{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3310?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3310?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3310?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3310",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3310,
    "ID" : 3310,
    "Name" : "ყოფილი თსს",
    "FullName" : "ყოფილი თსს",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "სახლი მთავარი ფასადით აღმაშენებლის პროსპექტზე გამოდის. აგურით ნაშენი შენობა სამსართულიანია მანსარდით. შენობის III სართული და მანსარდა მოგვიანებითაა დაშენებული, რაც ნათლად ჩანს მის არქიტექტურული იერ-სახის გადაწყვეტაში; II სართულის მკვეთრად გამოხატული, პროფილირებული კარნიზი გამოყოფს მას დაშენებისგან. ფასადის I და II სართულები (ძველი) გაულესავია, ხოლო დაშენება გალესილია და დაფერილი. \nფასადზე მკვეთრად გამოხატული ორი რიზალიტია, რომლებიც წაგრძელებული, აგურის წყობაში გამოყვანილი, საინტერესოდ გადაწყვეტილი შვერილებით ბოლოვდება. მის I სართულზე ხის ორფრთიანი კარებია, რომელთა თავზე თაღოვანი, დიდი ზომის ფანჯარაა და შემდგომ, სამკუთხა შვერილებში ჩაყოლებული წრიული სარკმლები. შენობის II და III სართულების საფასადო სიბრტყე დანაწევრებულია მშვილდის მოყვანილობისთავიანი ღიობების რიტმით. ღიობებსშორისი სიბრტყეები, აგურის წყობაში გამოყვანილი ნიშებითა და დეკორითაა გაფორმებული. ფასადის ამ ნაწილს, II სართულის თავზე მოზრდილი, ასევე აგურის წყობაში გამოყვანილი კარნიზი აბილოებს. I სართულზე II სართულის ანალოგიური ღიობებია და საფასადო სიბრტყე (აგურის წყობაში გამოყვანილი) რუსტირებულია. რაც შეეხება დაშენებას, იგი არქიტექტურული მოცულობით ძველს იმეორებს. რიზალიტების გაგრძელებაზე ვითარდება ორსართულიანი დაშენება, რომელიც ტრაპეციული შვერილით სრულდება. \nეზოს ფასადი აგურისაა და გადაღებილია. ღიობებს გარშემო აგურის წყობაში გამოყვანილი მოჩარჩოება აქვთ და საფასადო კედელიც, ასევე აგურის წყობაში გამოყვანილი დეკორატიული წყობითაა გაფორმებული. \nშენობა გეგმარებითა და არქიტექტურული მასშტაბით ურბანული ღირებულების მქონეა, იგი მნიშვნელოვან როლს თამაშობს მიმდებარე განაშენიანების ისტორიული ქსოვილის შექმნაში.",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4172",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "აღმაშენებელი დავითის გამზ./148",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eუახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს",
    "ExactDate" : "მე-20 საუკუნის დასაწყისი",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : ";",
    "CurrentFunction" : "ადმინისტრაციული\u003e\u003eსხვა;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.791884109999998,
    "Y" : 41.716553150000003
  }
}