{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3275?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3275?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3275?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3275",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3275,
    "ID" : 3275,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "XX საუკუნის დასაწყისის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი არქიტექტურული მოდერნის ერთ-ერთი ნიმუშია თბილისში, რომელსაც ქუჩის ისტორიულ-მხატვრული იერსახის შენარჩუნებისათვის ნამდვილად აქვს მნიშვნელობა. გეგმარებით კუთხისებრი, სამსართულიანი შენობა ცენტრალური დასავლეთის ფასადით გამოდის ბორჯომის ქუჩაზე. საფასადო კომპოზიცია ამავე ქუჩაზე მდებარე, ასევე მოდერნული გადაწყვეტის შენობათა მსგავსია. მაღალ, ქვით მოპირკეთებულ ცოკოლზე შესმული ფასადი მასიური კრონშტეინებით აქცენტირებული, კარნიზული სარტყლით სრულდება. ცოკოლის სართული პროფილირებული თაროთი ემიჯნება ზედა სართულებს. სიმეტრიის ღერძზე მოთავსებული, კოლოსალური პილასტრული სარტყლებითა და შემაღლებული კარნიზით გამოყოფილი მთავარი სადარბაზო შესასვლელი, გევრდითი ფრთებიდან ფლანკირებულია ერთმანეთის თავზე მოთავსებული, წყვილ-წყვილი რკინის მოაჯირიანი აივნებით; მოგვიანო ხანის აივანი დამატებით არის მიშენებული ეზოში გვირაბით შემავალი ჭიშკარის თავზე დაშენებულ, ორსარკმლიან ნახევარსართულზე, რომელიც ჭიშკართან ერთად, შენობის მარჯვენა ფლიგელშია მოქცეული. კარ-სარკმლის ღიობთა მოხაზულობა სწორკუთხაა და ან ერთი სიბრტყის თავსართებით არის დეკორირებული (მესამე სართულზე), ან ერთიან ჩარჩოში. შელესილ-შეღებილი ფასადი პირველი სართულზე მოგვიანებით გადალესილია, სავარაუდოდ, დაკარგულია პირვანდელ ნალესობაში გამოყვანილი სარკმელთა ღიობების ალათებიც. \nსადარბაზო უჯრედი, ფასადზე გამოტანილი სარკმლებით და კარის ფრამუგით ნათდება. კედელში ღრმად შესული სადარბაზო კარის ავთენტურობას არღვევს მისი უხეშად გადაღებილი ზედაპირი, ასევე ასფალტის განახლებული საფარით დაფარული, კარის წინ გამოტანილი და ფილებით მოპირკეთებული იატაკის არარსებობა. მოზაიკური წყობის ქვისა და რკინისმოაჯირიანი კიბეები გადაღებილ, ავთენტურობას მოკლებულ კედლებშია მოქცეული. \nუკანა ფასადი ხის კონსტრუქციების ღია გალერეებით იხსნებოდა ეზოსკენ; ამჟამად აივნები შუშაბანდებად არის ამოშენებული. ქუჩისპირა ფასადის პერპენდიკულარულად ვითარდება ეზოს ფასადის აღმოსავლეთი ფრთა, რომლის კიდურა ნაწილი აგურით არის ნაშენი (მცირე სანიტარული წერტილია ზედ მიშენებული). ეზოს ფასადის ორი ფრთის კვეთაზე შენობის მეორე, სახლის ბლოკში შეტანილი, მეორე სადარბაზოა მოთავსებული, რომელიც რკინის ფართო კიბითა და მოდერნული, გირლანდა-ვარდულის კომპოზიციით შედგენილი მოაჯირით იქცევს ყურადღებას. ეზოს პირველი სართულის ქვემოთ, სარდაფის დერეფნული სისტემით განლაგებული სათავსო ოთახებია მოთავსებული; მათი მიახლოებული სიმაღლეა 2 მეტრი. სარდაფში ჩასვლა ქვის მოკლე კიბებით არის შესაძლებელი. თავად სახლის ეზო მიმდებარე განაშენიანებისაგან ყრუ კედლით არის გამიჯნული-მოსაზღვრული. ეზოში მოვლილია, თუმცა მის პერიმეტრს გარკვეულწილად ამცირებს მასში ჩადგმული მომცრო საცხოვრებელი ფართები. \nშენობის ფიზიკური მდგომარეობა მძიმეა ფასადებზე და დამაკმაყოფილებელია ეზოს მხრიდან. ფასადზე ჩამოშლილია ნალესობა, ბევრგან გაშიშვლებულია აგურის წყობა, დაზიანებული ღიობთა თავსართები, თაროსა და კარნიზის ჰორიზონტალები, შელახულია ეზოში გამავალი ბრტყელჭერიანი გვირაბის ნალესობაც, მოძველებულია ეზოს ხის კონსტრუქციები. მეტწილად დაცულია შენობის ავთენტურობა, თუმცა გარკვეული დანაკარგებით, როგორიცაა ქუჩისპირა ფასადზე პირველი სართულის კარად გადაკეთებული სარკმელი, უხეშად ,,გარემონტებული” სადარბაზოს კარი და ასფალტის საფარქვეშ მოქცეული კარის წინა იატაკი, ჭიშკრის თავზე მიშენებულ-შეკიდებული აივანი, ეზოს ფასადის რკინა-ბეტონით ამოშენებული შუშაბანდები, ასევე მცირე მინაშენები. მოიხედავად ამისა, აუცილებელია შენობის ფიზიკური შენარჩუნება და მისი მხატვრული გადაწყვეტის დაცვა.  ",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "3985",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "ბორჯომის ქ./7",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eუახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს",
    "ExactDate" : "მე-20 საუკუნის დასაწყისი",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003e1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;",
    "CurrentFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003e1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.79169418,
    "Y" : 41.719072400000002
  }
}