CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3313
ObjectID: 3313
ID: 3313
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: საცხოვრებელი სახლი ჯ. კახიძის ქუჩა #4-ში მდებარეობს. ნაგებობა XIX საუკუნის ბოლო პერიოდით თარიღდება. პირველი სართული სხვადასხვა დაწესებულებებს უჭირავს, ხოლო დანარჩენი საცხოვრებელია. ნაგებობის ფასადი კლასიცისტური სტილის ნიშნებს ატარებს, ცენტრალურ ნაწილში პორტიკითა და მის ზემოთ აივნიანი ტერასით. რიზალიტებით აქცენტირებულია განაპირა მხარეები, სადაც ეზოში შესასვლელი თაღი და სადარბაზოა. ნაგებობა სიმეტრიულად დანაწევრებულია სწორკუთხა ფორმის ღიობთა რიგებით, მოხლოდ თაღოვანი ფორმის ღიობია მოთავსებული ეზოში შესასვლელი თაღის თავზე. თითოეული ღიობი მოჩარჩოებულია და გაფორმებულია სადა დეკორით. აღსანიშნავია შენობის სადარბაზო, ხის კარი, ასევე იატაკის დეკორატიული ფილები, ქვის კიბე და ასევე ქვაში შესრულებული რიკულებიანი მოაჯირები. სადარბაზო გაფორმებულია თაბაშირის მცენარეულ მოიტივებზე აგებული ორნამენტებით, რომელიბიც სიმეტრიულადაა განაწილებული სადარბაზოს კედლებზე და მართკუთხა ფორმის ჩარჩოებს კრავენ. ასეთივე ორნამენტებია სადარბაზოს ჭერზეც. ეზოს მხარეს ნაწილი ფასადის სადა აგურისაა, სადაც სამერცხლურიცაა განთავსებული, ხოლო დანარჩენ ნაწილში კი, როგორც ჩანს, აივანი იყო, თუმცა ამჟამად ამოშენებულია და შელესილია. შემორჩენილია ძველი გადახურვის დეტალები. სარდაფის სიმაღლე დაახლოებით 2.50 მეტრია.
ნაგებობა მაღალმხატვრული ღირებულებით გამოირჩევა და მისი დაცვა და შეანრჩუნება აუცილებელია.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4540
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: კახიძე ჯანსუღის ქ./4
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79428827
Y: 41.71214866