ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3322
ObjectID: 3322
ID: 3322
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ნაგებობა გეგმარებაში რუსული "პ"- ს ფორმისაა, ნაგებია აგურით. მისი სართულების რაოდენობა ფასადსა და შიდა ეზოში სხვადასხვანაირად ნაწილდება. საფასადო ნაწილის მხარეს შენობა ორ სართულს ითვლის, ხოლო, შიდა ეზოს მხრიდან სამი სართული გვხვდება. ყოველივე ეს განპირობებულია ნაგებობის განთავსების ადგილით. შენობის დონეცვალებად ადგილზე აგებამ შიდა ეზოს მხრიდან, ერთი ქვესართულის არსებობა გამოიწვია, რაც ფასადზე არ იკითხება. ნაგებობა გადახურულია თუნუქით, აგურის გარდა სამშენებლო მასალად გვხვდება რკინისა და ხის კონსტრუქციებიც. ორი სართულისაგან შემდგარი ფასადის პირველი სართული მთლიანად შელესილია, ეს სავარაუდოდ, სრულებით ახალია. ამას გარდა, აღსანიშნავია, რომ ნალესობა ქვედა სართულზე ორ, სახვადასხვა დროსაა გაკეთებული და განსხვავებულია მათი ფერიც. პირველივე სართულის დონეზე, საფასადო ნაწილის მხარეს, მოცემულია, ზედაპირზე მოუწესრიგებლად გადანაწილებული, ფანჯრებისა და კარების რიგი. ნაგებობაში შესასვლელად სამი კარია გაჭრილი, რომლებიც უშუალოდ, ინტერიერებს უკავშირდება. ამას გარდა, შიდა ეზოს მეორე სართულის აივანს აქვს კიდევ ერთი ღიობი, რომელსაც ძველი ხის კარი აქვს შემორჩენილი. რაც შეეხება მეორე სართულის გადაწყვეტას, უნდა აღინიშნოს, რომ აქ მთლიანად აგურის წყობაა მოცემული და დეკორაციულ-მხატვრული ელემენტები მასშია გამოყვანილი. მეორე სართულზე, ისევე როგორც, პირველზე მთელ სიგრძეზე სარკმლების რიგია წარმოდგენილი. შემორჩენილია ერთი ძველი, რკინის აივანი, ხოლო, სარკმლები, რომლებიც მარტივი ფორმის, რკალური დაბოლოებისაა თავსართზე მცირე სოლისებრი შვერილებითაა გაფორმებული. ამას გარდა, ფანჯარათა ქვედა არეებში მოცემულია მართკუთხა ფორმის ჩანაკვეთები. ნაგებობას ზედა ნაწილში წარმოდგენილი აქვს რამდენიმე საფეხურიანი კარნიზი, ხოლო მათ თავზე კი მაღალი პარაპეტია მოცემული, რომელიც ასევე მართკუთხა ჩანაკვეთებითაა გაფორმებული. შიდა ეზოში დიდია გადაკეთების კვალი და შეცვლილია მისი თავდაპირველი სახე, რაც გვირთულებს ნაგებობის ავთენტური ნაწილების დადგენასა და მათზე მსჯელობას. თუმცა აღსანიშნავია, რომ შიდა ეზოს მხრიდან, მეორე სართულის სიმაღლეზე შემორჩენილია ხის აივანი, მის უკან არსებულ, კედელში გაჭრილ ფანჯრებსა და კარებს შემორჩენილი აქვს ნახევარწრიული ფორმის თავსართი, რომელიც გამოყვანილია თაბაშირის ნალესობით. შიდა ეზოს შემორჩენილი აქვს ძველი, რკინის კიბის უჯრედები, ხის აივნები, რომლებსაც შემორჩენილი აქვს სვეტები, მათივე კაპიტელები და მართკუთხა შვერილებით გაფორმებული კარნიზები.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4316
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ვახტანგ VI-ის ქ./11
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.81396931
Y: 41.69480652