემორჩენილი. შუშაბანდის მონაკვეთის მხარეს კრონშტეინებია, თუმცა ამჯერად, მათ მხოლოდ სადა, ხის ბჯენის სახე აქვთ. ამ მთავარი ფასადის მარცხენა მონაკვეთში დაწყებულია სარემონტო სამუშაოები, კედლის ძველი აგური სრულად შეცვლილია ბლოკით, განახლებულია ხის აივნები, თითქოს, მცდელობაა ძველთან მისადაგების, თუმცა, ყველაფერი სრულებით ახალია. შენობა პრაქტიკულად კუთხის სახლია და მისი მარჯვენა, გვერდითი ფასადი შემოსავლის ქუჩაზე გადის. ამ მხარეს ფასადი ძალიან სადაა, მეორე სართულის დონეზე, შუაში ერთი ფანჯარაა, პირველი სართულის შუა კარის დონეს კი აგურის საფეხურებრივი წყობით შექმნილი, ოდნავ შვერილი არასრული სარტყელი დაუყვება. კედელი შელესილია ფრაგმენტულად, თუმცა, ნალესობის ფენა ძალიან თხელია. ამ მხრიდანაა შესასვლელი პატარა ეზოშიც, რომელიც აღნიშნულ ნაგებობას ეკუთვნის. ეზოს მხრიდან ჩანს, რომ ნაგებობა ძლიერაა დაზიანებული, მისი დიდი ნაწილის გადახურვა თითქმის, სრულად ჩაქცეულია, ჩამონგრეულია კედლის ცალკეული ნაწილებიც. დაზიანებების სიმძიმე, ეზოს მხრიდან, რეალური საშიშროების შემცველია. აღნიშნული შენობის უკან, შემოსავლის ქუჩის მხრიდან მიმდინარეობს ახალი მშენებლობა. ამ ახალი ნაგებობის ზედა მართკუთხა ნაწილი, დანაშენის მაგვარი სახით, აწვება ჩვენ მიერ განხილული ძეგლის მთავარი ფასადის შუა არეს. ეს კი ვიზუალურად, ერთი სართულის სიმაღლეზე ამაღლებს მას. ნაგებობის საერთო სახე ამით ძლიერ იცვლება, რომ აღარაფერი ვთქვათ, ქუჩის საერთო არქიტექტურული ლანდშაფტის კონტურის უხეშ დარღვევაზე. ვფიქრობ, აღნიშნული დეტალი ძეგლის იერს მნიშვნელოვანწილად, ცვლის და აზიანებს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3866
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ახვლედიანი ელენეს აღმ./11
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.81082069
Y: 41.69677083