ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3266
ObjectID: 3266
ID: 3266
Name: შპს `თბილისის #2 ტუბერკულოზის საწინააღმდეგო დისპანსერი~
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: XX საუკუნის დასაწყისის ეს შესანიშნავი და ძლიერ გადაგვარებული იერსახის მქონე შენობა სამხრეთით ოდანვ დაქანებულ რელიეფზე დგას და ცენტრალური, აღმოსავლეთის ფასადით ბორჯომის ქუჩაზე გამოდის. აგურით ნაშენ და გეგმარებით კუთხისებრ ნაგებობას ბორჯომის ქუჩის განაშენიანების ეკლექტურ, ფსევდო-კლასიკურ და ფსევდო-ბაროკული მეტყველებისთვის არადამახასიათებელი მოდერნული იერი გამოარჩევს. შენობაში ამჟამად შპს თბილისის #2 ტუბერკულოზის საწინააღმდეგო დისპანსერი მდებარეობს, თუმცა შენობა თავის დროზე ელიტურ საცხოვრებელ სახლად აშენდა. აღმოსავლეთის ფასადი სადა კომპოზიციური დანაწევრებით იქცევს ყურადღებას და საერთო კონფიგურაციით და მასათა გადანაწილებით სიმეტრიულია. ცენტრალური არე ოდნავ შვერილ რიზალითს ეთმობა, რომლის გაფორმების განსაკუთრებულებას სამი წყვილი ღიობი, რკინისმოაჯირიანი აივანი და კარნიზს ზემოთ მოქცეული ქონგურებით გარშემორტყმული მშვილდათაღოვანი ფრონტონი წარმოადგენს. ფასადის მარცხენა განაპირა ფრთაში სადარბაზოს კარებია გაჭრილი და მის თავზე, ისევე როგორც, მარჯვენა განაპირა ფრთაში, ორი წყვილი სარკმელია მოთავსებული. ფასადის დამანაწევრებელ ელემენტებში, კარ-სარკმელთა გარდა, უნდა მოვიაზროთ ორი მასიური პილასტრული სარტყელი, რომლებიც რიზალითური შვერილის სართულებს აერთიანებს. მოდერნისთვის უჩვეულო სისადავე და საფასადო დეკორის თავდაჭერილობა შენობის თბილისის სხვა მოდერნული ნაგებობებისაგან განასხვავებს. ნაძერწი პლასტიკა მთავარ, აღმოსავლეთისა და სამხრეთის ფასადებზეა თავმოყრილი. მთავარი მოტივია ფოთლოვანი გირლანდები და მისგან წარმომდგარი გვირგვინები. სწორედ ეს უკანასკნელი ამკობს აღმოსავლეთ ფასადის, დეკორატიული ზონის იერარქიულად ყველაზე მაღალ საფეხურს _ რიზალითის დამაგვირგვინებელ ფრონტონის ტიმპანს, ასევე პილასტრული სარტყლები კაპიტელებს. მცირე რელეიფური აქცენტებით გამოიყოფა პროფილირებული ფრიზი, რომელზეც დიდი დაშორებებით ფოთლოვანი ორნამენტის კვადრატული ფილებია განთავსებული, და აივნის გარე კუთხეზე მდგომი, მასიური კვადარტული ბალასინები, რომელზეც მცირე ყვავილოვანი გირლანდაა ამოკვეთილი. ამ მხრივ, კიდევ უფრო ძუნწია სამხრეთის ფასადი, რომელსაც მხოლოდ კვადარტული ფილებით დეკორირებული ფრიზული სარტყელი და მთლიანად რკინის აივნის მოაჯირებზე დასმული გირლანდები ამკობს. ფასადზე განთავსებული ყველა ღიობი სწორკუთხაა, კედელში ღრმად ჩაჭრილი. სარკმელთა ალათები ნალესობაში გამოყვანილი წახნაგოვანი გეომეტრიული მოყვანილობისაა. მოჩუქურთმებული ხის მაღალი კარი და მისივე ფრამუგა ვიტრაჟით არის გაფორმებული (ვიტრაჟზე გამოსახულია ქალი და მის კალთებთან მისული ორი ყრმა). შედარებით მკაცრ, ძუნწად დეკორირებული ფასადის შემდეგ სრულიად მოულოდნელია სადარბაზო-ვესტიბიულის მდიდრული შემკულობა. სამწუხაროდ, ვესტიბიულისა და კიბის უჯრედის კარნიზიშემოვლებული ჭერი და კედლის რელიეფური მოჩარჩოებანი ავთენტურ შეფერილობას მოკლებულია, ხოლო კედლების ქვედა ნაწილი თანამედროვე თბო-ჰიდრო საიზოლაციო პანელებით არის დაფარული; როგორც ჩანს, შენობის ამჟამინდელი ფუნქციური დანიშნულების (ტუბერკულოზის დისპანსერი) სანიტარული ნორმების გათვალისწინებით. ვესტიბიულის მოჩარჩოების მქონე მოზაიკური იატაკი მომცრო ერთმარშიანი კიბით პირველი სართულის დერეფანსა და ზედა სართულისკენ მიმავალ მარმარილოს კიბეებს უერთდება. შესასვლელი ვესტიბიულის კედლები დეკორატიულ ნალესობაში გამოყვანილი რელიეფური პანო-პანელებით არის გაფორმებული, რომელშიც ვარდულებითა და წრიული მოტივებით შექმნილი კომპოზიციებია ჩასმული. მარმარილოს