ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3294
ObjectID: 3294
ID: 3294
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
Description: ტრამვაის მუშათა საცხოვრებელი კომპლექსი, რომლის შემადგენლობაშიც შედის გ. ცაბაძის #3ბ-ში მდებარე კორპუსიც, 1928 წელს არქიტექტორ დავით ჩისლიევის პროექტით დავით აღმაშენებლის გამზირზე აშენდა. იმ დროისთვის მიკრორაიონირება, როგორც ახალი ქალაქმშენებლობითი კონცეფციის ნაწილი, ფუნქციურ-გეგმარებით სიახლეს წარმოადგენდა. მიკრორაიონს განაშენიანების მულტიპროფილურობა და მოსახლეობის მომსახურების საფეხურობრივი სისტემა ედო საფუძვლად. კომპლექსში შედიოდა 12 საცხოვრებელი კორპუსი (ამჟამად 8 კორპუსია შემორჩენილი), რომელბიც ექვს პარალელურ რიგს ქმნიდა. კვარტლის ტერიტორიის ნახევარზე მეტი გათვალისწინებული იყო ეზოებისთვის, სპორტული და სათამაშო მოედნებისთვის. პროექტში ასევე ჩადებული იყო აბანო, სამრეცხაო, მაღაზიები, ბიბლიოთეკა, სასადილო, საბავშვო დაწესებულებები. გ. ცაბაძის #3ბ-ში მდებარე კორპუსი თავისი გეგმარებით, ძირითადი არქიტექტურული მასების გადანაწილებით, საფასადო კომპოზიციით და სამშენებლო მასალებით კომპლექსის გ. ცაბაძის ქუჩაზე აგებული შენობების მსგავსია. საფასადო დეკორის არარსებობით კი კომპლექსის შიდა ეზოს სადა ფასადებს ეპასუხება. გეგმარებით ხაზოვანი სამსართულიანი კორპუსი მრავალბინიან სახლს წარმოადგენს სამი სადარბაზო შესასვლელით. კორპუსი სამხრეთით ოდნავ დაქანებულ რელიეფზე კომპლექსის შიდა ეზოში დგას, შესაბამისად, მისი ფასადები მხოლოდ ეზოს გადაჰყურებენ. სახლი საერთო კონფიგურაციით და მასათა განაწილებით სიმეტრიულია. აგურით ნაგები შენობა დგას საკმაოდ მაღალ ცოკოლზე და მის ფასადებს ძლიერად შვერილი კარნიზი აბოლოებს. აღმოსავლეთ ფასადზე გვერდითა რიზალიტებში მოქცეული ცენტრალური ნაწილი სამივე სართულის დონეზე ლოჯიებით არის გახსნილი (ამჟამად შუშაბანდად გადაკეთებულია ყველა). ლოჯიების თაღები პირველ სართულზე სწორკუთხაა, მეორეზე _ სამყურა, ხოლო მესამეზე _ წახნაგოვანი. დასავლეთი ფასადი სადარბაზო შესასვლელების უჯრედებად იყოფა, ჩრდილოეთ ფასადი ყრუა, ხოლო სამხრეთ ფასადზე პირველი და მეორე სართული დონეზე კვლავ ღია ლოჯიებია განთავსებული (ამ ლოჯიების რიგიც შუშაბანდად არის გადაკეთებული). ლოჯიებს ორივე მხარეს მთელ სიგრძეზე კედლის ბრტყელი პილასტრები აერთიანებს, მათი კაპიტელები სადად პროფილირებულია. სამხრეთ ფასადის ლოჯიებს (ურთიერთმონაცვლე სამყურა და სწორკუთხა თაღებით) ტერასა ასრულებდა, რომელიც დღეს კუსტარულადაა ამოშენებული. სამხრეთ ფასადს დამატებით ამახინჯებს მარჯვენა მხარეს არსებული ბლოკური მოცულობის მინაშენი. სახლს ასრულებს ლითონის საფარით გადახურული სხვენი, რომლის განათებისა და განიავების მთავარ წყაროს სამერცხლე სარკმლები წარმოადგენს. კორპუსის საკმაოდ მაღალი (დაახლ. 3 მ) ბრტყელჭერიანი სარდაფი ოთხივე ფასადზე ნახევარსარკმლებით გამოდის. კარისა და ფანჯრის ყველა ღიობი, გარდა აღმოსავლეთ ფასადის მეორე სართულის შეისრული სარკმლებისა, სწორკუთხაა. შენობის ოდესღაც შელესილი და შეღებილი ფასადები დღეს ძალიან ცუდ მდგომარეობაშია: კედლებიდან პერმანენტულად ცვივა ნალესობა, აქა-იქ გაშიშვლებულია აგურის ფენა, კედლების ზედა ნაწილში სეისმური ბზარებია. კორპუსის ავთენტურობის ხარისხი შელახულია შუშაბანდებად გადაკეთებული და ამოშენებული ლოჯიების, ამოშენებული ტერასის, ფასადებზე გამოვლენილი სამი უსახური მინაშენის გამო. თუმცა მხატვრულ-არქიტექტურული გადაწყვეტა ჯერ კიდევ თავდაპირველია. აუცილებელია ნაგებობის ფიზიკური შენარჩუნება, მისი ფასადების რესტავრაცია-ადაპტაცია, სახურავის შეკეთება, საიდანაც ავარიულად ჩამოდის წყალი.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5183
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ცაბაძე გიორგის ქ./3b
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი, 1928 წელი
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1921-1941 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1921-1941 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის,ქალაქთმშენებლობის (ურბანული)
Accuracy: სწორია
X: 44.79026806
Y: 41.72103827