CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3276
ObjectID: 3276
ID: 3276
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ე.წ. რუსული აგურით ნაშენი მცირე ზომის სახლი გეგმაში ლათინურ ,,L”-ის მოყვანილობისაა. ის მთავარი ფასადით დავით აღმაშენებლის გამზ-ზე გადის. მთავარი ფასადი შელესილი და შეღებილია. პირველი სართული კომერციულად არის ათვისებული და ვიტრინების სწორკუთხა ღიობები აქვს. სწორკუთხა გვირაბი, რომელიც შიდა ეზოში გადის, შენობის მარცხენა მონაკვეთშია. სავარაუდოდ, მის მარჯვნივ უნდა ყოფილიყო მოწყობილი სადარბაზო. ამჟამად ის გაუქმებულია. I სართულის ფასადი დანაწევრებულია სადად დამუშავებული ღიობებსშორისი კედლის სიბრტყეებით. სახლის II სართული საცხოვრებელია. ფასადზე ყურადღებას იპყრობს ასიმეტრიულად განლაგებული, მარცხნივ სამწახნაგა ერკერი და მარჯვნივ ლითონის ჭედური აჟურული აივანი. ფასადს ვერტიკალურად ანაწევრებს დეკორატიული, მხატვრულად დამუშავებული პილასტრები. მათ შუაწელიდან ოდნავ ქვემოთ მოდერნისათვის სახასიათო დეკორაციული დეტალია გამოსახული, ხოლო კაპიტელები სტილიზებული კაცის თავებით არის შემკული. ღიობები მოჩარჩოებულია მცენარეული ორნამენტებით შემკული საპირეებით. ფასადს პროფილირებული კარნიზის ქვეშ მიუყვება ასევე მცენარეული ორნამენტებით გაფორმებული ფრიზი და კარნიზის თავზე პარაპეტი. პარაპეტს პილასტრების აყოლებაზე დაბალი კანელირებული შვერილები აქვს და მათ შორის მოქცეული, კედლის ზედაპირიდან ჩაღრმავებული მართკუთხედები ანაწევრებს. პარაპეტის უკან მანსარდაა, რომელიც გამზირზე სამერცხლეებით გამოდის. სახურავის ბურული - თუნუქის ე.წ. "ქერცლი". სახლის შიდა ეზოს მხარეს მიმართული ფასადებზე ქართული აივნები იყო მოწყობილი. ხის ჭვირულმოაჯირიანი შუშაბანდი მთლიანად არის შემორჩენილი სახლის მარცხენა მკლავის მეორე სართულზე. ხის ღია აივანია გადმოკიდებული უშუალოდ ეზოში გასასვლელი გვირაბის თავზეც. დანარჩენ აივნებს გვიანდელი გადაკეთებების შედეგად ავთენტურობა დაკარგული აქვს. სახლს აქვს სარდაფი. შენობა #95 წარმოადგენს მოდერნის ღირებულ ნიმუშს. მისი ფასადის დახვეწილი, სტილიზებული დეკორი არსებით როლს თამაშობს პროსპექტის ამ მონაკვეთის მხატვრული სახის ჩამოყალიბებაში.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4103
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: აღმაშენებელი დავითის გამზ./95
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: 1904 წ.
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
საცხოვრისი>>ქალაქური;სავაჭრო;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79723938
Y: 41.71068376