CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3301
ObjectID: 3301
ID: 3301
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: საცხოვრებელი სახლი მდებარეობს აღმაშენებლის გამზ-ის სიღრმეში. იგი ორ სახლს აერთიანებს. ეს კომპლექსი ჩიხის სიღრმეში გრძივად ვითარდება. შენობები ერთმანეთთან დაკავშირებულია შუშაბანდიანი ფლიგელებით, რომელთაც კიბის უჯრედი და ეზოში გასასვლელი გვირაბი აერთიანებს. ეს მონაკვეთი ჩიხის მიმართ შეწეულია და წინ ლითონის დაბალი მესერით შემოსაზღვრული ბაღი აქვს. ორივე სახლი სამსართულიანია, სარდაფით და აგურით არის ნაშენი. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდება ფასადების დამუშავების ტექნიკითა და გეგმარებითი გადაწყვეტით. პირველი სახლის (აღმაშენებლის გამზ-ისკენ) ფასადები დამუშავებულია ზოლოვანი რუსტიკით. მისი I სართულის რუსტიკა ხაოიანია, II სართულის გლუვი, ხოლო III სართულის, დაბალღარიანი. აღმაშენებლის გამზ-ისკენ მიმართული ფასადის მარჯვენა მონაკვეთზე საფასადო სიბრტყიდან მცირედგამოწეული რიზალიტი აქვს. შენობის II და III სართულის ღიობები მართკუთხაა, პროფილირებული საპირეებით და დეკორატიული სომებით. I სართულის ღიობებიც მართკუთხაა საპირეების გარეშე. რიზალიტის წინ და გვერდით ფასადებზე სარდაფში ჩასასვლელია. გვერდით ფასადზე სარდაფის სარკმელები მოჩანს. ამ ფასადის მარცხენა კიდეში, II სართულის დონეზე ახალი, უსახური მინაშენია, რომლიც არათუ ამახინჯებს სახლს, არამედ ზიანსაც აყენებს მის ფიზიკურ მდგრადობას. აღმაშენებლის გამზირისკენ მიმართულ ფასადზე თითოეულ სართულზე სხადასხვა ზომის ლითონის აჟურული აივანია, ჭადრაკულად განაწილებული. ასეთივე აივნები სახლის გვერდითა ფასადზეც არის. ფასადებს აგვირგვინებს პროფილირებული კარნიზი (მის ძირს დეკორატიული მოდულიონების რიგით) და პარაპეტი, რომლის ნაწილებია შემორჩენილი. სავარაუდოდ, ლითონის ჩანართები, უკვე აღარ არსებობს. აღმაშენებლის გამზირისკენ მიმართული ფასადის I სართულზე, მარცხენა კიდეში სადარბაზოა განთავსებული, რომელსაც ხის ორფრთიანი კარი აქვს (მხატვრულად დამუშავებული). აღნიშვნის ღირსია სადარბაზოს ინტერიერი. ის მდიდრულადაა დეკორირებული და მთლიანად მოხატულია. ორმარშიან კიბეზე მოზაიკური საფეხურებია და ლითონის ჭედურად დამუშავებული მოაჯირები მიუყვება. სადარბაზოს თავზე მოწყობილია შუქფარანი, რომელიც მას ანათებს. მეორე სახლი ჩიხის სიღრმეში მდებარეობს და წინა სახლის ანალოგიურად, მისი ფასადები ერთგვაროვნადაა დამუშავებული. სამივე სართულის საფასადო სიბრტყე ლესვაში გამოყვანილი აგურის იმიტაციითაა გაფორმებული. ღიობები მართკუთხაა და მათი მორთულობით ხდება საფასადო სიბრტყის გაფორმება. სახლის უკანა ფასადი აქცენტირებულია რიზალიტით, რომლის I სართულზე სადარბაზოს ავთენტური, სიხ კარია. სადარბაზო აქაც გამოირჩევა მხატვრობით გაფორმებული ინტერიერით. სადარბაზოს ორმარშიან კიბეზე მოზაიკური საფეხურებია და ლითონის ჭედურად დამუშავებული მოაჯირები მიუყვება. მის თავზე მოწყობილია შუქფარანი. რიზალიტის II და III სართულებზე, კედლის სიბრტყეში მოქცეული ბალუსტრადებიანი აივნებია. რიზალიტს აგვირგვინებს სამკუთხა ფრონტონი, რომელიც სახლის დამაგვირგვინებელ კარნიზს ერწყმის. ზემოთ აღწერილი ორ სახლს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, შუშაბანდებიანი ფლიგელი აერთიანებს, რომელთა შუა კიბის უჯრედი და ეზოში გასასვლელი გვირაბია. ხის ავთენტური შუშაბანდების ნაწილი სახეცვლილია მოსახლეობის მიერ. მათ სვეტებზე შემორჩენილია პროფილირებული თავსართები. გვირაბში ოთხმარშიანი, ლითონის (ავთენტური) კიბეა. გვირაბის გავლით ვხვდებით შიდა ეზოში, რომლის მიმართ სახლები ხის შუშაბანდებით იხსნება. აქაც შუშაბანდების ნაწილი სახეცვლილია და გადაკეთებული. ვიზუალური დათვალოერების შედეგად შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ ეს ორივე სახლი ცუდ მდგომარეობაშია, არა მხოლოდ ხანდაზმულობის გამო, არამედ კომუნიკაციების გაუმართაობისა და დაუდევრობის მიზეზით. სარდაფის ღიობები და ჩასასვლელები დაუცველია ზედაპირული წყლებისგან. სარდაფში პერმანენტულად დგება წყალი და მოსახლეობა ტუმბავს მას, რამაც გამოიწვია საძირკვლის ჯდენა. ორივე სახლზე მკაფიოდ ჩანს დიაგონალური და ვერტიკალური ბზარები; გაუმართავია სახურავის წყალამრიდი სისტემაც. დღესდღეობით აქ მიმდინარეობს გამაგრებითი სამუშაოები, რომელიც სერიოზული კონტროლის ქვეშ უნდა მიმდინარეობდეს. იმ შემთხვევაში, თუ სახლს მიწისქვეშა წყალი არ მოშორდება, მდგომარეობა შესაძლოა დამძომდეს. სავალალო მდგომარეობაშია სადარბაზოების უნიკალური მოხატულობაც. აღწერილი სახლები თავისი მასშტაბით, ზომიერი მორთულობით და მხატვრულ-არქიტექტურული გადაწვეტით, მნიშვნელოვან როლს თამაშობს დავით აღმაშენებლის პროსპექტის მხატვრულ-ისტორიული და არქიტექტურულ-გეგმარებითი სახის შექმნაში.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4135
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: აღმაშენებელი დავითის გამზ./111
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის 1-ლი ნახევრის ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის 1-ლი ნახევრის ქალაქური საცხოვრისი;ფუნქციის გარეშე;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79591934
Y: 41.71267935