{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3311?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3311?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3311?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3311",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3311,
    "ID" : 3311,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "დინამოს სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, ორი ქუჩის კვეთაზე აღმართული შენობა ყურადღებას იქცევს შეულესავი წითელი აგურის ფასადებითა და შემინული ასიმეტრიული ფრანგული მანსარდით. შენობაზე, რომელიც დაახლოებით XX საუკუნის დასაწყისში აშენდა, უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვანი სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა და ნაგებობა საგრძნობ ცვლილებებს დაექვემდებარა. 2012-2013 წლებში სსიპ თბილისის განვითარების ფონდის დაკვეთით ახალგაზრდა ხუროთმოძღვართა ჯგუფმა ,,არქიტექტურულმა ბიურომ” გიორგი ცაბაძის ქუჩის რამდენიმე შენობის სარეაბილიტაციო პროექტი შეიმუშავა, რომლის ფარგლებშიც გ. ცაბაძის #11-ში მდებარე შენობას გამოეცვალა სახურავი, გაუმაგრდა ფუნდამენტი და განახლდა ფასადები. \nმნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძზე მდებარე შენობა სამხრეთით ოდნავ დამრეც რელიეფზე მდებარეობს და მოგრძო, საკმაოდ დიდი მოცულობის ჩრდილოეთისა და დასავლეთის ფასადებით ცაბაძე/წინამძღვრიშვილის ქუჩებზე გამოდის. გეგმით ხაზოვანი ნაგებობა წარმაოდგენს მრავალბინიან სამსართულიან საცხოვრებლ სახლს, ორი სადარბაზო შესასვლელით თითო ქუჩის მხრიდან. ფასადების კვეთაზე შენობას კუთხის წიბო ვიწრო ფასადის სახით აქვს ჩამოთლილი, მის პირველ სართულს სარდაფში ჩამავალი მაღალი ვიტრინა, ხოლო ზედა სართულებს რკინისმოაჯირიანი აივნები იკავებს. სადა და სიმეტრიული ქუჩისპირა ფასადები განსხვავებულადაა დამუშავებული პირველსა და ზედა სართულებზე. ცოკოლზე შემდგარი და მაღალი ვიტრინებით გაფორმებული (განახლებული ვიტრინები ტროტუარის დონემდე ცოკოლშია ჩაჭრილი) პირველი სართული აგურის წყობაში გამოყვანილი განიერი რუსტით არის დაფარული, ხოლო აგურისავე კრონშეინებზე დაყრდნობილი დეკორატიული თარო მას ზედა სართულებისაგან მიჯნავს. ზედა ორი სართული მეტალოპლასტმასის მაღალი,  სწორკუთხა სარკმლებისა და აივნის კარებების სიმეტრიულ რიგს მოიცავს. სარკმლები მარტივი და სადა დეკორით გამოიყოფა: აგურის წყობაში გამოყვანილი სწორკუთხა თავსართებითა და მის ქვემოთ ამოღრმავებული პარალეპიპედური თაროებით. ერთმანეთის თავზე მოქცეული, რკინისმოაჯირიანი ღია აივნები ორ წყვილადაა მოთავსებული შედარებით მოგრძო წინამძღვრიშვილის ქუჩის ფასადზე, ხოლო ერთ წყვილად _ ცაბაძის ქუჩის ფასადზე. შენობას ასრულებს თავდაპირველი სახურავის ყრუ დეკორატიული ოთხკუთხა თაროებით დამუშავებული ყრუ პარაპეტი და შენობის გეომეტრიზირებული პროპორციებისგან რადიკალურად განსხვავებული დინამიკური პროპორციების მინის მაღალი ტალღისებური მანსარდა. \nპირველ სართულზე სადარბაზო შესასვლელები განაპირა მხარეს არის მოქცეული. საფასადო დეკორიდან თვალშისაცემია ჩრდილოეთის მთავარი ფასადის სადარბაზო კარის გაფორმება: კარები მაღალ კრონშტეინებზე შესმულ ნახევრადწრიულ, შიდა აბრისზე დაკბილულ არქივოლტშია მოქცეული. სადაა აღმოსავლეთის, ასევე ქუჩისპირა ფასადის, სადარბაზო კარის ალათა _ სადა სწორკუთხა სარკმლების მსგავსი თავსართით. ორივე სადარბაზოს ძველი რკინისცხაურიანი კარები ახლით არის ჩანაცვლებული. თავად სადარბაზო მოზაიკური იატაკითა და ქვის მარშიანი კიბეებით არის გაფორმებული, კედლები შეღებილია, თუმცა დღევანდელი მდგომარეობა ცუდია: კედლებს ნესტი აქვს შეპარული, ნალესობა გაფუჭებულია. \nშენობის აღმოსავლეთის, ზურგის ფასადი ყრუა, ხოლო სამხრეთისკენ მიქცეული ეზოს ფასადი თავდაპირველად თბილისური ხის ღია აივნებით უნდა ყოფილიყო გახსნილი. მოგვიანებით ყველა აივანი შუშაბანდად გადაკეთდა, მათზეა მიდგმული ორი, რკინისა და ქვის კიბე (ქვის კიბით ძველი ხის კიბეა ჩანაცვლებული). ეზოს მხრიდან სახლს, გარდა კიბეებისა, სამი სადარბაზო შესასვლელი აქვს. თავად ეზო დახურული ტიპისაა, განახლებული ასფალტის საფარით, გამწვანებისა და მინაშენების გარეშე. სარდაფის ოთახები მხოლოდ ეზოს ფასადებზეა მიბმული, მათი სიმაღლე საკმაოდ დიდია, დაახლ. 3 მეტრამდე. სარდაფებში ნესტისა და წყლის ჩადგომის თავიდან ასაცილებლად ადგილობრივმა მოსახლეობამ საკუთარი ძალებით იატაკი ან მიწაყრილით ამოავსო, ან ბეტონი დაასხა. \nშენობის ავთენტურობა გარე ფასადებზე მნიშვნელოვნად არის შეცვლილი (ცოკოლის დონეზე ჩაჭრილი ვიტრინები, სადარბაზოს გამოცვლილი კარები და დანარჩენი კარ-სარკმლები, შეცვლილ-განახლებული რკინის აივნები და ასევე გამოცვლილი გადახურვა). ეზოს ფასადიც ახალი ქვის მიდგმული კიბითა და ზოგან ამოშენებული შუშაბანდით, ასევე ნაკლულია ავთენტურობის თვალსაზრისით. ამ ცვლილებების მიუხედავად, შენარჩუნებულია ქუჩის ფასადების თავდაპირველი მასალა _ ქართული აგური და აგურისავე წყობა, რაც მოფრთხილებას და დაცვას მოითხოვს.",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "5037",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "ცაბაძე გიორგის ქ./11.წინამძღვრიშვილი მიხეილის ქ./200",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eუახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს",
    "ExactDate" : "მე-20 საუკუნის დასაწყისი",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "\nსავაჭრო;საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003e1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;",
    "CurrentFunction" : "\nსაცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003e1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;\nსავაჭრო;ფუნქციის გარეშე;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.791851659999999,
    "Y" : 41.722022029999998
  }
}