CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3283
ObjectID: 3283
ID: 3283
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: საცხოვრებელი სახლი დავით აღმაშენებლის გამზირზე #120-ში მდებარეობს. ნაგებობა მაღალმახტვრული არქიტექტურული ღირებულებით გამოირჩევა და ერთ-ერთ მნიშვნელოვან ობიექტს წარმოადგნეს ქუჩის განაშენიანებაში. თარიღდება XIX საუკუნის ბოლო პერიოდით. სამსართულიანი სახლის პირველი სართული სავაჭრო დაწესებულებებს უკავია, მეორე და მესამე სართული კი საცხოვრებელს წარმოადგენს. პირველ სართულზეა განთავსებული ეზოში შესასვლელი თაღი და სადარბაზო. ნაგებობის მთავარი ფასადი სწორკუთხა ფორმის ღიობებით, თანაბრადაა დანაწევრებული. ასევე სიმეტრიულადაა განლაგებული შენობის ფასადზე ლითონის ორნამენტირებული აივნები. შენობის საფასადო დეკორი ბაროკულ-ეკლექტური ხასიათისაა. დეკორით აქცენტირებულია ნაგებობის მარჯვენა ნაწილი, სადაც სამივე სართულის ღიობთა ორსავ მხარეს ვხდებით წყვილ კორინთული ორდერის ბაზისიან სვეტებს. ხოლო მესამე სართულზე კი ფრონტონიან პარაპეტს, სადაც მოთავსებულია მამაკაცის ჰორელიეფური თავი. ასევთივე 2 წყვილი ჰორელიეფურ თავია განათავსებული ფრონტონის ქვედა ნაწილშიც. რაც შეეხება შენობის მეორე მარჯვენა ნაწილს, სადაც ეზოში შესასვლელი თაღია განთავსებული, აქ სამივე სართულზე ვხვდებით რუსტირებულ, ასევე კორინთულორდერიანი სვეტებს.
თითოეული ღიობი გაფრმებულია სხვადასხვა სახის დეკორით, გირლიანდებით, წრიული გამოსახულებებით, ფრონტონებით და სხვ. მნიშვნელოვანია ასევე სადარბაზო, სადაც ვხდებით 6 საფეხურის სიმაღლის ქვის კიბეს და ასევე დეკორატიულ ფილებს. ამავე სადარბაზოშია განთავსებული ხის კიბე ხისავე მოაჯირით. რაც შეეხება ეზოს მხარეს აქ ვხდებით თბილისური ეზოსთვის დამახასათებელ შუშაბანდიან აივნებს. ზოგი ნაწილი გადაკეთებულია, თუმცა ეზოს ფასადს მაინც შენარჩუნებული აქვს პირვნდელი სახე. საინტერესო ნაწილს წარმოადგენს შენობის კუთხის ნაწილი, სადაც შენობის ერთი ნაწილიდან მეორე ნაწილზე გადასვლა ნახევარწრიული ფორმის გამოყენებით ხდება. მნიშვნელოვანია ეზოში შესასვლელ თაღში შემორჩენილი გადახურვა. ნაგებობის სარდაფი დაახლოებით 2.50 მ სიმაღლისაა. ადრე ის საცხოვრებელ ფართადაც კი იყო გამოყენებული, თუმცა ამჟამად მოსახლეობა გაყვანილია და სათავსებს სარდაფის ფუნქცია აქვთ დაბრუნებული. ნაგებობა მარალმხატვრული ღირებულებით გამოირჩევა. მისი დაცვა და შენარჩუნება აუცილებელია.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4144
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: აღმაშენებელი დავითის გამზ./120
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;სავაჭრო;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.7950903
Y: 41.71190215