CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3318
ObjectID: 3318
ID: 3318
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: შენობას ლათინური ასო U-ს ფორმის გეგმა აქვს. იგი აგურითაა ნაგები, ორსართულიანია და მთავარი ფასადით დავით აღმაშენებლის პროსპექტისკენაა მიმართული. ნაგებობა ღერძის მიმართ აბსოლიტურად სიმეტრიულია და ცენტრალურ ნაწილში რიზალიტი აქვს. ფასადი შელესილია და შეღებილი. სართულებს ერთმანეთისაგან პროფილირებული სარტყლები ყოფს. ფასადი საპირეებიანი მართკუთხა ღიობებით ნაწევრდება. რიზალიტის ცენტრში, I სართულზე ეზოში გასასვლელი, ტრაპეციული გვირაბია, II სართულზე კი, მის თავზე სამფრთიანი ფანჯარა. რიზალიტი აქცენტირებულია სამკუთხა პროფილირებული ფრონტონით. აღნიშვნის ღირსია II სართულის ფანჯრის გვერდებზე, სიმეტრიულად განლაგებული, დიდი ზომის ნაძერწი ვარდულბი. რიზალიტის კიდეების გვერდით, ორივე სართულის სიმაღლეზე ღარებია, რომელშიც წყალსაწრეტი მილებია განთავსებული. ფასადის გვერდითი მონაკვეთების საფასადო სიბრტყეები შუაში კარით და გვერდებზე თითო-თითო ფანჯრით ნაწევრდება. I სართულის ღიობების საპირეები პროფილირებულია, ხოლო ღიობებშორისი საფასადო სიბრტყეები ზოლოვანი, სიბრტყიდან ამოწეული დეკორით არის გაფორმებული. II სართულის ღიობებს გვერდებზე პროფილირებული დეკორი აქვს, რომელიც თავზე გაერთიანებულია ასევე პროფილირებული სარტყლით. ორივე სართულის ფანჯრების ძირზე პროფილირებული სარტყელი გასდევს. II სართულზე, განაპირა ნაწილების ცენტრში ლითონის აჟურული აივნებია. ფასადი სრულდება პროფილირებული კარნიზით, რომელიც ცენტრში რიზალიტის ფრონტონს ერწყმის. სახლის ეზოში გვირაბის გავლით ვხვდებით (ლითონის ჭიშკარით), რომლის მარცხენა კედელში სადარბაზოს კარია. კარი მოდერნის ნიშნებს ატარებს, განსხვავებით სახლის მთავარი ფასადისა. ანალოგიური სტილისაა (ოღონდ განსხვავებული ნახატით) მეორე კარი ეზოს მარჯვენა ფლიგელში. ეზოს ფასადები საკმაოდ სახეცვლილია და დამახინჯებული გვიანდელი გადაკეთებების გამო. მარცხენა ფლიგელის შუა ნაწილში, II სართულზე გადმოკიდებული ლითონის აჟურული აივანია მოწყობილი. ფლიგელებს ერთმანეთთან გადასასვლელი (ხიდი) აკავშირებს. შენობას მასშტაბით და ზომიერი მორთულობით წვლილი შეაქვს დავით აღმაშენებლის პროსპექტის მხატვრულ-ისტორიული სახის შექმნაში.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4164
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: აღმაშენებელი დავითის გამზ./141
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79307602
Y: 41.71589638