CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3290
ObjectID: 3290
ID: 3290
Name: ლტოლვილთა საერთო საცხოვრებელი
FullName: თბილისის პოლიტექნიკური კოლეჯი
Description: ნაგებობა უ. ჩხეიძის ქუჩა #8-ში მდებარეობს. საკმაოდ დიდი მოცულობის შენობაში ამჟამად ლტოლვილები არიან შესახლებულები, თუმცა ადრე სხვადასხვა სასწავლებელი ფუნქციონირებდა.
ოთხსართულიანი ნაგებობა, სარდაფით (რომლის სიმაღლე დაახლოებით 3 მეტრია) XX საუკუნის დასაწყისით თარიღდება. მისი დეკორი, ბაროკულ-ეკლექტური და ასევე მოდერნის სტილით ხასაითდება, რითაც არც თუ ისე დატვირთულია ფასადები. აქ წარმოდგენილია ყვავილთა გვირგვინები და გირლიანდები, სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურები, ასევე სადა პილასტრები. საინტერესოა ერთ-ერთი ღიობი, რომელიც შემკულია თაღით, მის ცენტრალურ ნაწილში კი მედალიონში ინიციალებია გამოსახული. შენობის შესასვლელი პორტიკი საინტერესო არქიტექტურულ ელემენტს წარმოადგენს. ჰოლი ასევე პომპეზური და საკმაოდ დიდია, შესასვლელის ჭერი და კედლები სხვადასხვა ორნამენტითაა შემკული. აღსანიშნავია ქვის კიბე და იატაკის დეკორატიული ფილები. ასევე კიბის მოაჯირები. ეზოს მხარე სადა აგურისაა, სიმეტრიულადაა დანაწევრებული სწორკუთხა ფომის ღიობთა რიგებით. ცნეტრალურ ნაწილში ლითონის ორნამენტირებული აივანია მოთავსებული. შენობის განაპირა მხარეს ხის ჭვირულ აივანს ვხდებით. ნაგებობა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, საჭიროებს გამაგრებას; დაბზარულია კედლები. შენობა მაღალმხატვრული ღირებულებით გამოირჩევა. მისი დაცვა და შენარჩუნება აუცილებელია.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2008-11-25
StatusDocNumber: 3/336
RegistryN: 5916
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ჩხეიძე უშანგის ქ./8
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი
InitialFunction: საგანმანათლებლო, სამეცნიერო;
CurrentFunction: ფუნქციის გარეშე;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79171456
Y: 41.71073505