ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 32
ObjectID: 32
ID: 32
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
Description: საცხოვრებელი სახლი ნაშენია რიყის ქვისა და აგურის წყობის მონაცვლეობით. შენობა ერთსართულიანია, ღარიანი კრამიტით გადახურული. ოთახები ანფილადურად არის განლაგებული. აგურის ბურჯებზე დაყრდნობილი სახურავი, რომელიც აგურით მოპირკეთებულ ტერასას ფარავს. სახლის ჩრდილოეთი კედლის ფასადი 6 ფანჯრითა და კარის ღიობებითაა დანაწევრებული. ფანჯრის ალათები სწორკუთხედშია მოქცეული. კარ-ფანჯრების ზემოთ, 15-20 სმ-ის დაშორებით ორსაფეხურა, მარტივი ჰორიზონტალური სარტყელია, რომელსაც ღიობების სამკუთხა ფრონტონები ეყრდნობა. ჩრდილოეთის ფასადის ღიობები მართკუთხაა, ამავე ფორმის თავსართებით, რომლებიც შეკრულია პროფილირებული თარო-ლავგარდანით. ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან სახლს აივანი შემოუყვება. იატაკის ფილაქანი ბრტყელი ქართული აგურითაა მოპირკეთებული, რომელზედაც ცხრა აგურის ბოძია ჩამწკვრივებული, აქედან ოთხს თავდაპირველი მრგვალი თარო-კაპიტელი აქვს. სვეტების წყობაში საგანგებოდ გამომწვარი სამკუთხა ფორმის ლეკალური აგურია გამოყენებული, კედლები, სვეტები ბათქაშით და თეთრი კირის ხსნარით არის დაფარული. ქუჩის მხარეს სახლს რიყის ყორე-გალავანი ზღუდავს, რომელიც საცხოვრებელი სახლის ორგანული ნაწილია. სახლი უნიკალურია თელავის არქიტეტქურისათვის. დეკორის, სვეტების, კარსარკმელების ხასიათით ის უფრო XVIII საუკუნეს მიეკუთვნება, თუმცა, თვალსაჩინოა ასევე კლასიციზმის ელემენტები (ჯერ კიდევ შეუსაბამო პროპორციის დაბალი სვეტები). თელავში ამგვარი სახლის კიდევ ერთი ნიმუშია - ყაზახიშვილების სახლი თეიმურაზ II ქუჩაზე.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2006-02-23
StatusDocNumber: 3/46
RegistryN: 103
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: კახეთი
Municipality: თელავი
Settlement: თელავი
Address: ერისთავი/20
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.; უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: XIXს. დასასრული XX ს. დასაწყისი
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;სხვა;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 45.46815855
Y: 41.92149857