ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3321
ObjectID: 3321
ID: 3321
Name: სამედიცინო პარაზიტოლოგიის და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი
FullName: სამედ. პარაზ. და ტროპ. მედიც. სამეცნ. კვლევითი ინსტ.
ComplexName:
Description: შენობა თავდაპირველად აიგო, როგორც საცხოვრებელი სახლი. ამჟამად მასში სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტია განთავსებული. ნაგებობასGლათინური L-ს ფორმის გეგმა აქვს. იგი ე.წ. ქართული აგურითაა ნაგები, ორსართულიანია და დავით აღმაშენებლის გამზ-ის სიღრმეში დგას. უკანა მხრიდან მას გამწვანებული ეზო ერთვის. შენობის მთავარი ფასადი გამზირისკენაა მიმართული. მთავარი ფასადის დეკორი, არქივში დაცულიPპროექტის მიხედვით აღდგა. ის მდიდრულად არის გაფორმებული რუსტიკით, კორინთულკაპიტელებიანი ნახევარსვეტებით II სართულის შუაკედლისებში და პარაპეტზე დატანილი დეკორით. ფასადის ცენტრალურ ნაწილიში მკვეთრად გამოხატული რიზალიტია, რომელის საფასადო სიბრტყე ისეთივე დეკორატიული ელემენტებით არის მორთული, როგორც ფასადის სხვა ნაწილები. ცენტრში სადარბაზოს ხის, ორფრთიანი კარია. იგი შემკულია დეკორატიული დეტალებით და ლითონის აჟურული ცხაურით და გარშემო პროფილირებული საპირით. კარის თავზე პროფილირებული თარო-კარნიზია დეკორატიულ კრონშტეინებზე დაყრდნობილი. II სართულზე ამ კომპოზიციას აგრძელებს თაღოვანი ფანჯარა, მხატვრულად დამუშავებული ვარდულით. ფასადს აბოლოებს პარაპეტი, რომლის გულები, გვერდით ფრთებზე ჯვარედინა დეკორით არის გაფორმებული. პარაპეტი მიუყვება გვერდით და ეზოს ფასადის ნაწილს ფლიგელამდე. ეზოში მთავარი ფასადის გაგრძელებაზე, მარჯვენა მხარეს არსებული ლითონის ჭიშკრის გავლით ვხვდებით. ეზოს ფასადის ნაწილი, რომელიც შენობის ძირითად ნაწილს ესაზღვრება, ისევეა დამუშავებული, როგორც მთავარი ფასადი, ოღონდ უფრო სადა დეკორით, ნახევარსვეტების გარეშე. I სართულის ღიობებს მშვილდისებრი თაღოვანი დაბოლოება აქვს, II სართულისას, თაღოვანი. ამ ფასადის მართობულად ეზოს სიღრმეში ფლიგელია, შენობის მარჯვნივ მდებარე ფლიგელი, რომელიც ეზოს სიღრმეში ვითარდება, თავდაპირველად თბილისური ტრადიციისამებრ ეზოსკენ ხის აივნებით იხსნებოდა. ახლა აივნები შემინულია და შუშაბანდად არის გადაკეთებული. მარცხენა კიდურა ნაწილზე მას ორმარშიანი ლითონის გვიანი კიბე აქვს. შენობა, რომლსაც დაუბრუნდა პირვანდელი პროექტით (1889 წ.) წარმოდგენილი სახე, დავით აღმაშენებლის გამზირის ერთ-ერთი ღირებული ნიმუშია. მას არსებითი წვლილი შეაქვს გამზირის მხატვრულ-ისტორიული სახის შექმნაში.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4161
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: აღმაშენებელი დავითის გამზ./139
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საგანმანათლებლო, სამეცნიერო;
CurrentFunction: საგანმანათლებლო, სამეცნიერო;ჯანდაცვა და სოცუზრუნველყოფა>>საავადმყოფო;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79320187
Y: 41.71576758