{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3325?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3325?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3325?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3325",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3325,
    "ID" : 3325,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "შენობა წარმოადგენს უბნის XIX საუკუნის დასასრულის განაშენიანებისათვის ტიპურ ნაგებობას. კვადრატული კონფიგურაციის, ორსართულიანი შენობის ნეოკლასიცისტური სტილის ფასადი გვერდით არსებული, მისივე თანადროული სახლის (ქეთევან წამებულის გამზ. #20) მსგავსადაა დამუშავებული, რის გამოც, ერთი შეხედვით, ჭირს კიდეც ნაგებობათა შორის საზღვრის დადგენა, თუმცა, მცირედ ასიმეტრიული საფასადო კომპოზიცია ძირითადი კომპოზიციური მახვილების წყალობით, მაინც, მონიშნავს სახლის კონტურებს. შენობებს შორის საზღვარი სახლის მარცხენა კიდეში მოქცეული სადარბაზოს უჯრედს ემთხვევა. ხის, ორფრთიანი, ორნამენტულცხაურიანი კარი და მის თავზე განთავსებული, ფართო კარის ღიობი ლითონის, ჭვირულ-ორნამენტული აივნით, მკაფიო ვერტიკალს გამოჰყოფს ფასადზე, რაც იოლად შესამჩნევ საზღვარს დებს გვერდით მდგარ შენობასთან. კედლის დანარჩენი, რუსტირებული სიბრტყე კარ-სარკმელთა ხშირი, რიგითაა დანაწევრებული, განსაკუთრებით მეორე სართული, სადაც ახლო-ახლოს განლაგებულ სარკმლებს ნალესობაში გამოყვანილ, დეკორატიულ დაბალ პილასტრებზე შემდგარი, პროფილირებული თარო-თავსართი ასრულებს. ფასადზე თვალში გვხვდება ჰორიზონტალური დანაწევრება, რასაც ღიობების რიგი, მარტივპროფილიანი, სართულშუა სარტყელი და კლასიცისტურად დამუშავებული, დეკორატიული სწორკუთხედების მწკრივი უსვამს ხაზს. ნაგებობის თავისებურებას წარმოადგენს პარაპეტი, რომლის თავზეც პრიფილირებული კარნიზია მოქეული. \nშენობის პირველი სართული ნაკლებ ავთენტიკურია - აქ არსებული კარიცა და მარჯვენა კიდეში არსებული, დიდი ზომის ვიტრინაც თანამედროვე გადაკეთების შედეგია. \nშენობის შიდა ეზო ფოსტის ქუჩის მხარეს ექცევა. ეზოს ორსართულიანი ფასადის მთავარ მოტივს იმთავითვე, ხის აივანი ქმნიდა; მეორე სართულს დღესაც მარტივი პროფილის მქონე, ხის სვეტებს დაყრდნობილი აივანი უვლის გარს. კიბის უჯრედი და ხის ყრუ მოაჯირის ნაწილი დღესდღეობით, გადაკეთებულია; ასევე, მთლიანადაა ამოშენებული და გადაკეთებული სახლის პირველი სართულიც, რომელიც ქუჩის და ეზოსპირა ფასადებს შორის მიწის დონეებს შორის სხვაობის გამო, ჩვეულებრივზე უფრო დაბალია. ",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "5001",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "ქეთევან წამებულის გამზ./22",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის დასასრული",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "CurrentFunction" : "\nსაცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;სავაჭრო;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.819679110000003,
    "Y" : 41.689799880000002
  }
}