{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3297?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3297?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3297?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3297",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3297,
    "ID" : 3297,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "გეგმარებით ხაზოვანი, ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი მოსწორებულ რელიეფზე დგას და ცენტრალური სამხრეთის ფასადით აღმაშენებლის გამზირს გადაჰყურებს. ქუჩის წითელ ხაზზე გამოტანილ ორსართულიან ფასადზე შენობის მთავარი საცხოვრებელი ოთახებია განთავსებული, ხოლო დამხმარე სათავსების პერპენდიკულარული ფრთა, რომელიც მოგვიანებით რამდენიმე მინაშენისა თუ დაშენების წყალობით, მომცრო საცხოვრებელი ფართების უსახურ ჯაჭვად გარდაიქმნა, ჩრდილოეთით საკამოდ წაგრძელებულ ფრთას ქმნის. სახლის თავდაპირველ შესასვლელს მარჯვნივ მდებარე მაღალი ჭიშკარი და ეზოს ფასადზე მიდგმული კიბეები წარმოადგენდა, თუმცა ამჯერად ქუჩის მხარეს პირველ სართულზე შესვლა ახლადგაჭრილი კარითაც არის შესაძლებელი. ეზოს ჭიშკარზე მოგვიანებით არის დაშენებული მომცრო ოთახი. \nაღსანიშნავია შენობის ცენტრალური ფასადის მხატვრული გაფორმება. ფასადს სამი მძლავრი ჰორიზონტალი ანაწევრებს: ცოკოლის, სართულშუა თაროსა და კარნიზის პროფილები. პირველი სართულის ნალესობაში გამოყვანილი რუსტი მეორე სართულის გლუვ კედლებს უპირიპირდება, მაგრამ, სამაგიეროდ, ზედა სართულზე თავმოყრილი მცენარეული ორნამენტით მოჩითული დეკორატიული მომცრო თაროები სარკმლებს ქვემოთ და ასევე, მცენარეული გადაწყვეტა აქვს საჭექ ქვებს სარკმელთა სადად პროფილირებულ მოჩარჩოებაში, განსხვავებით პირველი სართულის უფრო გეომეტრიული ნახატის მქონე საჭექი ქვებისაგან. \nეზოს ფასადის თავდაპირველი სახიდან მხოლოდ მცირე ნაშთებია დარჩენილი, მათ შორის, ჭვირული ხის აივნის ფრაგმენტები. ფასადის სახეცვლილება ისედაც ვიწრო ეზოს ხარჯზე მიმდინარე საცხოვრებელი ფართების გაფართოება-დაშენებას უკავშირდება. ეზოს მხარეს მოქცეული სარადფული სათავსების სიმაღლე დაახლ. 2 მეტრია. ეზოში დგას ასწლოვანი ჭადრის ხე, რომლის დიამეტრის სიდიდე ვიწრო ეზოს ფონზე სახიფათოდ შთამბეჭდავია. ბოლო წლების განმავლობაში შენობაზე განხორციელდა სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის შედეგადაც სახლმა საგრძნობლად იცვალა იერსახე. \nXIX საუკუნის ბოლო მეოთხედის ნაგებობას ფსევდო-კლასიცისტური მწყობრი სისადავითა და სპეციფიკური დეკორით ხასიათდებოდა. საკამათო რესტავრაციამ ცემენტით შელესა და ყრუ კედლებში ჩასვა კიბის კონსტრუქციები ეზოს მხარეს, ხოლო ქუჩის ფასადზე პირველი სართულის ოთხი სარკმლიდან ერთი კარად აქცია, მეორე _ ცოკოლის ხაზამდე დასულ ვიტრინად; ყველაზე მეტი იმპროვიზაცია გადახურვას შეეხო, როდესაც უპარაპეტო, კარნიზული გადახურვა მაღალი ფრანგული ყაიდის მანსარდით, მცირე ატიკის სართულით, რელიეფური ორნამენტით შევსებული, მშვილდათაღოვანი და სარკმლებიანი ფრონტონითა და მანსარდაზე დასმული ტალღოვანი ალათების მქონე სამერცხლულებით შეიცვალა და გადასხვაფერდა. შენობის ეკლექტური კომპოზიცია კიდევ უფრო გართულდა. ამდენად შენობის მხატვრულ-არქიტექტურულმა იერსახემ ფორმის სიწმინდე და ავთენტურობის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა. თუმცა, შენობის ფიზიკური შენარჩუნება ქუჩის განაშენიანების მხატვრულ-არქიტექტურული მნიშვნელობის გამო აუცილებელია, ისევე, როგორც ფასადის მხატვრული გადაწყვეტის დაცვა.",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4192",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "აღმაშენებელი დავითის გამზ./187",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის დასასრული",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;",
    "CurrentFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.79004913,
    "Y" : 41.720027680000001
  }
}