CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3286
ObjectID: 3286
ID: 3286
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
Description: ე.წ. ,,ტრამვაელთა” მიკრორაიონის ერთ-ერთი შემადგენელი ნაგებობაა, რომელიც გიორგი ცაბაძის ქუჩის მიღმა კომპლექსის ეზოში მდგომი საცხოვრებელი კორპუსია. ,,ტრამვაელთა” განაშენიანების დანარჩენი ნაგებობების ანალოგიურად, ეს შენობაც ყურადღებას იქცევს წარსულის არქიტექტურული სტილის ეკლექტური ციტირებით, კერძოდ, ისლამურ-მავრული არქიტექტურის მოტივების გამოყენებით. ტრამვაის მუშათა საცხოვრებელი კომპლექსი, რომლის შემადგენლობაშიც შედის გ. ცაბაძის #3ა-ში მდებარე კორპუსიც, 1928 წელს არქიტექტორ დავით ჩისლიევის პროექტით დავით აღმაშენებლის გამზირზე აშენდა. იმ დროისთვის მიკრორაიონირება, როგორც ახალი ქალაქმშენებლობითი კონცეფციის ნაწილი, ფუნქციურ-გეგმარებით სიახლეს წარმოადგენდა. მიკრორაიონს განაშენიანების მულტიპროფილურობა და მოსახლეობის მომსახურების საფეხურობრივი სისტემა ედო საფუძვლად. კომპლექსში შედიოდა 12 საცხოვრებელი კორპუსი (ამჟამად 8 კორპუსია შემორჩენილი), რომელბიც ექვს პარალელურ რიგს ქმნიდა. კვარტლის ტერიტორიის ნახევარზე მეტი გათვალისწინებული იყო ეზოებისთვის, სპორტული და სათამაშო მოედნებისთვის. პროექტში ასევე ჩადებული იყო აბანო, სამრეცხაო, მაღაზიები, ბიბლიოთეკა, სასადილო, საბავშვო დაწესებულებები. გ. ცაბაძის #3ა-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსი გეგმარებით რუსული Т-ს მსგავსია. ის წარმოადგენს მრავალბინიან სამსართულიან სახლს, სამი სადარბაზო შესასვლელით. კორპუსი სამხრეთით ოდნავ დაქანებულ რელიეფზე დგას. სახლი კომპლექსის შიდა ეზოში დგას, მისი ფასადები მხოლოდ ეზოს გადაჰყურებს. ქუჩისპირა კორპუსებისგან განსხვავებით, შიდა ეზოს კორპუსები ისევე, როგორც გ. ცაბაძის 3, მასშტაბითაც და დეკორის რაოდენობითაც შედარებით მოკრძალებული და სადაა. სახლის ოთხივე ფასადი კომპლექსის შიდა ეზოშია მოქცეული. სახლი საერთო კონფიგურაციით და მასათა განაწილებით სიმეტრიულია. დასავლეთ და ჩრდილოეთ ფასადებზე აივნებია (შემდგომში გადახურული). ფასადებიდან შედარებით იმპოზანტურია სამხრეთის ფასადი ღია ლოჯიებით ორი სართულის დონეზე (ამჟამად მათი დიდი ნაწილი ამოშენებულია). ლოჯიებს ორივე მხარეს მთელ სიგრძეზე კედლის ბრტყელი პილასტრები აერთიანებს, მათი კაპიტელები სადად პროფილირებულია. თავად ლოჯიების თაღები სამყურა და შეისრული ფორმისაა. კორპუსი შელესილი და შეღებილია. სადარბაზოს კიბეები ქვისაა, რკინის მოაჯირით. კორპუსის საკმაოდ მაღალი (დაახლ. 3 მ) ბრტყელჭერიანი სარდაფი ფასადებზე ნახევარსარკმლებით გამოდის. კარისა და ფანჯრის ყველა ღიობი სწორკუთხაა. ძირითადი სამშენებლო მასალა აგურია, სახურავის მასალა _ ლითონი. კორპუსის ფიზიკური მდგომარეობა საკმაოდ შელახულია. დაზიანებული სახურავიდან ჩამომდინარე წყალი პრობლემას უქმნის კედლებსა და სართულშუა გადახურვებს. ფასადებიდან ცვივა ნალესობა. კორპუსი დამახინჯებულია უხეში მინაშენებით ჩრდილოეთ ფასადზე, სამხრეთ ფასადზე ლოჯიების კუთხეში არსებული მინაშენით და ტერასული დაშენებით. ძეგლის მნიშვნელობას ისტორიულ კონტექსტთან ერთად მისი მხატვრულობაც განაპირობებს. ავთენტურობის ხარისხი, მიუხედავად რიგი ჩარევებისა (შუშაბანდებად გადაკეთებული და ამოშენებული ლოჯიები, ამოშენებული ტერასა) შენარჩულებულია და მხატვრულ-არქიტექტურული გადაწყვეტა ჯერ კიდევ თავდაპირველია. აუცილებელია ნაგებობის ფიზიკური შენარჩუნება, მხატვრული გადაწყვეტის დაცვა, ფასადების რესტავრაცია, სახურავის შეკეთება.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5039
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ცაბაძე გიორგის ქ./3a
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი, 1928 წელი
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის,ქალაქთმშენებლობის (ურბანული)
Accuracy: სწორია
X: 44.79017593
Y: 41.72125377