CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3306
ObjectID: 3306
ID: 3306
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
Description: შენობა ორსართულიანია და აგურით არის ნაშენი. გეგმას ლათინური ასო L-ის კონფიგურაცია აქვს. ფასადები, რომელიც აღმაშენებლის გამზირზე და ბაქოს ქუჩაზე გადის თითქმის ერთნაირადაა გადაწყვეტილი, თუმცა ამათგან მთავარი (აღმაშენებლის გამზ.) უფრო მეტადაა არქიტექტურულ-დეკორატიული დამუშავებული და გაფორმებული. სახლის ფასადების აგურის წყობა შეულესავია, ღარები სპეციალური ტექნიკით დამუშავებული. ეზოს ფასადი კი თბილისური ტრადიციისამებრ ხის აივნებით იყო გაფორმებული, რომელიც შუშაბანდებადაა გადაკეთებული. მთავარი ფასადის განაპირა მარცხენა კიდეში რიზალიტია. მის I სართულზე სადარბაზოში შესასვლელი ორფრთიანი ხის კარია, რომლის თავზეც ლითონის წინფრაა. კარის გაგრძელებაზე, შეისრულთაღიანი, მაღალი ღიობია, რომლითაც სადარბაზო ნათდება ორივე სართულზე. ღიობს თავსა და ძირზე აგურის წყობაში გამოყვანილი და სპილოსძვლისფრად შეღებილი თავსართი აქვს. ღიობის შუაწელზე, ორივე მხარეს მოჩუქურთმებული ფრიზი გასდევს. ფასადის მარჯვენა მხარეს მეორე შესასვლელი კარია (სავარაუდოდ სადარბაზოსი (II), რომლის მეშვეობითაც ზედა სართულებზე ხვდებოდნენ). კარის გვერდით, შენობის კუთხეში დიდი შემინული ლოჯიაა, რომელიც თავდაპირველად გახსნილი უნდა ყოფილიყო, რაზეც მიგვანიშნებს ლითონის დაბალი მოაჯირი და სხმული, დეკორირებული კოლობენი. II სართულზეც ანალოგიური უნდა ყოფილიყო, თუმცა დღესდღეობით ჩვენამდე მოაღწია დიდი ზომის ხის შუშაბანდმა, რომლის წინაც ლითონის აჟურული აივანია. ცენტრალური ნაწილის I სართულის ღიობებს ასევე აგურის წყობაში გამოყვანილი და სპილოსძვლისფრად შეღებილი საპირე აქვს, რომელსაც დეკორატიული ელემენტი აგვირგვინებს. II სართულის ღიობებს კი, მხოლოდ თავსართები და გვერდებზე მოკლე საპირეზე დადგმული მცირე ზომის დეკორატიული სვეტები. ბაქოს ქუჩაზე გამავალი ფასადი უფრო გრძელია, მთავარ ფასადთან შედარებით და დანაწევრებულია ღიობების რიტმით, რომლებიც ანალოგიურადაა გაფორმებული, როგორც ზემოთხსენებული. ამ ფასადის ბოლოს III სადარბაზოს შეისრულთაღიანი ღიობი გამოდის. ფასადის გაგრძელებაზე ხის შუსაბანდის ნაწილი მოჩანს. ორივე ფასადს აგურის წყობაში გამოყვანილი და სპილოსძვლისფრად შეღებილი სარტყლები ჰყოფს და მაღალი, ქონგურებიანი პარაპეტი აბოლოებს, რომელიც მთავარი ფასადის განაპირა ნაწილებში და გვერდითი ფასადის მცირე მონაკვეთზე (ბაქოს ქ-ის მხარეს) შემაღლებულია. მთავარი ფასადის მარჯვენა პარაპეტის უკან (გეგმაში მართკუთხა), სპილენძის ე.წ. "ქერცლით" შემოსილი გუმბათია, რომელსაც ლითონის დეკორატიული თავსართი ამკობს (ანალოგიურია მარცხენა მხარესაც, ოღონდ თავად პარაპეტზე). გუმბათი და ლითონის დეკორატიული თავსართები საარქივო მასალაზე დაყრდნობით აღდგა. ეზოს ფასადები ხის შუშაბანდებითაა შემოსილი. ძირითადი ნაწილის I სართული ამოშენებულია და გალესილი, ხოლო ფლიგელის I სართულზე ღია აივანია, ხის სვეტებიანი და მოაჯირით (ლითონის ბადე, ხის სახელურით). მხოლოდ II სართულის მცირე მონაკვეთზეა შემორჩენილი აივნის ნაწილი. II სართულის შუშაბანდებს და აივანს ჭვირული მოაჯირები აქვს, რომელთა წინ შეკიდული ორი მცირე ზომის აივანია ლითონის ბადისებრი მოაჯირებით. სკვერში გამავალი ფასადი აგურისაა, რომლის I და II სართულებზე საპირეებიანი ღიობებია. მარცხენა განაპირაკიდეში, II სართულზე ხის ჭვირულმოაჯირიანი აივანია. სახლს აქვს სარდაფი, რომლის ჩასასვლელიც III სადარბაზოდანაა. შენობა არქიტექტურული თვალსაზრისით ერთ-ერთი გამორჩეული ღირებულების მქონეა და დიდ როლს თამაშობს დავით აღმაშენებლის გამზირის მხატვრულ-ისტორიული და არქიტექტურული სახის შემქნაში.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3920
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ბაქოს ქ./2.აღმაშენებელი დავითის გამზ./157
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;ფუნქციის გარეშე;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79163855
Y: 41.71771262