ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3288
ObjectID: 3288
ID: 3288
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ნაგებობა დიმიტრი უზნაძის #101-სა და ჯ. კახიძის ქუჩა #15 ქუჩათა კვეთაზე მდებარეობს. შენობა მაღამხატვრული ღირებულებით გამოირჩევა და ერთ-ერთ დომინანტ ნაგებობას წარმოადგენს ამ უბნის განაშენიანებაში. თარიღდება XIX-XX საუკუნეებით. ნაგებობა სამსართულიანია, სარდაფით, თუმცა მეოთხე სართული ზოგ ადგილას დაშენებული აქვს. სარდაფის სიმაღლე დაახლოებით 3 მეტრია. შენობის გეგმარება ფასადის მხირდან ასიმეტრიულია. მისი ფასადები დეკორითაა დატვირთული, რომელიც ბაროკულ-ეკლექტურ და მოდერნის სტილის ნიშნებს ატარებს. თითოეული ღიობი გაფორმებულია ფრონტონებით და ერთმანეთისგან გამოყოფილია კორინთულორდერიანი, ზოგიერთ შემთხვევაში, შეწყვილებული პილასტრებით. შენობა გიგანტურნიჟარიანი გამოსახულებებით გაფორმებული კაპიტელებიანი სვეტებითაა ასევე დანაწევრებული. ასევე შენობის საფასადე დეკორად გამოყენებულია გირლიანდები, სხვადასხვა მცენარეულ მოტივებზე აგებული დეკორი, გროტესკული ჰორელიეფური თავები, რომლებითაც გაფორმებულია პარაპეტი და შენობის სხვადასხვა დეტალები, აივნის მცენარეულ მოტივებზე აგებული ნახევრად ოვალური ფორმის რკინის მოაჯირები. ნაგებობა უხვი საფასადე დეკორით ხასიათდება. ტერასით და კუთხის ნაწილის მომრგვალებული ფორმით, ფრონტონებიანი პარაპეტებით და სხვა დეკორით აქცენტირებულია კუთხის ნაწილი. აღსანიშნავია შენობის 2 სადარბაზო, სადაც ორივეგან მოთავსებულია იატაკზე წარწერა შALVE. კიბეები, რომლის ლითონის ნაწილი ასვე ორნამენტირებულია და მოაჯირი. ორივე სადარბაზო ზენიტური განათებითაა განათებული. სადარბაზოს ხის კარები ასევე მცენარეულ მოტივებზე აგებული ლითონის ცხაურითაა შემკული. ეზოს მხარე ისეთივე პომპეზური არაა, როგორც ფასადები. აქ თბილისური სახლებისათვის დამახასაითებელ შუშაბანდიან აივანს ვხდებით, რომელიც ამჟამად ნაწილობრივ გადაკეთებულია. შენობა მაღალმხატვრული არქიტექტურული ღირებულებით გამოირჩევა, თუმცა ამჟამად ძალაინ ცუდ მდგომარეობაშია. მისი დაცვა და შენარჩუნება აუცილებელია.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4938
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: უზნაძე დიმიტრის ქ./101.კახიძე ჯანსუღის ქ./15
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის,მონუმენტური სახვითი ხელოვნების
Accuracy: სწორია
X: 44.79300713
Y: 41.71201862