ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3282
ObjectID: 3282
ID: 3282
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: საკვლევი სახლი კარგარეთელის ქუჩაზე მდებარეობს. იგი ორსრთულიანია. აგურით არის ნაშენი და შელესილია. შენობის გეგმას ლათინური ასო U-ს ფორმა აქვს. შენობა მთავარი ფასდით კარგარეთელის ქუჩაზე გამოდის. ნაგებობა სხვა სახლებისაგან განსხვავებით უფრო მოგრძოა და ფასადიც მონოტონური აქვს, იგი მხოლოდ ცენტრშია აქცენტირებული. ქუჩაზე გამავალ ფასადს ანაწევრებს ღიობების რითმი. მას ჰორიზონტალურად გასდევს პროფილირებული კარნიზები. ღიობები პირველ (გაშლილთაღოვანი) და მეორეზე (მართკუთხა) პროფილირებული საპირეებით არის მორთული, რომელთა ცენტრშიც პირველ სართულზე რელიეფური ორნამენტია განთავსებული. მეორე სართულის ღიობებს თავზე გაშლილთაღოვანი სანდრიკები აქვთ, რომელიც დეკორატიულ მოდულიონებზეა დაყრდნობილი. ფასადის ცენტრი აქცენტირებულია და ბოლოვდება ფრონტონით, რომელიც პარაპეტის სიბრტყეშია. II სართულის ღიობს თავზე რელიეფური ორნამენტი აქვს, ხოლო გვერდებში პილასტრები აუყვება. I სართულზე სადარბაზოში შესასვლელი რკინის, ახალი კარი და ეზოში გასასვლელი გირაბია, რომელის გარშემო საფასადო სიბრტყე რუსტირებული ლესვით არის დამუშავებული. გვირაბის გავლით ვხვდებით ეზოში. ეზოს ფასადებს გასდევს ხის შუშაბანდები. შემორჩენილია ხის ჭვირული მოაჯირები, სვეტებზე პროფილირებული თავსართები და აჟურული ელემენტები. I სართული ძირითადად მოსახლეობის მიერ არის გადაკეთებული. ეზოში ასევე თანამედროვე კიბეა, რომლითაც ვხვდებით II სართულზე.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4475
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: კარგარეთელი იას ქ./9
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate:
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1960-1991 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1960-1991 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79402221
Y: 41.71530838