CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3324
ObjectID: 3324
ID: 3324
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: შენობა წარმოადგენს უბნის XIX საუკუნის დასასრულის განაშენიანებისათვის ტიპურ ნაგებობას. კვადრატული კონფიგურაციის, ორსართულიანი შენობის ნეოკლასიცისტური სტილის ფასადი გვერდით არსებული, მისივე თანადროული სახლის (ქეთევან წამებულის გამზ. #22) მსგავსადაა დამუშავებული, რის გამოც, ერთი შეხედვით, ჭირს კიდეც, ნაგებობათა შორის საზღვრის დადგენა, თუმცა, მცირედ ასიმეტრიული საფასადო კომპოზიცია ძირითადი, კომპოზიციური მახვილების წყალობით, მაინც მონიშნავს სახლის კონტურებს. შენობებს შორის საზღვარი სახლის მარჯვენა კიდეში მოქცეული სადარბაზოს უჯრედს ემთხვევა. ხის ორფრთიანი, ორნამენტულცხაურიანი კარი იოლადშესამჩნევ საზღვარს დებს გვერდით მდგარ შენობასთან. კედლის დანარჩენი, რუსტირებული სიბრტყე კარ-სარკმელთა ხშირი რიგითაა დანაწევრებული, განსაკუთრებით მეორე სართული, სადაც ახლო-ახლოს განლაგებულ სარკმლებს ნალესობაში გამოყვანილ, დეკორატიულ, დაბალ პილასტრებზე შემდგარი, პროფილირებული თარო-თავსართი ასრულებს. ფასადზე თვალში გვხვდება ჰორიზონტალური დანაწევრება, რასაც ღიობების რიგი, მარტივპროფილიანი სართულშუა სარტყელი და კლასიცისტურად დამუშავებული დეკორატიული სწორკუთხედების მწკრივი უსვამს ხაზს. ნაგებობის თავისებურებას წარმოადგენს პარაპეტი, რომლის თავზეც პროფილირებული კარნიზია მოქეული. შენობის პირველი სართული ნაკლებავთენტიკურია, აქ არსებული კარიცა და მარჯვენა კიდეში არსებული, დიდი ზომის ვიტრინაც თანამედროვე გადაკეთების შედეგია. შენობის შიდა ეზო ფოსტის ქუჩის მხარეს ექცევა. ეზოს ორსართულიანი ფასადის მთავარ მოტივს იმთავითვე, ხის აივანი ქმნიდა; მეორე სართულს დღესაც მარტივი პროფილის მქონე, ხის სვეტებს დაყრდნობილი აივანი უვლის გარს. კიბის უჯრედი და ხის, ყრუ მოაჯირის ნაწილი დღესდღეობით, გადაკეთებულია; ასევე მთლიანადაა ამოშენებული და გადაკეთებული სახლის პირველი სართულიც, რომელიც ქუჩის და ეზოსპირა ფასადებს შორის მიწის დონეებს შორის სხვაობის გამო, ჩვეულებრივზე უფრო დაბალია.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5000
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ქეთევან წამებულის გამზ./20
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.81952255
Y: 41.68991294