ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3278
ObjectID: 3278
ID: 3278
Name: კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი
FullName: თეატრი
Description: 1901 წელს თბილისში ყოფილ ,,კირკის” ქუჩაზე გადაწყდა კონსტანტინე ზუბალაშვილის სახელობის ე.წ. სახალხო სახლის აგება. ამიტომ, 1901 წლის 8 ოქტომბერს თბილისის სიფხიზლის საზოგადოების კომიტეტმა გამოაცხადა არქიტექტურული პროექტების კონკურსი ამ სახლის ასაშენებლად. აშენებულია კონსტანტინე ზუბალაშვილის და მისი მემკვიდრეები სახსრებით 1907 წელს, პოლონური წარმოშობის სანკტ-პეტერბურგელი არქიტექტორის სტეფანე კრიჩინსკის პროექტით. მშენებლობას უშუალოდ ხელმძღვანელობდა პოლონური წარმოშობის თბილისელი არქიტექტორი ალექსანდერე როგოისკი. 1930 წელს ამ სახლში ბინა დაიდო (კოტე მარჯანიშვილის მიერ დაარსებულმა) ქუთაისიდან გადმოსულმა ე.წ. ბათუმ-ქუთაისის დრამატულმა თეატრმა, თბილისის სახელმწიფო დრამატული თეატრის სახელწოდებით. თეატრის დაარსებაში მონაწილეობდნენ მსახიობები: ვ. ანჯაფარიძე, თ. ჭავჭავაძე, უ. ჩხეიძე, შ. ღამბაშიძე, ა. ჟორჟოლიანი, დ. ანთაძე, ე. დონაური და სხვა. 1933 წლიდან (კოტე მარჯანიშვილის გარდაცვალების შემდეგ) ეწოდა – კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი. სახალხო სახლის განსხვავებული სართულიანობის და სიმაღლის მოცულობები მოქცეული იყო, სოლისებურად მიმართულ, მართკუთხა მოხაზულობის მქონე პერიმეტრში. მთავარი ფასადი აქვს მარჯანიშვილის ქუჩიდან. შენობა იდგა დღევანდელი კ. მარჯანიშვილის და დ.უზნაძის ქუჩების კუთხეში და მისი ფასადების აღქმა გათვალისწინებული იყო თითქმის ყველა მხრიდან. სახლის ეკლექტიკური არქიტექტურული სხეულის ძირითადი განმსაზღვრელი მოტივი იყო XXს-ის დასაწყისისათვის, რუსეთში და შესაბამისად თბილისში დამკვიდრებული მოდერნის ელემენტები. ამ ესთეტიკით იყო გაფორმებული, როგორც შენობის ფასადები, ასევე ინტერიერიც. მარჯანიშვილის (ყოფილი კირკის) ქუჩიდან, სიგრძივი ღერძით იყო მიმართული, სხვადასხვა სიმაღლის მართკუთხა მოცულობები. ჯერ ქუჩის პირზე, მოდერნის ელემენტებით დახუნძლული ორსართულიანი კორპუსი, მთავარი შესასვლელით და ცენტრალური ჰოლით. მომცრო, მაღალი ჰოლია მის ზემოთ, მეორე სართულზე. ზემოთ ასასვლელი კიბის უჯრედები კორპუსის გვერდით რიზალიტებშია დატანილი. შემდეგ 10.5 მ. სიმაღლის მაყურებელთა დარბაზის მოცულობაა. მას გვერდებიდან ემიჯნება, თითო მაღალი, 6 მ. სიმაღლის დარბაზი. დასავლეთისაში (მარცხენა) ბუფეტი, აღმოსავლეთისაში კი (მარჯვენა) – სამკითხველო იყო განთავსებული. და ბოლოს სცენის უჯრედის, 18 მ. სიმაღლის კოშკური მართკუთხედი. თეატრის ძირითად კომპონენტებს, განსხვავებული სართულიანობით, გარს ეკვროდა სხვადასხვა ზომის და ფორმის, განსხვავებული ფუნქციური დანიშნულების, თანდათან საფეხურებად ამაღლებული, ღია ტერასებიანი სამი ფლიგელი, დამხმარე სათავსებით. ინტერიერის თითქმის ყველა მოცულობითი ელემენტი, პრაქტიკულად ვლინდებოდა საფასადო ასახულობაში, რითაც ხაზგასმული იყო მოდერნის სტილის ერთგვარი კონსტრუქტივისტური მიდრეკილებები. ეს ერთმანეთზე დახუნძლული განსხვავებული სიმაღლისა და ფორმის მოცულობითი ერთეულები, კიდევ უფრო მეტად იყო დანაწევრებული სხვადასხვა არქიტექტურული ელემენტებით – მცირე გუმბათებით დაგვირგვინებული კუთხის რიზალიტებით, კარ-სარკმელთა გადანაკეცებიანი თავსართებით და რბილად მოდელირებული პარაპეტებით. ცენტრალური ჰოლის და მაყურებელთა დარბაზის ქვემოთ, სარდაფის დონეზე, მოწყობილი იყო სხვადასხვა დამხმარე სათავსოები, საჩაიე და სასადილო, სადაც ჩავდივართ, ცენტრალური ჰოლის ფლანგებთან დატანილი კიბის უჯრედებით. ინტერიერის დარბაზები მთლიანად იყო მოხატული მოდერნისტული საალფრეო მხატვრობით, იატაკები კი მოფენილი – ფერადი შორენკეცებით. 1930-იან წლებში ცენტრალური ფოიეს კედლები მოხატა ლადო გუდიაშვილმა. წლების განმავლობაში თეატრის ფუნქციიდან გამომდინარე ნაგებობას ემატებოდა დამხმარე სათავსები. მიმდინარე თუ კაპიტალურმა სარემონტო სამუშაოებმა შენობას, როგორც შიგნით, ასევე გარეთ, დაუკარგა თავდაპირველი სახე. შენობის ინტერიერი მრავალჯერ გადაკეთდა. შეიცვალა მოდერნისტული სართულშუა გადახურვები და მხატვრული სახეები. ასევე ნაწილობრივ შეიცვალა მისი ფასადებიც. ფლანგებზე მიაშენეს დამატებითი მოცულობები, რომლებმაც დაფარა აღმოსავლეთის და დასავლეთის დამოუკიდებელი ფასადები. ამ მინაშენებში განთავსდა ადმინისტრაციული ოთახები და დამხმარე სათავსები – საწყობები, სხვადასხვა სახელოსნო, საბუტაფორიო, მსახიობთა საგრიმიროები და სხვა. 2003-2004 წლებში ნაგებობის სამხრეთი ფასადი აღდგენილია თავდაპირველი სახით.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4618
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: მარჯანიშვილი კოტეს ქ./8
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
DateRangeFrom: 1902
DateRangeTo: 1907
InitialFunction: კულტურა>>თეატრი;
CurrentFunction: კულტურა>>თეატრი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79455384
Y: 41.70883849