ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3316
ObjectID: 3316
ID: 3316
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: სახლი აღმაშენებლის პროსპექტისა და პასტერის ქუჩის გადაკვეთაზე მდებარეობს. იგი ორსართულიანია მანსარდით. ფასადის მხატვრულ-არქიტექტურული გადაწყვეტა მარტივია და მონოტონური. ორივე სართული დანაწევრებულია პილასტრების და ღიობების რიტმით. I სართულზე რუსტირებული, ხოლო II სართულზე კანელურებიანი პილასტრებია. ფასადებს ასევე ანაწევრებს სართულშუა პროფილირებული სარტყლები. პირველი სართული ფართო სწორკუთხა ვიტრინების რიგით ნაწევრდება. მეორე სართულს სწორკუთხა ფანჯრების უწყვეტი რიგი მიუყვება. ღიობებს პროფილირებული საპირეები აქვს. აღმაშენებლის პროსპექტზე გამავალი ფასადი აქცენტირებულია ცენტრში. ცენტრალური მონაკვეთი სადარბაზოს თაღოვან ღიობს უკავია, რომლის თავზე ასევე თაღოვანი ფანჯარაა გაჭრილი. შენობას აბოლოებს მაღალი, ორდონიანი პარაპეტი, რომლის I დონე ყრუა პილასტრებით და II დონე ბალიუსტრებისა და ტუმბოების მონაცვლეობით. აღმაშენებლის პროსპექტზე გამავალი ფასადი აქცენტირებულია თაღოვანი დაბოლოებით. სახლს მაღალი სახურავი აქვს, რომელშიც მანსარდაა მოწყობილი და მშვილდის მოყვანილობის თავიანი ღიობებით გამოდის. სახლს აქვს საკუთარი შიდა ეზო, რომელშიც პასტერის #2-ის ეზოს გავლით ვხვდებით. შენობა ეზოს სამი მხრიდან შემოწერს (მეოთხე მხრიდან ეზო მეზობელი სახლით იფარგლება). ეზოს ფასადები გვიანდელი გადაკეთებების შედეგად სახეცვლილია. პირველი სართულის მონაკვეთები ამოშენებულია, ხოლო მეორე სართულზე შუშაბანდი და ხის ღია აივანებია მოწყობილი. სახლი #144/2 ორი ქუჩის გადაკვეთაზე კომპაქტურად მორგებული გეგმარებითა და არქიტექტურული მასშტაბით ურბანული ღირებულების მქონეა. ის მნიშვნელოვან როლს თამაშობს მიმდებარე განაშენიანების ისტორიული ქსოვილის შექმნაში.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4167
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: აღმაშენებელი დავითის გამზ./144
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.7933878
Y: 41.71449028