{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3285?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3285?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3285?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3285",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3285,
    "ID" : 3285,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "Description" : "XIX საუკუნის მეორე ნახევრის თბილისის მასშტაბურ მშენებლობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უთუოდ კავკასიის სააბრეშუმო სადგურის კომპლექსის მშენებლობა იყო. კავკასიის სააბრეშუმო სადგური ცნობილი ბუნებისმეტყველის ნიკოლაი შავროვის თაოსნობით 1887 წელს დაარსდა. კომპლექსის მშენებლობა მისივე უშუალო მონაწილეობით მიხეილის ქუჩის (დღევანდელი დავით აღმაშენებლის პროსპექტის ბოლოში) მუშტაიდის ბაღის ტერიტორიაზე 1890-1892 წლებში განხორციელდა. კომპლექსი, რომელიც ოდესღაც აერთიანებდა გრენის დასამზადებელ სახლს, აბრეშუმის ძაფის საგრეხ და ამოსახვევ კორპუსს, საჭიე ბინას და სხვა ნაგებობებს, დროთა განმავლობაში განადგურდა. კომპლექსის გამოკვეთილი დომინანტი - მთავარი შენობა კი დღესაც სახეუცვლელი დგას და არქიტექტურული თვალსაზრისით XIX საუკუნის მიწურულის თბილისის ერთ-ერთ საუკეთესო ნაგებობად და ეროვნული მნიშვნელობის ძეგლად არის მიჩნეული. კავკასიის სააბრეშუმო სადგურის მთავარი შენობის, ისევე როგორც მთელი კომპლექსის აღმშენებელი, თბილისში მოღვაწე პოლონელი არქიტექტორი ალექსანდრე შიმკევიჩია. \r\nამავე პერიოდისა უნდა იყოს სახლი ბაღის კუთხეზე, რომელიც სავარაუდოდ სადგურის თანამშრომელთა საცხოვრებელ სახლს წარმოადგენდა. ნაგებობა თითქმის უცვლელი სახით შემოინახა, თუმცა, ეზოს მხარეს მაინც ნაწილობრივ დაკარგული აქვს აუთენტურობა.\r\nშენობა ცალკე მდგომი ორსართულიანი ნაგებობაა მძლავრად აქცენტირებული სხვენის სართულით გეგმით რუსული Т-ს ფორმით. მთავარი შესასვლელი აღმაშენებლის გამზირის მხრიდან აქვს. დიდი ზომის ფართო სადარბაზო შესასვლელი აქცენტირებულია ნალესი დეკორით თავდაპირველი კარი დაკარგულია და შეცვლილია შეუსაბამო თანამედროვე კარებით. კიბის უჯრედი ზემოდან ნათდება შუქფარნით, რომელიც მნიშვნელოვნად არის დაზიანებული.\r\nგამზირზე გამავალი ფასადი უხვად არის დეკორირებული ნალესი ელემენტებით, ამასთან კედლის სიბრტყე ორფაერად არის შეფერილი, რაც კიდევ უფრო გამოკვეთავს ნალეს არქიტექტურულ ფორმებს. ამგვარი მხატვრული გადაწყვეტა დამახასიათებელია XIX ს-ის II ნახ-ის თბილისის ეკლექტიზმის პერიოდისათვის და ზოგადად ევროპული რომანტიიზმის ეპოქის მიბაძვით არის განპირობებული. განსაკუთრებით ხაზს უსვავს ამგვარ სტილისტიკას ნაგებობის სხვენის სართულის გადაწყვეტა შუასაუკუნებრივი კოშკურების სახით. ამასთან ისინი უხვად არის დეკორირებული ხის ჭვირული ელემენტებით. მთავარი ფასადის მნიშვნელოვანი დანაკარგია კიდურა ნაწილზე ადრე არსებული ღია ხის ტერასის ამოშენება უსახური გლუვი კედლით და მის ქვემოთ ადრე არსებული პარადული შესასვლელის, (ღიობის?) ალათების სახეცვლა თანამედროვე