{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3320?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3320?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3320?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3320",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3320,
    "ID" : 3320,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "Description" : "დავით აღმაშენებლის გამზირის #149 მდებარე საცხოვრებელ სახლი აშენებულია 1881 წ. მას საფუძვლად დაედო პ. შტერნის მიერ შედგენილი პროექტი. \r\nაგურით ნაგები სახლი ორსართულიანია, გეგმით ის კვადრატს უახლოვდება. მისის ცენტრალური ნაწილი (გამზირის მხარეს) გამოწულია დაახლოებით 1.5 მ-ით და კუთხეები მომრგვალებული აქვს. ამ ნაწილის მარცხენა და მარჯვენა კიდეებში კარებია. სავარაუდოდ მარჯვენა კარი პარადული შესასვლელი უნდა იყოს, მაგრამ მრავალწლიანი გადაკეთებების გამო, დღესდღეობით მხოლოდ ორ ოჯახს ემსახურება. ამ კარის წინ ოთხ მრგვალტანიან, იონური კაპიტელებით სემკული სვეტების თავზე ვერანდაა მოწყობილი. სვეტები მაღალ კვარცხლბეკებზე დგას და დამუშავებულია ბუნებრივი ქვის იმიტაციის მხატვრული ღებვით. მათ თვაზე მაღალი არქიტრავია და ასევე მაღალი პროფილირებული კარნიზი. ვერანდაზე, კუთხეებში თითო-თითო ტუმბოა და მათ შორის ბალუსტრადა. ტუმბოების თავზე დეკორატიული ლარნაკებია. \r\nI სართულის ცოკოლი ბაზალტის მასიური, უხეშად დამუშავებული ქვებითაა მოპირკეთებული და მისი ვერტიკალური სიბრტყე დაცერავებულია. ამ გამოწეულ ნაწილს I სართულზე აქვს სამი ფანჯარა ცენტრში და ორი კარი კიდეებზე. II სართულზე _ სამი უფრო ფართო ღიობია. მათგან ორს წინ ე.წ. \"ფრანგული\" აივანი აქვს (ბადისებრი მოაჯირებით), მესამე კი ვერანდაზე გამოდის. \r\nმთავარი ფასადის შეწეულ ნაწილებში, მარცხნივ ეზოში გასასვლელი გვირაბია, ხოლო მარჯვნივ _ სადარბაზო. სადარბაზოს ხის ორფრთიანი კარი და ხის ორმარშიანი კიბე აქვს. \r\nშენობის მხატვრული სახის შექმნაში წამყვან როლს თამაშობს აგურის და ქვის შერეული წყობა. აგურითაა გამოყვანილი მაღალი კბილანებიანი კარნიზები, რომლებიც სართულების საზღვარს მონიშნავს. ასევე აგურისაა უფრო მაღალი და რთულად დამუშავებული კარნიზი მეორე სართულის თავზე. \r\nმთავარი ფასადის იშვიათი და ძალიან გამომსახველი ელემენტია ხის ჭვირული დეტალები ღიობების ზედა ნაწილებზე. ორივე სართულის ხის თავსართები ერთმანეთისგან განსხვავდება როგორც ნახატით, ისე ფორმით და გაბარიტებით. \r\nსახლის კიდევ ერთი სახასიათო ელემენტია სახურავი. მთავარი ფასადის ცენტრალური ნაწილის თავზე მაღალი კედლის შუბლია შიგ დატანებული სარკმლებით, რომელიც სხვენს ესაზღვრება. ამ კედლის თავზე სახურავს დიდი ნაშვერი აქვს, რომელიც ხის დეკორატიულ კრონშტეინებს ეყრდნობა. სახურავის ძირზე და სხვენის კედლის სიბრტყეზე სადა მხატვრობაა სტილიზებული მცენარეული მოტივებით. მთავარი ფასადი, ისევე როგორც თავად სახლი, გამოირჩევა მაღალი მხატვრულ-არქიტექტურული დამუშავებით. ფერთა სახასიათო შეხამებით - ნაცრისფერი (ქვის), ტერაცოტა (აგურის), მწვანე (ხის ელემენტები) და თეთრი (ლითონი და ბალუსტრადა). \r\nყურადღების ღირსია ინტერიერში შემორჩენილი, შენობის თანადროული კედლის მოპირკეთება და კარნიზები. \r\nეზოს ფასადი დღეის მდგომარეობით არაფრით არ გამოირჩევა, იმდენადაა სახეცვლილი - დამეტებულია ხის კიბეები და ფასადის ნაწილები ამოშენებულია. ეზოს მხარეს შენობას აივნები ჰქონდა, რომელთაც თავდაპირველი სახე დაკარგული აქვს, გადაკეთებულია შუშაბანდებად. მიუხედავად ამისა, შუშაბანდის ნაწილზე შემორჩენილია ჭვირული მოაჯირები. \r\nგვერდით ფასადზე (#151-ის მხარეს), II სართულზე არის თანამედროვე, მსუბუქი კონსტრუქციებით აწყობილი მინაშენი. მთავარი ფასადის წინ, ეზოში არის შადრევანი შუაში ბიჭის ქანდაკებით, რომელსაც ხელში თევზი უჭირავს. ეს შადრევანი აღდგა მობინადრის მიერ მოწოდებული ძველი ფოტოს მიხედვით. სახლის ძირითად ნაწილზე ჩატარებულია სარესტავრაციო და გამაგრებითი სამუშაოები. \r\nშენობა წარმოადგენს XIX ს-ნის ბოლოს აგებული შენობის ღირებულ ნიმუშს, რომელსაც არსებითი წვლილი შეაქვს დავით აღმაშენებლის პროსპექტის მხატვრულ-ისტორიული სახის შექმნაში. შენობის განუყოფელი ნაწილია მის წინ, პროსპექტზე არსებული ერთგვარი პარადული შესასვლელი, რომელიც სიმეტრიულად განლაგებული ორი მომცრო ფლიგელისაგან შედგება.",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4174",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "აღმაშენებელი დავითის გამზ./149",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის დასასრული",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "CurrentFunction" : "\nსაცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;კომუნალური მეურნეობისა და  საყოფაცხოვრებო მომსახურეობის\u003e\u003eსილამაზის სალონი;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.792769100000001,
    "Y" : 41.716815990000001
  }
}