{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3280?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3280?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3280?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3280",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3280,
    "ID" : 3280,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : " სახლი სამსართულიანია, აგურით ნაშენი. მთავარი ფასადით ტოვსტონოგოვის ქუჩაზე გამოდის. სახლის გეგმას ლათინური ასო U-ს ფორმა აქვს. შენობა ატარებს ეკლექტიკის ნიშნებს. მთავარი ფასადის სიბრტყეს ანაწევრებს სარკმლების რიტმული მონაცვლეობა. მთავარი ფასადის კიდეებში განლაგებულია პილასტრები, რომლებიც II და II სართულებზე რუსტირებულია, ხოლო III-ზე _ კანელურებიანი. II სართულის ყველა სარკმელს თავსა და ბოლოში აქვს რელიეფური დეკორი და თავზე სწორხაზოვანი სანდრიკები, ხოლო I და III სართულებზე ღიობები მორთულია პროფილირებული საპირეებით, რომელთა ცენტრშიც შედარებით სადა დეკორატიული ელემენტებია ჩასმული. მთავარი ფასადის II და III სართულებზე შემორჩენილია ლითონის ჭედური აივნები, რომლებსაც მეტ-ნაკლებად შენარჩუნებული აქვს პირვანდელი სახე, თუ არ გავითვალისწინებთ III სართულის აივნის თავზე მოწყობილ გადახურვას. მთავარი ფასადის I სართულის ცენტრში სადარბაზოში შესასვლელი და ეზოში გასასვლელი გვირაბია, რომელსაც ლითონის ჭიშკარი აქვს, ნაჭედი ელემენტებით მოპირკეთებული. სადარბაზოს კარი შეცვილილია თანამედროვე, რკინის კარით. სადარბაზო სადაა, ლითონის მოაჯირიანი, ორმარშიანი კიბით. გვირაბის გავლით ვხვდებით შიდა ეზოში. ეზოს ფასადებს პერიმეტრზე გასდევს ხის შუშაბანდები, რომელთა ნაწილს შერჩენილი აქვს ხის გულიანი მოაჯირები, ხოლო ნაწილი მოსახლეობის მიერაა სახეცვლილი. სვეტებზე შემორჩენილია ხის პროფილირებული თავსართები. ეზოს მხრიდან სახლს აქვს ორი უსახური მინაშენი. სარდაფი სახლის მთელ პერიმეტრზეა განთავსებული და აქვს ორი ჩასასვლელი ეზოს მხრიდან. მთავარი ფასადის მარჯვენა მხარეს მოჩანს კონსტრუქციული ბზარები. მთავარი ფასადის ნალესობა ძირითადად შემორჩენილია, ხოლო ეზოს ფასადები მძიმე მდგომარეობაშია. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, შენობა მოითხოვს გამაგრებებს, საინჟინრო ჩარევებს და სრულ რეაბილიტაციას.",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4928",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "ტოვსტონოგოვი გიორგის ქ./6",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eუახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს",
    "ExactDate" : "მე-20 საუკუნის დასაწყისი",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003e1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;",
    "CurrentFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003e1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.7957885,
    "Y" : 41.713956899999999
  }
}