ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3296
ObjectID: 3296
ID: 3296
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ნაგებობა გეგმარებაში კვადრატული ფორმისაა და ორი სრული სართულისაგან შედგება. შენობის ძირითადი კორპუსი დანგრეულია, მოშლილია კონსტრუქციული ელემენტები და ამდენად, ის ძალზე, მძიმე მდგომარებაშია. შიდა ეზოს მხრიდან, ნაგებობას მოშლილი აქვს ერთი გვერდი და მისგან დარჩენილია მხოლოდ, ძირითადი ნაწილი, შიდა ეზოს აივნებისა და ხის სრტუქტურის გარეშე. მეორე გვერდით, შენობა სხვა ნაგებობაზეა მიდგმული. დარჩენილია მხოლოდღა, მთავარი ფასადი. ძეგლის ყოველგვარი ღირებულებაც, რომელიც უთუოდ, დასაცავ ფასეულობათა რიგს განეკუთვნება, მთავარ ფასადზეა შემორჩენილი. სწორედ, ნაგებობის ამ ფასადზეა მოცემული ვრცელი, ხის აივანი, ხოლო, მის ქვედა არეში გაჭრილია სარკმლები. ამდენად, ფასადის გადაწყვეტა მარტივი და სადაა. საფასადო ნაწილი, ქვედა არეში შელესილია და ამავე ნალესობაშია გამოყვანილი ფანჯარათა მოჩარჩოება, მისი საპირე. საპირის გადაწყვეტაც ასევე, სადაა - მისი დაბოლოება ნახევარწიულ ფორმაშია გამოყვანილი. თაბაშირით მოჩარჩოებული სარკმლები ერთგვარ აქცენტებად გვხვდება მუქი ფონის ნალესობაზე. ორი ფანჯრის გვერდით კი გვხვდება ნაგებობის მთავარი მხრიდან არსებული შესასვლელი, რომლის საპირეც სარკმლების მსგავს მოტივს იმეორებს. კართან, მის წინა არეში, მოწყობილია ქვისგან აშენებული კიბის მცირე უჯრედი. აღსანიშნავია, რომ სარკმლებს შემორჩენილი აქვს რკინის, ძველი გისოსები და ასევე, ძველი, ხის ჩარჩოები, რომლებშიც ადგილ-ადგილ შემორჩენილია ვიტრაჟები. სარკმლების დარაბების ნაწილი და უშუალოდ, ფანჯრის ნაწილებიც მხატვრულადაა გადაწყვეტილი, ვიტრაჟების გარდა, მათივე შიდა დანაწევრებაც დეკორაციულ ხასიათს ატარებს. რაც შეეხება მეორე სართულის საფასადო ნაწილს, ის მხოლოდ, ხის ვრცელი აივნით შემოიფარგლება, რომელიც მთელ სიგანეზე გასდევს ნაგებობას. აივანს თავისთავად, მრგვალი სვეტების გარდა, რომლებიც ასეთივე ფორმის კაპიტელებს იმეორებს, არ აქვს რაიმე დეკორაციული გადაწყვეტის კვალი. შენობის დარჩენილი ნაწილი კი როგორც უკვე აღინიშნა, ერთი მხრივ, მოშლილია, ხოლო, მეორე მხრივ, დარჩენილი უკვე ძალზე მძიმე მდგომარეობაშია.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4466
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ისნის ქ./24
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.81533929
Y: 41.69084763