მეტალოპლასტმასის ვიტრინით. სამ რიზალითად დანაწევრებული მთავარი ფასადი გადატვირთულია კარ-სარკმელთა უხვი ღიობითა და დეკორატიული მოტივებით. ცისფრად შეღებილ შენობას ბადისებრად ეკვრის თეთრ ფერში გადაწყვეტილი არქიტექტურული ელემენტები. დეკორატიული თაროთი მონიშნულია სართულშუა საზღვარი. არქიტექტურული დამუშავებით გამოიყოფა ცენტრალური რიზალიტი, რომელშიც ერთადერთი სადარბაზო კარია გაჭრილი, რომელიც დროთა განმავლობაში შელანძღული მოზაიკური იატაკითა და ქვისმარშიანი კიბეებით არის გაფორმებული. სადარბაზო კარი შეისრული ფორმის თაღშია ჩაწერილი, რომლის შიდა აბრისი კედლის წიბოში ჩაყოლებულ ნახევარკოლონებს ეყრნობა. შუა რიზალიტს ამკობს ფასადის ერთადერთი რკინისმოაჯირიანი აივანიც, კარისა და შედარებით ვიწრო სარკმლის ღიობით. ჩრდილოეთის ფასადზე ყურადღებას იქცევს რიზალითების შესაბამისად სახურავზე შესმული მაღალი ვიმპერგები - სამკუთხა ფრონტონები. ფსევდო-გუთურ, აჟურული ელემენტებით მორთული ფრონტონებში, რომელთაგან ცენტრალური მაღალი შპილით სრულდება, მცირე სამკუთხა თაღიანი სარკმლებია ჩასმული.\r\nცაბაძის (სანაპიროზე ჩამავალ) ქუჩაზე გამავალი გვერდითი ფასადი ყრუა, აგურის წყობით ნაშენი, თუმცა, ამჟამად კედელი გალესილია ქვიშა-ცემენტის ხსნარით, რომლის მიღმა კარგად იკითხება ამოქოლილი ღიობების სისტემა.\r\nეზოს მხარეს ნაგებობა ისევე როგორც თბილისის იმ პერიოდის სხვა საცხოვრებლები, ხის გალერეა-შუშაბანდებით არის გაფორმებული. ამ სივრცით დეკორატიული კომპოზიციის მთავარი მოტივია ორსართულიანი ხის აივნები, რომლებიც ოთხკუთხა სვეტებს ეყრდნობა. მხატვრული დამუშავებით გამოირჩევა აივნების მომსაზღვრელი ხის ჭვირული მოაჯირები.\r\nსახლს გააჩნია მაღალი ნახევარსარდაფი აგურით ამოყვანილი კამაროვანი გადახურვით და მაღალი სხვენი ხის ნივნივებზე მოწყობილი ორქანობა სახურავით.\r\nსახლის ერთ-ერთ მხატვრულ-არქიტექტურულ ღირსებაა მისი ძველი აგურით ნაშენი, სარდაფის მასიურ კედლებში ამოყვანილი და კამაროვანი გადახურვის მქონე ორი ძირითადი სათავსოა, რომლებიც მომცრო სარკმლებით ნათდება. მათი მაქსიმალური სიმაღლე 3 მეტრამდეა. დანარჩენი სართულქვეშა სათავსოები შედარებით მომცრო მასშტაბისა და სიმაღლისაა.\r\nსადარბაზო ნათდება ჭერში გაჭრილი კვადრატული შუქფარნით. კედლები სადაა, მხოლოდ ზედა ნაწილს გაუყვება პროფილირებული კარნიზი, რომელიც ამჟამად დაზიანებულია. მეორე სართულზე ამავალ ქვის კიბეს აუყვება ლითონის აჟურული, ავთენტური მოაჯირი.\r\n",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4191",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "აღმაშენებელი დავითის გამზ./184",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის დასასრული, 1891 წელი",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;",
    "CurrentFunction" : "\nსაცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;სავაჭრო;",
    "Classification" : "არქიტექტურის,ქალაქთმშენებლობის (ურბანული)",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.788173190000002,
    "Y" : 41.721235329999999
  }
}