{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3273?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3273?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3273?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3273",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3273,
    "ID" : 3273,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "საწყლოსნო კომპლექსი მდებარეობს თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, „სატივის უბანში“, ყოფილი ფიზკულტურელის პარკის ტერიტორიაზე. კომპლექსის საპროექტო დავალება 1965 წელს დამტკიცდა. საპროექტო დოკუმენტაცია ორგანიზაცია „თბილქალაქპროექტის“ #4 სახელოსნოში 1967 წელს დამუშავდა არქიტექტორების შოთა ყავლაშვილის, რამაზ კიკნაძისა და გურამ აბულაძის მიერ. კომპლექსის მშენებლობა მომდევნო წელს დაიწყო, თუმცა მალევე შეჩერდა. აუზის მშენებლობა მხოლოდ 8 წლის შემდეგ, 1976 წელს განახლდა. 1978 წლის 13 ოქტომბერს კომპლექსი საზეიმოდ გაიხსნა და მიენიჭა ლენინური კომკავშირის სახელი. ეს იყო კავკასიის რეგიონში პირველი საწყლოსნო სპორტული კომპლექსი, რომელიც საერთაშორისო სტანდარტს პასუხობდა და ყოფილ სსრკ-ში ანალოგი არ მოეძებნებოდა. აქ ეწყობოდა საკავშირო და საერთაშორისო შეჯიბრებები. აქ ემზადებოდნენ ცურვის, წყალბურთის, წყალში ხტომისა და სინქრონული ცურვის ნაკრები გუნდები. 1982 წელს საცურაო აუზი დაჯილდოვდა სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემიით. ასევე, საკავშირო დათვალიერებაზე - პირველი ხარისხის პრემია მიენიჭა სამშენებლო სამუშაოების ხარისხში. \nტერიტორიის სიმჭიდროვის გამო კომპლექსი ერთ მოცულობაშია გადაწყვეტილი. მთავარი ფასადი მოპირკეთებულია ყვითელი ფერის ბოლნისის ტუფით, მის ყრუ ნაწილს კი ამკობს კ. იგნატოვის მოზაიკური პანო. რელიეფის ხასიათი ოსტატურად არის გამოყენებული სამაყურებლო და სპორტული ზონების ფუნქციონალური გამიჯვნისათვის. სამაყურებლო ტრიბუნების მრუდხაზოვანი მოყვანილობა კარგად ეწერება კლდოვან ლანდშაფტში. \nარქიტექტურულ-გეგმარებითი თვალსაზრისით შენობა მკაცრად ფუნქციონალურ ხასიათს ატარებს. ცენტრალური ფასადის მხარეს განთავსებულია პრეს კორპუსი, კომენტატორთა კაბინები, ტრიბუნები პრესის თანამშრომლებისა და სპორცმენებისთვის. აქვეა მოწყობილი სალაროები და ორი ცენტრალური შესასვლელი, რომელიც პანდუსების მეშვეობით უკავშირდება ტრიბუნებს, რომელიც 5500 მაყურებელზეა გათვლილი. შენობის ცენტრალური ნაწილი პრეს კორპუსსა და ტრიბუნებს შორის უკავია გახსნილ სივრცეს, სადაც მოწყობილია სამი საცურაო აუზი: 1. დიდი საცურაო აუზი 50X25 მ, აუზი წყალში მხტომელთათვის 25X20 მ, სასწავლო საცურაო აუზი 25X10 მ. სახტომი აუზის თავზე აღმართულია 5-, 7- და 10-მეტრიანი სახტომი კოშკურები, 1- და 3-მეტრიანი ტრამპლინები. \nტრიბუნებქვეშა სივრცე სამ სართულს მოიცავს. პირველ სართულზე განთავსებულია სასწავლო-საჭყუმპალაო აბაზანა 12X8 მ, წყალში მხტომელთა სავარჯიშო სპეციალური დარბაზი, საგამოფენო, საპრესკონფერენციო და საპრეზენტაციო დარბაზები; მეორე სართულზე – საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის ოფისი, სამედიცინო და რეაბილიტაციის კაბინეტები, საუნა; მესამე სართული მთლიანად სპორტთამაშების, ტრენაჟორების, ათლეტიზმისა და შეიპინგის დარბაზებს უკავია. შენობას ანაკრებ-მონილითური კონსტრუქციული სქემა აქვს. სეისმურობა გათვლილია 7 ბალზე. სამშენებლო ფართი 10250 მ2 შეადგენს. \nკომპლექსი გამორჩეულია არქიტექტურული გაფორმების თვალსაზრისითაც. განსაკუთრებით აღსანიშნავია შენობის მთავარ ფასადზე განთავსებული კოკა იგნატოვის მოზაიკური პანო და ინტერიერში შესრულებული ფერწერული მოხატულობა. ისნი თითქმის დაუზიანებლად, ძალიან კარგ მდგომარეობაშია შემონახული. მოზაიკური პანო შესრულებულია ტექნიკით, რომელიც აღარ გამოიყენება ხელოვნების ნიმუშების შესაქმნელად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ მონუმენტურ-დეკორატიული ელემენტის შენარჩუნება და დაცვა პირველად მდგომარეობაში. \nასევე აღსანიშნავია წყალში სახტომი კოშკურის მხატვრული გადაწყვეტაც. კოშკურის მოცულობა შესრულებულია უხეში ბეტონით ბრუტალისტური არქიტექტურისათვის დამახასიათებლ მანერაში. დაუმუშავებელი, ხორკლიანი ბეტონის ფაქტურა გამორჩეულ გამომსახველობითობას სძენს ნაგებობას. \nკომპლექსის დახურვის ბოლო დღემდე “ლაგუნა ვერეს” ქალაქ თბილისის მაცხოვრებლებისათვის გააჩნდა ძალიან მნიშვნელოვანი რეკრეაციული ფუნქცია.  ეს იყო ამ ზომის და მასშტაბის ერთადერთი ღია საცურაო კომპლექსი ქალაქის ცენტრში, რომელიც ხელმისაწვდომი იყო ქალაქის სოციალურად საშუალო და დაბალი ფენის მაცხოვრებლებისათვის. ამდენად, აუცილებელია შენობას შეუნარჩუნდეს პირვანდელი ფუნქცია.",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "5423",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "ჯორბენაძის ქ./5",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის დასასრული",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "\nსაცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი;",
    "CurrentFunction" : "\nსაცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.813674579999997,
    "Y" : 41.690032879999997
  }
}