ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3298
ObjectID: 3298
ID: 3298
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
Description: ე.წ. ,,ტრამვაელთა” მიკრორაიონის შენობა გიორგი ცაბაძის ქუჩის სპეციფიკური განაშენიანების ერთ-ერთი სახასიათო ნაგებობაა. ეს საცხოვრებელი სახლი, როგორც სტალინური არქიტექტურის ადრეული ეტაპის ნიმუში, საყურადღებოა საფასადო კომპოზიციის გადაწყვეტისას როგორც ისლამურ-მავრული არქიტექტურის მოტივების აპელირებით, ასევე ,,ეროვნული სტილთან” ურთიერთმიმართებითაც, რაც იმ დროისთვის, როგორც წესი, შუა საუკუნეების საეკლესიო ხუროთმოძღვრების დეკორატიული მოტივების ციტირებას გულისხმობდა. ტრამვაის მუშათა საცხოვრებელი კომპლექსი, რომლის შემადგენლობაშიც შედის გ. ცაბაძის #3-ში მდებარე კორპუსიც, 1928 წელს არქიტექტორ დავით ჩისლიევის პროექტით დავით აღმაშენებლის გამზირზე აშენდა. იმ დროისთვის მიკრორაიონირება, როგორც ახალი ქალაქმშენებლობითი კონცეფციის ნაწილი, ფუნქციურ-გეგმარებით სიახლეს წარმოადგენდა. მიკრორაიონს განაშენიანების მულტიპროფილურობა და მოსახლეობის მომსახურების საფეხურობრივი სისტემა ედო საფუძვლად. კომპლექსში შედიოდა 12 საცხოვრებელი კორპუსი (ამჟამად 8 კორპუსია შემორჩენილი), რომელბიც ექვს პარალელურ რიგს ქმნიდა. კვარტლის ტერიტორიის ნახევარზე მეტი გათვალისწინებული იყო ეზოებისთვის, სპორტული და სათამაშო მოედნებისთვის. პროექტში ასევე ჩადებული იყო აბანო, სამრეცხაო, მაღაზიები, ბიბლიოთეკა, სასადილო, საბავშვო დაწესებულებები. გ. ცაბაძის #3-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსი გეგმარებით ხაზოვანია. ის წარმოადგენს მრავალბინიან სამსართულიან სახლს, სამი სადარბაზო შესასვლელით ეზოს მხრიდან. რელიეფი, რომელზეც კორპუსი დგას, მცირედაა დახრილი სამხრეთით, მტკვრის სანაპიროსკენ. სახლის მთავარი ფასადი დასავლეთით გადის და ბ. პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონს გადაჰყურებს. სახლი საერთო კონფიგურაციით და მასათა განაწილებით სიმეტრიულია. ქუჩისა და ეზოსპირა ფასადები სამ ძირითად მოცულობად ნაწევრდება: ქუჩის მხარეს მცირედშვერილ განაპირა რიზალიტებში ღია ორ სართულზე ლოჯიებით გახსნილი ცენტრალური საცხოვრებელი ბლოკია მოქცეული (ლოჯიები დღეისთვის შუშაბანდებით არის დახურული). ეზოს მხარეს შენობა სამ რიზალიტად ნაწევრდება, მათ შორის, ყველაზე წინ ცენტრალური რიზალიტია წამოწეული. შენობის გვერდითა ფასადებიდან ჩრდილოეთის მხარე ყრუა და მეზობელ კორპუსს ებჯინება, ხოლო სამხრეთის ფასადი თავდაპირველად პირველ და მეორე სართულებზე ღია ლოჯიებით იხსნებოდა, მათ თავზე კი ღია ტერასა-აივანი იყო მოწყობილი (დღეს ლოჯიებში სარკმლებია ჩადგმული, ხოლო ტერასა _ ამოშენებული და გადახურულია). სადარბაზოებში რკინის მოაჯირიანი და ქვის მარშიანი კიბეებია განთავსებული. კორპუსის საკმაოდ მაღალი (დაახლ. 3 მ) ბრტყელჭერიანი სარდაფი ეზოს ფასადზე ნახევარსარკმლებით გამოდის. კარისა და ფანჯრის ყველა ღიობი, გარდა ქუჩის მთავარ ფასადზე განაპირა რიზალიტების მეორე სართულის შეისრული ფორმის ფანჯრებისა, სწორკუთხაა. ძირითადი სამშენებლო მასალა აგურია, სახურავის მასალა _ ლითონი. ბოლო წლებში კორპუსზე სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა და ფასადები განახლებულია. მთავარ და სამხრეთის გვერდითა ფასადზე ლოჯიებია განთავსებული.Gგ. ცაბაძის ქუჩის მხარეს კორპუსის შუა ბლოკზე ლოჯიების თაღების ფორმები სართულების მიხედვით სხვაობს: მეორე სართულზე სამყურა ფორმისაა, ხოლო მესამე სართულის ლოჯიების გამაერთიანებელი სვეტების, რომლებიც დედაბოძის თავისუფალი ინტერპრეტაციით არის მოცემული, მარტივი აბრისის მქონე ,,კაპიტელების” გადაბმა ლოჯიათა თაღედ სტრუქტურას ქმნის. კორსპუსის ფასადს ასრულებს სადა ძლიერად შვერილი კარნიზი და სამერცხლე სარკმლებით დაცხრილული სხვენი. საფასადო პლასტიკის მთავარ სამკაულს ქმნის შუა საუკუნეების ქართულ-ისლამური არქიტექტურის დეკორატიული მოტივების მიხედვით გადაწყობილი, ნალესობაში გამოყვანილი რელიეფები შეისრულთაღიანი ფანჯრების ალათებიდან, ლოჯიების პარაპეტებიდან, სამხრეთის გვერდითა ფასადზე პირველი და მეორე სართულების გამაერთიანებელი კედლის ბრტყელი პილასტრების კაპიტელებიდან, მთავარი ფასადის მესამე სართულზე ლოჯიათა თაღედის სვეტების გაფორმებიდან. ძეგლის მნიშვნელობას ისტორიულ კონტექსტთან ერთად მისი მხატვრულობაც განაპირობებს. ავთენტურობის ხარისხი, მიუხედავად რიგი ჩარევებისა (შუშაბანდებად გადაკეთებული და ამოშენებული ლოჯიები, ამოშენებული ტერასა) შენარჩულებულია და მხატვრულ-არქიტექტურული გადაწყვეტა ჯერ კიდევ თავდაპირველია. აუცილებელია ნაგებობის ფიზიკური შენარჩუნება, მხატვრული გადაწყვეტის დაცვა.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4569
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ცაბაძე გიორგის ქ./3
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი, 1928 წელი
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი; სავაჭრო;ფუნქციის გარეშე;
Classification: არქიტექტურის,ქალაქთმშენებლობის (ურბანული)
Accuracy: სწორია
X: 44.79003792
Y: 41.72146058