CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3303
ObjectID: 3303
ID: 3303
Name: კინოთეატრი "აპოლო"
FullName: კინოთეატრი
Description: კინოთეატრი "აპოლო" თბილისის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ცნობილი შენობაა. ეს იყო გასაბჭოებამდელი თბილისის ყველაზე დიდი კინოთეატრი. თავისი ზომით და მხატვრული გაფორმებით ის ახლაც გამორჩეულია დავით აღმაშენებლის პროსპექტზე. ნაგებობა მოდერნის სტილის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია თბილისში. ის დავით აღმაშენებლის პროსპექტისა და ია კარგარეთელის ქუჩის კუთხეში დგას და ფასადებით ორივე მხარეს გადის. სამსართულიანი შენობა ე.წ. რუსული აგურითაა ნაგები. ფასადები შელესილია და შეღებილი. ნახევარწრიული ფორმით შერბილებული კუთხე კარგად აღიქმება აღმაშენებლის გამზ-ის სხვადასხვა წერტილიდან. ფასადებმა ძირითადად პირვანდელი სახით მოაღწია ჩვენამდე. დავით აღმაშენებლის პროსპექტისკენ მიქცეული ფასადი შედარებით მოკლეა, ვიდრე კარგარეთელის ქ-ზე გამავალი ფასადი. კუთხის ბისექტრისის მიმართ სიმეტრიულად, შენობის ნაწილები იდენტურად არის დამუშვებული და გაფორმებული არქიტექტურული დეტალებითა და ორნამენტებით. I სართულზე შესასვლელი კარების რიტმი ანაწევრებს. განაპირა ე.წ. ფრთების ფასადების II სართულზე დიდი ღიობებია, რომელსაც იონურკაპიტელიანი (გეგმაში მართკუთხა) სვეტები ანაწევრებს, რომლის წინაც ბალიუსტრებიანი მოაჯირია. მის თავზე ნახევარწრიული ვიტრაჟია დეკორატიულად გაფირმებული თავსართით. ამ განშტოებების განაპირა კიდეებს, ორი სართულის სიმაღლის პილასტრი ასრულებს. საფასადო სიბრტყეები მორთულია ნაძერწი გირლანდებითა და დაფებით. შენობის ცენტრალური ნაწილი (გეგმაში ნახევარწრიული) სადადაა გაფორმებული. II და III სართულების საფასადო სიბრტყეებს მართკუთხა ღიობები ანაწევრებს. ღიობებსშორის კედლებზე ორი სართულის სიმაღლის იონურკაპიტელიანი პილასტრი ამკობს. შენობის ამ ნაწილს აბოლოებს გუმბათის მაღალი ყელი, მორთული ნაძერწი გირლანდებით, რომელსაც აგვირგვინებს დიდ ზომის გუმბათ. გუმბათი შემოსილია თუნუქის, დაბალგვერდიანი ე.წ. "ქერცლით”. ამ ნაწილის ცენტრში, I სართულზე სამი შესასვლელი კარია. კარგარეთელის ქუჩისკენ მიმართული ფასადი გრძელია და გაფორმების თვალსაზრისით სამ მონაკვეთად იყოფა. კიდურა ნაწილები ერთმანეთის იდენტურია და ზუსტად იმეორებს დავით აღმაშენებლის პროსპექტისპირა ფასადს. ამ ფასადის ცენტრალური მონაკვეთი სიგრძით სჭარბობს განაპირებს და სხვაგვარადაა გადაწყვეტილი. ვიზუალურად ის ორ სართულად ნაწევრდება. პირველ სართულზე სიმეტრიულად არის განლაგებული სამი ფართო შესასვლელი. შუაკედლისები გაფორმებულია პილასტრებით. მათ თავზე, კარების არქიტრავების დონეზე, ჩართულია სკულპტურული კომპოზიციები, რომლებიც პროსპექტისპირა ფასადის არქიტრავის კომპოზიციას. ამ კომპოზიციების ზემოთ, ლუნეტებს შორის გაჭრილია ორნამენტულსაპირიანი წრიული ფორმის ფანჯრები. ფანჯრების აქეთ-იქით კედელი ნაძერწი დეკორით არის შემკული. მეორე სართულს სამი სამმაგი მართკუთხა ფანჯარა ანაწევრებს. მათი ღიობების ქვედა არეებს რიკულები მიუყვება. ყოველი სამღიობიანი ფანჯრის ზემოთ კედელზე რიტმულად არის ჩამწკრივებული ათ-ათი მართკუთხა სარკმელი. შუაკედლისების კიდეები იონიურკაპიტელიანი პილასტრებით არის მორთული, ხოლო პილასტრებს შორის ზედა არეზე არის ნაძერწი ორნამენტი. ფასადის ზედა ნაწილები სხვადასხვა ზომის გირლანდებითაა გაფორმებული. ფასადის მარჯვნივ არის ეზოში შემავალი ალაყაფის მართკუთხა ღიობი ლითონის ჭიშკრით. შენობა მაღალი მხატვრული და ისტორიული ღირებულებით გამოირჩევა. მას არსებითი წვლილი შეაქვს დავით აღმაშენებლის პროსპექტისა და მიმდებარე ტერიტორიის არქიტექტურული სახის შექმნაში.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4157
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: კარგარეთელი იას ქ./.აღმაშენებელი დავითის გამზ./135
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასაწყისი
InitialFunction: კულტურა>>კინოთეატრი;
CurrentFunction:
კულტურა>>კინოთეატრი;ფუნქციის გარეშე;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79350043
Y: 41.71543722