CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3293
ObjectID: 3293
ID: 3293
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: საცხოვრებელი სახლი დიმიტრი უზნაძის ქ. #85 და გ. ტეტელაშვილის ქ. #11 ქუჩათა კვეთაზე მდებარეობს. აშენებულია XIX საუკუნის დასასრულს.
ნაგებობა ორსართულიანია. ქუჩაზე გამავალი 2 ფასადი ევროპული არქიტექტურული ელემენტებითაა შემკული, ხოლო ეზოს მხარეს კი თბილისური ტიპის ხის ჭვირულ აივნიან ფასადს ვხვდებით. ქუჩაზე გამავალი ორი ფასადი სიმეტრიულად დანაწევრებულია საკმაოდ დიდი ზომის ღიობთა რიგებით. თითოეული ღიობი გაფორმებულია, პირველ სართულზე სწორკუთხა, ხოლო მეორე სართულზე ნახევარწრიული ფორმის თაღოვანი დეკორით. გაფორმებულია ასევე კარნიზიც. დიმიტრი უზნაძის ქუჩის მხირიდან ცენტრალურ ნაწილში მეორე სართულის დონეზე მოთავსებულია რკინის აივანი. საინტერესოა უზნაძის ქუჩის მხარეს შენობის კუთხის ნაწილი, რომელიც აქცენტირებულია დეკორით - პირველ სართულზე ღიობი გარშემო რუსტირებულია, ხოლო მეორე სართულზე ღიობი 2 პილასტრს შორისაა მოქცეული. (შესაძლებელია, თავდაპირველად აქ სადარბაზო ყოფილიყო). შენობის დეკორი სადა და ხაზობრივ-გემეტრიული ხასიათისაა. სამშენებლო მასალად გამოყენებულია აგური. ეზოს მხარეს, ნაწილობრივ, თბილისური ტიპის აივნიანი ფასადია წარმოდგენილი. აივანზე ასვლა აქვე განთავსებული კიბის მეშვეობით ხდება. როგორც ჩანს, ამ ფასადზე თავდაპირველად აივანი მთლიანად იყო. ამჟამად მისი ნაწილი ამოშენებულია, სადაც ორი ღიობია გაჭირილი, ხოლო მეორე ნახევარში ხის ჭვირული აივანია დატოვებული. მეოთხე ფასადი, რომელიც ასევე გვერდით ეზოში გადის აგურის სადა ფასადს წარმოადგენს, სადაც მხოლოდ რამდენიმე ღიობია გაჭრილი. სარდაფის სიმაღლე დაახლოებით 2.30 მ. (ვერ მოხერხდა შესვლა. ადგილობრივი მაცხოვრებელიც არ ჩასულა 10 წელია).
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4966
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: უზნაძე დიმიტრის ქ./85.ტეტელაშვილი გიას ქ./11
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79408168
Y: 41.71036654