კიბეების რკინის მოაჯირი ფასადზე დასმული ფოთლოვანი გირლანდების მსგავსი კომპოზიციით იმკობა. მარმარილოს კიბე ორმარშიანია, მარშების თავზე მოქცეული პატარა მოედნები ასევე ორნამენტირებულ ჩარჩოში მოქცეული მოზაიკური იატაკით იფარება. კიბის უჯრედი ვესტიბიული კედლების დეკორატიულ პანელურ მოჩარჩოებას აგრძელებს, ამჯერად ფიგურული გამოსახულების გამოყენებით. მარშების შესაყარზე ბიბლიურ მოტივზე შექმნილ ბარელიეფურ კომპოზიციას ვხდებით _ გველშემოხვეულ აკრძალულ ხესთან მდგომ ადამ და ევას შიშველ ფიგურებს. უხეშად გადაღებილ რელიეფს, კიდევ უფრო უხეშად ედგმის ხელოვნური ფოთლოვანი ტოტი (აკრძალული ხის მხატვრული აქცენტირება?!). მეორე მარშის ზონაში კედელზე დაბალ რელიეფში შესრულებულ ოვალური მედალიონებია მოთავსებული, რომელზეც სალამურზე დამკვრელი ნახევრადშიშველი ახალგაზრდა ქალია გამოსახული. შენობის ჩრდილოეთი, ყრუ ფასადი მეზობელ სახლს ებჯინება, ხოლო სამხრეთის ფასადი, ზედ მოთავსებული აივნითა და სარკმლებით, ეზოში შემავალ ჭიშკარს და წინა ეზოს ნაწილს გადაჰყურებს. ავთენტური ჭიშკარი მოგვიანებით სხვა, აწ უკვე დღევანდელი ჭიშკრით შეიცვალა, რომელიც მაღალ ცოკოლზე შესმული ღობის კედელზეა ჩამაგრებული. შენობის ზურგის ფასადი ეზოში განვითარებულ ორფრთიან მოცულობას წარმოადგენს. რომლის კიდურა დასავლეთის ფრთა აგურით ნაშენი და ნალესობით მოპირკეთებული დამხმარე სადარაბაზო უჯრედით სრულდება. მრუდხაზოვანი ფრონტონით დაგვირგვინებული სადარაბაზოს კიბეები ოდესღაც ღია გალერეებით გახსნილ დასავლეთის ფრთის ალტერნატიულ შესასვლელს უზრუნველჰყოფდა. ეზოს თავდაპირველი ფასადი თბილისისთვის ტრადიცულ კომპოზიციას მისდევდა _ ხის კონსტრუქციის ღია აივნებით იხსნებოდა. ამჟამად ეზოს ფასადის პირვანდელი სახე ძნელად ამოსაცნობია, რადგან ღია აივნები, შუშაბანდის სარკმლების შენარჩუნებით, სრულად ამოშენებულია, შელესილ კედლებს შორის მხოლოდ ხის საყრდენი სვეტების მოჩანს. ამოშენებული შუშაბანდების ქვეშ ღრმა სარდაფებია განთავსებული (მიახლოებული სიმაღლე _ 2,80 მ), რომელიც სამხრეთ ფასადზე ნახევარსარკმლების რიგით გამოდის. შენობა მოზრდილ, მეზობელი განაშენიანების მომცველ საერთო ეზოში გამოდის. ეზოს პერიმეტრი, შიგ ჩადგმული მომცრო ფართების გამოისობით, საკმაოდ შემცირებულია. შენობის ფიზიკური მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. ცენტრალურ ფასადზე მრავლობითი ვერტიკალური ბზარებია, მათ შორის ღია ბზარებიც (ეტიმოლოგიურად თბილისის 2002 წლის მიწისძვრას უკავშირდება). აღმოსავლეთ ფასადის ფრონტონზე ქონგურების ნალესობა ჩამოშლილია. ვესტიბიულსი დაბზარულია მოზაიკური იატაკი, ხოლო მარმარილოს კიბეებზე _ რამდენიმე საფეხური. ნალესობა ჩამოშლილია სამხრეთის ფასადზე, დაზიანებულია ამავე ფასადის აივანის იატაკიც. სარდაფები ნესტიანია. დროთა განმავლობაში შენობამ ნიშვნლოვანი ცვლილებები განიცადა ავთენტურობის დაკარგვის თვალსაზრისით. პირვანდელი სახე ყველაზე მეტად ქუჩაზე გამომავალ ცენტრალურ ფასადსზე, შემდეგ _ სადარბაზო შესასვლელში, ყველაზე უკანსკნელად კი _ ეზოს ფასადებზე. თანამედროვე საიზოლაციო პანელებით აკრული კედლის ქვედა ნაწილები და ჭერი, თეთრ-მოცისფროდ შეღებილი რელიეფური პანოები _ მნიშვნელოვნად აქვეითებს სადარბაზო ვესტიბიულის ავთენტურ სახეს. დაკარგულია ეზოს ფასადის პირვანდელი სახეც. მიუხედავად არსებული უხეში ჩარევებისა, აუცილებელია შენობის ფიზიკური შენარჩუნება და მისი მხატვრული გადაწყვეტის დაცვა.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3976
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ბორჯომის ქ./10
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: ჯანდაცვა და სოცუზრუნველყოფა>>საავადმყოფო;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79210518
Y: 41.71960647