CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3292
ObjectID: 3292
ID: 3292
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ნაგებობა დავით აღმაშენებლის გამზ.N#106-ში მდებარეობს. თარიღდება XX საუკუნის დასაწყისით. ნაგებობის არცერთი ფასადი მთავარი ქუჩის მხარეს არ გამოდის. ის მიბჯენილია იმავე #106-ში მდებარე შენობაზე, რომლის ფასადიც დავით აღმაშენებლის გამზირის მხარეს გამოდის და, ერთგვარად, მის გაგრძელებას წარმოადგენს. შენობა მაღალმხატვრული არქიტექტურული ღირებულებით არ გამოირჩევა, მისი ფასადი სწრკუთხა ფორმის ღიობებითაა არათანაბრად დანაწევრებული. ფასადის მხოლოდ ერთ ნაწილში, ღიობებზეა შემორჩენილი საფასადე მცირე დეკორი. ნაგებობის გადახურვაშიც ჩანს ხის ძველი ელემენტები, თუმცა შენობის დიდი ნაწილი სახეცვლილია. მას რამდენიმე მიშენება აქვს. გარედან შელესილია ცემენტით. სამშენებლო მასალად გამოყენებულია აგური. იმის მიუხედავდ, რომ შენობა ძლიერ გადაკეთებულია და თავდაპირველი სახე თითქმის დაკარგული აქვს, მისი მასშტაბი, გარკვეულწილად, შესაბამისობაშია ეზოში არსებულ სხვა დანარჩენ შენობებთან. ნაგებობაზე აღინიშნება რამდენიმე, გამჭოლი ვერტიკალური ბზარი. ასევე ღიობებთან ვხვდებით სეისმური ხასიათის ბზარებს.
StatusName: ობიექტი სტატუსის გარეშე
RegistryN:
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: აღმაშენებელი დავითის გამზ./106
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79606647
Y: 41.71029195